სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოშიმშილე ნიკოლოზ ჩერქეზიშვილთან დაკავშირებით
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოშიმშილე ნიკოლოზ ჩერქეზიშვილთან დაკავშირებით

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს ნი­კო­ლოზ ჩერ­ქე­ზიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თოს. უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლის სა­თა­ნა­დოდ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი წარ­დგი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ნი­კო­ლოზ ჩერ­ქე­ზიშ­ვილს მო­უ­წო­დებს, შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტოს.

"ნი­კო­ლოზ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა 2015 წლის 1-ელი მა­ი­სი­დან, ექ­ვსთვი­ა­ნი გა­მო­საც­დე­ლი ვა­დით. გა­მო­საც­დე­ლი ვა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მოწ­მდე­ბა მო­ხე­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი­სა და პი­რა­დი თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა და­კა­ვე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბას­თან.

დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გავ­ლის წე­სის შე­სა­ბა­მი­სად, მო­სამ­სა­ხუ­რე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­საც­დე­ლი ვა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­თა­ვი­სუფ­ლდეს და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლის სა­თა­ნა­დოდ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი წარ­დგი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ასე მოხ­და ბ-ნ ნი­კო­ლოზ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­შიც, მისი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოხ­და სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის სრუ­ლი დაც­ვით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ასე­ვე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ ნი­კო­ლოზ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის სა­სარ­ჩე­ლო მო­თხოვ­ნა არ დაკ­მა­ყო­ფილ­და.

ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი. ბა­ტო­ნი ნი­კას სამ­სა­ხურ­ში აყ­ვა­ნა, ისე­ვე, რო­გორც მისი შემ­დგო­მი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მოხ­და კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით.

ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ მას, შე­წყვი­ტოს პრო­ტეს­ტის ეს ფორ­მა და გა­მოვ­თქვამთ მას­თან შეხ­ვედ­რის გა­მარ­თვის მზად­ყოფ­ნას", - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შეს­ყიდ­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ნიკა ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, 11 დე­კემ­ბრი­დან ღა­მეს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბის წინ ათე­ნებს. ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის თქმით, სა­მი­ნის­ტრო­დან უსა­ფუძ­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და კან­ცე­ლა­რი­ის წინ მა­ნამ­დე დარ­ჩე­ბა, ვიდ­რე მისი მო­თხოვ­ნე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოშიმშილე ნიკოლოზ ჩერქეზიშვილთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოშიმშილე ნიკოლოზ ჩერქეზიშვილთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს ნიკოლოზ ჩერქეზიშვილთან შეხვედრა გამართოს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამსახურიდან ჩერქეზიშვილის გათავისუფლება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სათანადოდ დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე მოხდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს.

"ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა 2015 წლის 1-ელი მაისიდან, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან. 



დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის შესაბამისად, მოსამსახურე შეიძლება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სათანადოდ დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე. ასე მოხდა ბ-ნ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის შემთხვევაშიც, მისი განთავისუფლება მოხდა სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით. მოგეხსენებათ, რომ ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
 


ჩვენთვის ძალიან ძვირფასია თითოეული თანამშრომელი. ბატონი ნიკას სამსახურში აყვანა, ისევე, როგორც მისი შემდგომი გათავისუფლება, მოხდა კანონის სრული დაცვით. 


ჩვენ მოვუწოდებთ მას, შეწყვიტოს პროტესტის ეს ფორმა და გამოვთქვამთ მასთან შეხვედრის გამართვის მზადყოფნას", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნიკა ჩერქეზიშვილი, პროტესტის ნიშნად, 11 დეკემბრიდან ღამეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ათენებს. ჩერქეზიშვილის თქმით, სამინისტროდან უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს და კანცელარიის წინ მანამდე დარჩება, ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."