სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მაია ციხეში კვდება! 58 წლის ქალი 46 კილო დარჩა..." - ვახტანგ რჩეულიშვილი მიმართვას ავრცელებს
"მაია ციხეში კვდება! 58 წლის ქალი 46 კილო დარჩა..." - ვახტანგ რჩეულიშვილი მიმართვას ავრცელებს

ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი მე­უღ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუქ­ზე" პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ერ­თად გა­და­ვარ­ჩი­ნოთ მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი სიკ­ვდილს!

მე 63 წლის ვხდე­ბი და მა­ი­ა­სა­ვით პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა­ში არ შემ­ხვედ­რია. ან ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ასე­თი მო­სიყ­ვა­რუ­ლე და დამ­ხმა­რე. დღეს კი ამი­სათ­ვის კლა­ვენ- მისი პა­ტიმ­რო­ბა­ში აყ­ვა­ნა, თან შვილ­თან ერ­თად, იგი­ვე სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნია, უბ­რა­ლოდ შე­ნიღ­ბუ­ლი. 58 წლის ქალი 46 კილო დარ­ჩა, მძი­მე ავად­მყო­ფია. ვი­საც ეს უხა­რია, მათ არ მივ­მარ­თავ- ვიცი რომ ასე­თე­ბიც არი­ან და ამ რა­მო­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის გუ­ლის მო­სა­გე­ბად გა­წი­რეს მა­ი­აც და ათა­სო­ბით მისი კლი­ენ­ტი, რო­მელ­თა ქო­ნე­ბა მა­ი­ამ გა­და­არ­ჩი­ნა და დღეს იძარ­ცვე­ბა 300 კაც­მა -ბა­კუ­რი­ა­ნის ყვე­ლა მა­ცხოვ­რე­ბელ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რას თხო­ვა ყა­და­ღის მოხ­სნა ინ­ვეს­ტო­რე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ამას ელო­დე­ბი­ან ობი­ექ­ტის და­სამ­თავ­რებ­ლად და პრო­კუ­რა­ტუ­რამ უარი უთხრა. ინ­ვეს­ტო­რებს აფრ­თხო­ბენ, კლი­ენ­ტებს აშან­ტა­ჟე­ბენ, მო­სა­მარ­თლე­ზე (ბრალ­დე­ბუ­ლებ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ) ზე­გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ და ა.შ. დროა ბოლო მო­ე­ღოს ამ წა­მე­ბას და თუ ხალ­ხის ბედი აღელ­ვებს პრო­კუ­რა­ტუ­რას. უნდა ითა­ნამ­შრომ­ლონ მა­ი­ას­თან, რო­მე­ლიც 5 თვეა ცი­ხე­შია და სე­რი­ო­ზუ­ლი სა­უ­ბა­რი კომ­პა­ნი­ის მო­მა­ვალ­ზე ჯე­რაც არ შემ­დგა­რა. თუმ­ცა კომ­პა­ნი­ის ქო­ნე­ბა გა­ძარ­ცვის შემ­დე­გაც კი საკ­მა­რი­სია მო­ბი­ნად­რე­ე­ბის წი­ნა­შე ყვე­ლა და­ვა­ლი­ა­ნე­ბის ჩა­სა­ხუ­რა­ვად. ძა­ლი­ან გთხოვთ ყვე­ლას, ამო­ი­ღეთ ხმა მა­ი­ას გა­და­სარ­ჩე­ნად! ბო­ლოს და ბო­ლოს გას­ცეს პრო­კუ­რა­ტუ­რამ პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე: რა­ტომ არ იძი­ებს 3 წელ­ზე მე­ტია მა­ი­ას 100-ზე მეტ სა­ჩი­ვარს, რო­გორ გა­ძარ­ცვეს კომ­პა­ნია და ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი რო­გორ მი­ით­ვი­სეს ჩი­ნოვ­ნი­კებ­მა! თა­ვად თე­ლა­ვის ინ­ტუ­რის­ტი 1 ლა­რად გა­ყი­დეს, მა­ი­ას კი ნაკ­ვე­თე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა­ში ედა­ვე­ბი­ან, რაც დე­ვე­ლო­პე­რის პრო­ფე­სი­აა! მაია კი ამი­სათ­ვის ცი­ხე­ში კვდე­ბა!

ასეთ დღე­ში ცხოვ­რობ­და ხალ­ხის ქო­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად ბოლო 8 წე­ლია და ესეც ეცო­ტა­ვად, მის სიკ­ვდილს ნატ­რუ­ლო­ბენ! დღეს მაია 46 კილო დარ­ჩა!", - წერს რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი.

გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და კომ­პა­ნია "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბელს მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა­სა და გაფ­ლან­გავ­ში ედე­ბათ ბრა­ლი. საქ­მე რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდს მო­ი­ცავს, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თზე - "ბა­თუ­მის მაგ­ნო­ლი­ას" საქ­მე­ზე გუკა და მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლებს პა­ტიმ­რო­ბა აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ისი­ნი უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "გუ­კას მე­ო­რე შვილს ვე­ლო­დე­ბით - გვი­თხრეს გო­გო­აო!" - ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ქორ­წი­ნე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მაია ციხეში კვდება! 58 წლის ქალი 46 კილო დარჩა..." - ვახტანგ რჩეულიშვილი მიმართვას ავრცელებს

"მაია ციხეში კვდება! 58 წლის ქალი 46 კილო დარჩა..." - ვახტანგ რჩეულიშვილი მიმართვას ავრცელებს

ვახტანგ რჩეულიშვილი მეუღლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს:

"ერთად გადავარჩინოთ მაია რჩეულიშვილი სიკვდილს!

მე 63 წლის ვხდები და მაიასავით პატიოსანი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია. ან ყველა ადამიანის ასეთი მოსიყვარულე და დამხმარე. დღეს კი ამისათვის კლავენ- მისი პატიმრობაში აყვანა, თან შვილთან ერთად, იგივე სასიკვდილო განაჩენია, უბრალოდ შენიღბული. 58 წლის ქალი 46 კილო დარჩა, მძიმე ავადმყოფია. ვისაც ეს უხარია, მათ არ მივმართავ- ვიცი რომ ასეთებიც არიან და ამ რამოდენიმე ათეული ადამიანის გულის მოსაგებად გაწირეს მაიაც და ათასობით მისი კლიენტი, რომელთა ქონება მაიამ გადაარჩინა და დღეს იძარცვება 300 კაცმა -ბაკურიანის ყველა მაცხოვრებელმა პროკურატურას თხოვა ყადაღის მოხსნა ინვესტორებისათვის, რომლებიც მხოლოდ ამას ელოდებიან ობიექტის დასამთავრებლად და პროკურატურამ უარი უთხრა. ინვესტორებს აფრთხობენ, კლიენტებს აშანტაჟებენ, მოსამართლეზე (ბრალდებულებზე რომ არაფერი ვთქვათ) ზეგავლენას ახდენენ და ა.შ. დროა ბოლო მოეღოს ამ წამებას და თუ ხალხის ბედი აღელვებს პროკურატურას. უნდა ითანამშრომლონ მაიასთან, რომელიც 5 თვეა ციხეშია და სერიოზული საუბარი კომპანიის მომავალზე ჯერაც არ შემდგარა. თუმცა კომპანიის ქონება გაძარცვის შემდეგაც კი საკმარისია მობინადრეების წინაშე ყველა დავალიანების ჩასახურავად. ძალიან გთხოვთ ყველას, ამოიღეთ ხმა მაიას გადასარჩენად! ბოლოს და ბოლოს გასცეს პროკურატურამ პასუხი კითხვაზე: რატომ არ იძიებს 3 წელზე მეტია მაიას 100-ზე მეტ საჩივარს, როგორ გაძარცვეს კომპანია და ათეულობით მილიონი დოლარი როგორ მიითვისეს ჩინოვნიკებმა! თავად თელავის ინტურისტი 1 ლარად გაყიდეს, მაიას კი ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვაში ედავებიან, რაც დეველოპერის პროფესიაა! მაია კი ამისათვის ციხეში კვდება!

ასეთ დღეში ცხოვრობდა ხალხის ქონების გადასარჩენად ბოლო 8 წელია და ესეც ეცოტავად, მის სიკვდილს ნატრულობენ! დღეს მაია 46 კილო დარჩა!", - წერს რჩეულიშვილი.

გუკა რჩეულიშვილსა და კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგავში ედებათ ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთზე - "ბათუმის მაგნოლიას" საქმეზე გუკა და მაია რჩეულიშვილებს პატიმრობა აქვთ შეფარდებული. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ისინი უკვე რამდენიმე თვეა იმყოფებიან.

ასევე წაიკითხეთ: "გუკას მეორე შვილს ველოდებით - გვითხრეს გოგოაო!" - ვახტანგ რჩეულიშვილი მეუღლესთან ქორწინების დღეს აღნიშნავს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს