სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა შემთხვევებში გამოიყენებს ევროპა შეჩერების მექანიზმს - ის, რაც გასათვალისწინებელია უვიზო რეჟიმის მიღების შემდეგ
რა შემთხვევებში გამოიყენებს ევროპა შეჩერების მექანიზმს - ის, რაც გასათვალისწინებელია უვიზო რეჟიმის მიღების შემდეგ

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას მხა­რი და­უ­ჭი­რა. 2 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კითხს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სე­სი­ა­ზე უყა­რეს კენ­ჭი. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბას მხა­რი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის 553-მა წევ­რმა და­უ­ჭი­რა, წი­ნა­აღ­მდე­გი 66 წა­ვი­და, 28 დე­პუ­ტატ­მა კი თავი შე­ი­კა­ვა.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შენ­გე­ნის ზო­ნა­ში უვი­ზო რე­ჟი­მის ავ­ტო­მა­ტუ­რად ამოქ­მე­დე­ბას არ ნიშ­ნავს. ამის შემ­დეგ დარ­ჩე­ნი­ლია ტექ­ნი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ, მარ­ტის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა. უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბა ნიშ­ნავს, რომ ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტე­ბის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შენ­გე­ნის ზო­ნის ქვეყ­ნებ­ში უვი­ზო მი­მოს­ვლით 180 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი, 90 დღის ვა­დით ისარ­გებ­ლე­ბენ. უვი­ზო რე­ჟი­მი გუ­ლის­ხმობს თა­ვი­სუ­ფალ გა­და­ად­გი­ლე­ბას შენ­გე­ნის ზო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ევ­რო­კავ­ში­რის 22 წევრ ქვე­ყა­ნას, ევ­რო­კავ­ში­რის 4 არა­წევრ ქვე­ყა­ნას და შენ­გე­ნის 4 კან­დი­დატ ქვე­ყა­ნას.

დე­კემ­ბერ­ში ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მზე შე­თან­ხმდა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო რე­ჟი­მის და­წე­სე­ბის სა­კი­თხის კენ­ჭისყ­რის წი­ნა­პი­რო­ბა იყო. კონ­კრე­ტუ­ლად რას გუ­ლის­ხმობს "შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი" - AMBEBI.GE ფონდ "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯერს, ვანო ჩხიკ­ვა­ძეს ესა­უბ­რა.

"შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის არსი მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ უვი­ზო მი­მოს­ვლის მი­ნი­ჭე­ბის შემ­დგომ, ევ­რო­კავ­ში­რი იტო­ვებს უფ­ლე­ბას, შეც­ვა­ლოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ანუ შე­მო­ი­ღოს ისევ სა­ვი­ზო რე­ჟი­მი იმ ქვე­ყა­ნას­თან, რო­მელ­თა­ნაც მას ექ­ნე­ბა უვი­ზო რე­ჟი­მი. შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა სამ შემ­თხვე­ვა­ში:

პირ­ვე­ლი, თუ იმ კონ­კრე­ტულ ქვე­ყა­ნა­ში საგ­რძნობ­ლად გა­იზ­რდე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლა­ზე უა­რის რა­ო­დე­ნო­ბა. ამას გარ­და, თუ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც სარ­გებ­ლობ­დნენ უვი­ზო რე­ჟი­მით, და­არ­ღვი­ეს კა­ნო­ნი და უფრო დიდი ხნით დარ­ჩნენ, ვიდ­რე ამის უფ­ლე­ბა აქვთ, ანუ 90 დღე­ზე უფრო მეტი ვა­დით, ეს იმოქ­მე­დებს ამ მე­ქა­ნიზ­მზე.

მე­ო­რე, თუ საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ანუ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც უსა­ფუძ­ვლოდ ითხო­ვენ თავ­შე­სა­ფარს ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში.

მე­სა­მე გუ­ლის­ხმობს იმ შემ­თხვე­ვას, როცა ქვე­ყა­ნა წყვეტს ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას რე­ად­მი­სი­ის შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

- რო­მელ ქვეყ­ნებ­თან აქვს ევ­რო­კავ­შირს "შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი" და გა­მო­უ­ყე­ნე­ბია თუ არა რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნას­თან ეს მე­ქა­ნიზ­მი?

- ეს მე­ქა­ნიზ­მი ეხე­ბა ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნას, რო­მელ­თა­ნაც ევ­რო­კავ­შირს უვი­ზო მი­მოს­ვლა აქვს. მე­ქა­ნიზ­მი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი 2013 წლის დე­კემ­ბრი­დან არ­სე­ბობს და ამ დრომ­დე ეს სის­ტე­მა იმ­დე­ნად მო­უქ­ნე­ლი იყო, რომ 2013 წლის დე­კემ­ბრი­დან დღე­ვან­დლამ­დე ევ­რო­კავ­შირს არა­სო­დეს გა­მო­უ­ყე­ნე­ბია.

- რა­ტომ მი­ი­ღო "შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი" ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნის მი­მარ­თე­ბით, რისი ეში­ნია ევ­რო­პას?

- სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბით ნაკ­ლე­ბი საფრ­თხეა, ეს შიში უფრო უკ­რა­ი­ნას უკავ­შირ­დე­ბა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში 2 მი­ლი­ო­ნი დევ­ნი­ლია, არ­სე­ბობს რის­კე­ბი, რომ უვი­ზო მი­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, ამ 2 მი­ლი­ო­ნი დევ­ნი­ლი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი შე­ეც­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნას. ეს ის ხალ­ხია, ვინც აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნი­დან საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად გა­მო­იქ­ცა. ხოლო გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა სულ რა­ღაც 3 მი­ლი­ონ ნა­ხე­ვა­რია, ეს რის­კი უფრო და­ბა­ლია, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნის შემ­თხვე­ვა­ში. ამას გარ­და, სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ევ­რო­კავ­შირ­თან სახ­მე­ლე­თო სა­ზღვა­რი არ გა­აჩ­ნია.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა შემთხვევებში გამოიყენებს ევროპა შეჩერების მექანიზმს - ის, რაც გასათვალისწინებელია უვიზო რეჟიმის მიღების შემდეგ

რა შემთხვევებში გამოიყენებს ევროპა შეჩერების მექანიზმს - ის, რაც გასათვალისწინებელია უვიზო რეჟიმის მიღების შემდეგ

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. 2 თებერვალს, საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე უყარეს კენჭი. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

გადაწყვეტილება შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს. ამის შემდეგ დარჩენილია ტექნიკური პროცედურები, რომლებიც სავარაუდოდ, მარტის ბოლომდე დასრულდება. უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება ნიშნავს, რომ ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ. უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

დეკემბერში ევროპარლამენტი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდა, რაც საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხის კენჭისყრის წინაპირობა იყო. კონკრეტულად რას გულისხმობს "შეჩერების მექანიზმი" - AMBEBI.GE ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ვანო ჩხიკვაძეს ესაუბრა.

"შეჩერების მექანიზმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ უვიზო მიმოსვლის მინიჭების შემდგომ, ევროკავშირი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ეს გადაწყვეტილება, ანუ შემოიღოს ისევ სავიზო რეჟიმი იმ ქვეყანასთან, რომელთანაც მას ექნება უვიზო რეჟიმი. შეჩერების მექანიზმის გამოყენება შეიძლება სამ შემთხვევაში:

პირველი, თუ იმ კონკრეტულ ქვეყანაში საგრძნობლად გაიზრდება ევროკავშირში შესვლაზე უარის რაოდენობა. ამას გარდა, თუ მოქალაქეებმა, რომლებიც სარგებლობდნენ უვიზო რეჟიმით, დაარღვიეს კანონი და უფრო დიდი ხნით დარჩნენ, ვიდრე ამის უფლება აქვთ, ანუ 90 დღეზე უფრო მეტი ვადით, ეს იმოქმედებს ამ მექანიზმზე.

მეორე, თუ საგრძნობლად გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, ანუ იმ ადამიანების, ვინც უსაფუძვლოდ ითხოვენ თავშესაფარს ევროკავშირის ქვეყნებში.

მესამე გულისხმობს იმ შემთხვევას, როცა ქვეყანა წყვეტს ევროკავშირთან თანამშრომლობას რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე.

- რომელ ქვეყნებთან აქვს ევროკავშირს "შეჩერების მექანიზმი" და გამოუყენებია თუ არა რომელიმე ქვეყანასთან ეს მექანიზმი?

- ეს მექანიზმი ეხება ყველა იმ ქვეყანას, რომელთანაც ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა აქვს. მექანიზმი არასოდეს ყოფილა გამოყენებული. შეჩერების მექანიზმი 2013 წლის დეკემბრიდან არსებობს და ამ დრომდე ეს სისტემა იმდენად მოუქნელი იყო, რომ 2013 წლის დეკემბრიდან დღევანდლამდე ევროკავშირს არასოდეს გამოუყენებია.

- რატომ მიიღო "შეჩერების მექანიზმი" ევროპარლამენტმა საქართველოს და უკრაინის მიმართებით, რისი ეშინია ევროპას?

- საქართველოსთან მიმართებით ნაკლები საფრთხეა, ეს შიში უფრო უკრაინას უკავშირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ოფიციალური მონაცემებით უკრაინაში 2 მილიონი დევნილია, არსებობს რისკები, რომ უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, ამ 2 მილიონი დევნილიდან ძალიან ბევრი შეეცდება ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნას. ეს ის ხალხია, ვინც აღმოსავლეთ უკრაინიდან საბრძოლო მოქმედებების შედეგად გამოიქცა.  ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მოსახლეობა სულ რაღაც 3 მილიონ ნახევარია, ეს რისკი უფრო დაბალია, ვიდრე უკრაინის შემთხვევაში. ამას გარდა, საქართველოს, უკრაინისგან განსხვავებით, ევროკავშირთან სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი