ამერიკელმა ცოლ-ქმარმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნეს პოსტი, სადაც ქმარი წერს, როგორ მოახდინა მიმტანის მანიპულირება "ჩაიზე" დასატოვებელი ხუთი დოლარით, უკეთესი მომსახურების მოლოდინში.
წყვილმა რესტორანში მისვლისას მაგიდაზე ხუთი ცალი ერთდოლარიანი დადო. მიმტანის მომსახურების დროს კი, როდესაც რაიმე არ მოეწონებოდათ, ერთ დოლარს მაგიდიდან იღებდნენ. ამით მიმტანს უსიტყვოდ მიუთითებდნენ, რომ გამოესწორებინა სერვისი. როგორც ამ "ექსპერიმენტის" ავტორი წერს, მიმტანი ამ ფაქტმა ძალიან დააბნია, მაგრამ სწორად აჰყვა თამაშს და მთელი ხუთი დოლარი დაიმსახურა.
მამაკაცის თქმით, ამ გზით საუკეთესო მომსახურებას მიიღებთ მიმტანებისგან. გარდა ამისა, ალბათ, მიიღებთ ყველაზე უზრდელი კლიენტის რეპუტაციასაც, - მიაჩნია პოსტის ავტორს.
მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით