სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Apple-ის დიზაინერების მიერ შექმნილი საშობაო საოცრება
Apple-ის დიზაინერების მიერ შექმნილი საშობაო საოცრება

ლონ­დონ­ში, მე­ი­ფე­რის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე ლე­გენ­და­რუ­ლი სას­ტუმ­რო Claridges სა­შო­ბა­ოდ ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. მისი ინ­ტე­რი­ე­რი, ისე­ვე, რო­გორც ფა­სა­დი, გა­გა­ო­ცებთ. წელს ამ სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნე­ებ­მა სტუმ­რე­ბის გა­ო­ცე­ბა იმ ინ­სტა­ლა­ცი­ე­ბით გა­და­წყვი­ტეს, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და ბუ­ნებ­რივ მო­ტი­ვებს. ეს ჯა­დოს­ნუ­რი ტყე Apple-ში მოღ­ვა­წე ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის, მარკ ნი­უსო­ნის და სერ ჯონი აი­ვის შე­მოქ­მე­დე­ბაა.

ტყის ეფექ­ტი მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რია, აქ ერ­თმა­ნეთ­თან გე­მოვ­ნე­ბით არის შერ­წყმუ­ლი ნა­ტუ­რა­ლუ­რი და ხე­ლოვ­ნუ­რი ნაძ­ვე­ბი.

გა­ნა­თე­ბა ხან იკ­ლებს, ხან - მა­ტუ­ლობს. იქ­მნე­ბა დრო­ის ცვა­ლე­ბა­დო­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა.

"ეს გახ­ლავთ ბუ­ნე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნა­ზა­ვი, ჩვენ ვცდი­ლობ­დით, რაც შე­იძ­ლე­ბა ჯა­დოს­ნუ­რი და ზღაპ­რუ­ლი ეფექ­ტი შეგ­ვექ­მნა. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დეთ შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა ძვე­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი და ფეხ­და­ფეხ მივ­ყო­ლო­დით დროს და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას", - ამ­ბო­ბენ დი­ზა­ი­ნე­რე­ბი.

ეს სას­ტუმ­რო ზე­დი­ზედ მეშ­ვი­დე წე­ლია მას­პინ­ძლობს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს. სწო­რედ ეს გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი რთა­ვენ აქ სა­შო­ბაო ნაძ­ვის ხეს. წინა წლებ­ში ეს მი­სია იტ­ვირ­თეს ისე­თი ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, რო­გო­რე­ბიც არის "ბარ­ბე­რი", "დოლ­ჩე და გა­ბა­ნა", "დი­ო­რი". იხი­ლეთ ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

Apple-ის დიზაინერების მიერ შექმნილი საშობაო საოცრება

Apple-ის დიზაინერების მიერ შექმნილი საშობაო საოცრება

ლონდონში, მეიფერის რაიონში მდებარე ლეგენდარული სასტუმრო Claridges საშობაოდ ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება. მისი ინტერიერი, ისევე, როგორც ფასადი, გაგაოცებთ. წელს ამ სასტუმროს მეპატრონეებმა სტუმრების გაოცება იმ ინსტალაციებით გადაწყვიტეს, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ბუნებრივ მოტივებს. ეს ჯადოსნური ტყე Apple-ში მოღვაწე ყველაზე გავლენიანი დიზაინერების, მარკ ნიუსონის და სერ ჯონი აივის შემოქმედებაა.

ტყის ეფექტი მართლაც უნიკალურია, აქ ერთმანეთთან გემოვნებით არის შერწყმული ნატურალური და ხელოვნური ნაძვები.

განათება ხან იკლებს, ხან - მატულობს. იქმნება დროის ცვალებადობის შთაბეჭდილება.

"ეს გახლავთ ბუნებისა და ტექნოლოგიების უნიკალური ნაზავი, ჩვენ ვცდილობდით, რაც შეიძლება ჯადოსნური და ზღაპრული ეფექტი შეგვექმნა. მაქსიმალურად ვეცადეთ შეგვენარჩუნებინა ძველი ტრადიციები და ფეხდაფეხ მივყოლოდით დროს და ცივილიზაციას", - ამბობენ დიზაინერები.

ეს სასტუმრო ზედიზედ მეშვიდე წელია მასპინძლობს მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანებს. სწორედ ეს გავლენიანი ადამიანები რთავენ აქ საშობაო ნაძვის ხეს. წინა წლებში ეს მისია იტვირთეს ისეთი ცნობილი ბრენდების წარმომადგენლებმა, როგორებიც არის "ბარბერი", "დოლჩე და გაბანა", "დიორი". იხილეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს