რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მამაკაცს, რომელიც სვანეთის ფონზე შიშველი პოზირებდა, სვანებმა ბოდიში მოახდევინეს. ვიდეო ინტერნეტმომხმარებელმა ირაკლი ნარსავიძემ გაავრცელა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირია. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ახლაგრაზრდას ბოდიში მუქარის ძალით მოახდევინეს, თუმცა მოგვიანებით ეს ფაქტი შსს-მ უარყო. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ყოფილმა დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმაც.
"სასაცილოა.... ჩვენ ხომ ყველა დედიშობილა ვიბადებით. ასე, რომ სოსოს ამით ვერ გააბრაზებთ..." - ამბობს "იმედის დროსთან" საუბარში ჯაჭვლიანი. ყოფილ დეპუტატს ფოტოსთან დაკავშირებით სვანების რეაქცია არ გაკვირვებია.
"დღეს "ფეისბუქზე" ვნახე იაპონელი ქალბატონები, სასულიერო ორკესტრი, რომლებიც დედიშობილა უკრავდნენ. ეხლა ჯგუფი უნდა გავაგზავნო სვანეთიდან, რომ იაპონელებმა ბოდიში მოიხადონ", - ამბობს ყოფილი პარლამენტარი, რომელიც ნანახის შემდეგ ხუმრობის ხასიათზე დადგა.