სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს - რა პროექტები განახორციელა უწყებამ ბოლო წლებში
სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს - რა პროექტები განახორციელა უწყებამ ბოლო წლებში

სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ას ახა­ლი უფ­რო­სი ჰყავს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა შსს-ს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი - დათო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი წა­რუდ­გი­ნა.

ამას­თან ერ­თად სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლა და და­ვა­ლე­ბე­ბი მის­ცა. მი­სი­ვე თქმით, უწყე­ბას სა­ზღვრის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი აქვს.

"ჩვენ ვქმნით 21-ე სა­უ­კუ­ნის პო­ლი­ცი­ას. სა­ზღვრის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი გვაქვს. ამას­თა­ნა­ვე, გვაქვს ამ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის კონ­კრე­ტუ­ლი ხედ­ვა. ვა­პი­რებთ, და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ყვე­ლა სფე­როს მო­დერ­ნი­ზა­ცია და თა­ნა­მედ­რო­ვე, მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვა, იქ­ნე­ბა ეს სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის, სა­ნა­პი­რო დაც­ვის თუ სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ავი­ა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, ჩემს ერთ-ერთ უმ­თავ­რეს მი­ზანს წარ­მო­ად­გენს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის პერ­სო­ნა­ლის კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ოფი­ცერ­თა მომ­ზა­დე­ბის ახა­ლი სის­ტე­მის შექ­მნა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, უზ­რუნ­ველ­ყოთ სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბა. ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი და მჯე­რა, რომ სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცია სწრა­ფად გან­ვი­თარ­დე­ბა. გქონ­დეთ ჩემი მხარ­და­ჭე­რის იმე­დი", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა.

სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ახალ­მა უფ­როს­მა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბის­თვის შს მი­ნისტრს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. "სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დაც­ვა ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა ჩემ­თვის უაღ­რე­სად სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა. მთელ ჩემს პრო­ფე­სი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას და ენერ­გი­ას იმის­კენ მივ­მარ­თავ, რომ გან­ხორ­ცი­ელ­დეს და­გეგ­მი­ლი რე­ფორ­მე­ბი და სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცია ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მის, წარ­მა­ტე­ბულ სტრუქ­ტუ­რად", - აღ­ნიშ­ნა დათო ნი­კო­ლე­იშ­ვილ­მა.

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლი "არ­სე­ნა­ლი" მკი­თხვე­ლებს რე­გუ­ლა­რუ­ლად აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სი­ახ­ლე­თა შე­სა­ხებ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა-დახ­მა­რე­ბით უწყე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და:

სა­ზღვრის ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის ახა­ლი სის­ტე­მა

27 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის სა­სა­ზღვრო სექ­ტორ "სა­დახ­ლო­ზე" სა­ზღვრის ელექტრო­ნუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მის მარ­თვის ცენ­ტრი გა­იხ­სნა. ამი­ე­რი­დან სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის სა­სა­ზღვრო სექ­ტო­რი "სა­დახ­ლოს" მო­ნაკ­ვეთს დაკ­ვირ­ვე­ბის ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მა გა­ა­კონ­ტრო­ლებს და 24 სთ-იან რე­ჟიმ­ში სა­ზღვარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა სა­სა­ზღვრო სექ­ტო­რის მო­ნი­ტორ­ზე აი­სა­ხე­ბა. სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, პო­ლი­ცი­ის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ზუ­რაბ გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლის თქმით,

მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მას აქვს შორ მან­ძილ­ზე დღი­სა და ღა­მით ხედ­ვის კა­მე­რე­ბი, რაც და­სა­ცავ მო­ნაკ­ვეთ­ზე გა­სულ მე­სა­ზღვრე­თა გან­წე­სებს უად­ვი­ლებს უცხო პი­რე­ბი­სა თუ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­თა და­ფიქ­სი­რე­ბას, შემ­დგომ გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით. სის­ტე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტუ­რია და­სა­ცავ მო­ნაკ­ვეთ­ზე სა­სა­ზღვრო ძებ­ნის ოპე­რა­ცი­ებ­ში, რად­გან ფოტო-ვი­დეო გა­და­ღე­ბის წარ­მო­ე­ბაც შე­უძ­ლია.

სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ახა­ლი ტექ­ნი­კა

ბოლო ორ წე­ლი­წად­ში სხვა­დას­ხვა დო­ნო­რის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით მე­სა­ზღვრე­ებ­მა 10 ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­სა­ზღვრო სექ­ტო­რის შე­ნო­ბა ჩა­ი­ბა­რეს. და­გეგ­მი­ლია კი­დევ შვი­დი სექ­ტო­რის შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბა და ერთ-ერთი მათ­გა­ნი #4 სამ­მარ­თვე­ლოს (დე­დოფ­ლის­წყა­რო) #2 სექ­ტო­რი "იო­რის" ახა­ლი შე­ნო­ბა 16 ნო­ემ­ბერს გა­იხ­სნა.

სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე აღ­დგე­ნი­ლია 3 სათ­ვალ­თვა­ლო კოშ­კი, 179 ძი­რი­თა­დი და და­მა­ტე­ბი­თი სა­სა­ზღვრო ნი­შა­ნი.

ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბით პროგ­რა­მა "მეტი-მე­ტის­თვის, მიგ­რა­ცია და სა­ზღვრის მარ­თვა" და­წყე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­მარ­კი­რე­ბუ­ლი სა­ზღვრის თვალ­თვა­ლის სის­ტე­მე­ბით აღ­ჭურ­ვა, აგ­რეთ­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა, რის­თვი­საც 3 მლნ 200 ათა­სი ევრო და­ი­ხარ­ჯე­ბა.

2017 წლის მარ­ტამ­დე უნდა დას­რულ­დეს სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის მო­ნაკ­ვე­თის ელექტრო­ნუ­ლი თვალ­თვა­ლის სის­ტე­მე­ბი­თა და სა­თა­ნა­დო ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით - სექ­ტო­რე­ბის კოშ­კუ­რე­ბით, ღამე ხედ­ვი­სა და თერ­მო ხედ­ვის კა­მე­რე­ბით აღ­ჭურ­ვა.

ასე­ვე, გა­ნახ­ლდა მე­სა­ზღვრე­თა ავ­ტო­პარ­კი, რო­მე­ლიც 20 მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლი Toyota Hilyx-ითა და 12 ავ­ტო­მო­ბი­ლი LXToyota LC78 -ით, ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია Polaris-ის RZR-SW მო­დე­ლის 43 კვად­რო­ციკ­ლით, ასე­ვე კომ­პა­ნია Polaris-ის Widetrack LX მო­დე­ლის 6 თოვლმა­ვა­ლი­თა და კომ­პა­ნია Caterpillar-ის 428F მო­დე­ლის 4 ექ­სკა­ვა­ტორ-დამ­ტვირ­თა­ვით შე­ივ­სო.

მე­სა­ზღვრე­თა აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას ასე­ვე შე­ე­მა­ტა - ღამე ხედ­ვის ხელ­სა­წყო­ე­ბი, თერ­მო ხედ­ვის კა­მე­რე­ბი, პერ­სო­ნა­ლუ­რი რა­დი­ა­ცი­უ­ლი დე­ტექ­ტო­რე­ბი, რა­დი­ა­ცი­ის იდენ­ტი­ფი­კა­ტო­რე­ბი, რა­დი­ო­კავ­ში­რის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ბი­ნოკ­ლე­ბი და სხვა აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა.

სა­ნა­პი­რო დაც­ვის ახა­ლი კა­ტარ­ღე­ბი

2016 წლის 30 სექ­ტემ­ბერს აშშ-ის ქა­ლაქ ბალ­ტი­მორ­ში ხელ­მო­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მხი­ე­დან სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა, პო­ლი­ცი­ის გე­ნე­რალ-მა­ი­ორ­მა ზუ­რაბ გა­მე­ზარ­დაშ­ვილ­მა და ამე­რი­კის მხირ­დან კი, - სა­ნა­პი­რო დაც­ვის კო­მენ­დან­ტის მო­ად­გი­ლემ მი­სი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში ვიცე-ად­მი­რალ­მა სან­დრა ლი სტორ­ცმა მო­ა­წე­რეს ხელი, - სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სა­ნა­პი­რო დაც­ვის დე­პარ­ტა­მენტს მო­მა­ვა­ლი წლის ზა­ფხულ­ში ორი კა­ტარ­ღა შე­ე­მა­ტე­ბა.

ამე­რი­კუ­ლი კა­ტარ­ღე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რებს რე­ა­გი­რე­ბის დროს, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა სა­ნა­პი­რო დაც­ვის­თვის, რათა დრო­უ­ლად აღ­კვე­თოს კონ­ტრა­ბან­და, ია­რა­ღი­სა და მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­თა კომ­პო­ნენ­ტე­ბის უკა­ნო­ნო ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, ზღვის და­ბინ­ძუ­რე­ბა და ა.შ.

ასე­ვე, და­წყე­ბუ­ლია ქარ­თველ მე­ზღვა­ურ­თა და ოფი­ცერ­თა ჯგუ­ფის შერ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც ბალ­ტი­მორ­ში მდე­ბა­რე სას­წავ­ლო ცენ­ტრში ათ­კვი­რი­ან მო­სამ­ზა­დე­ბელ კურსს გა­ივ­ლი­ან. ეკი­პა­ჟებს მო­უ­წევთ კა­ტარ­ღე­ბის ტექ­ნი­კურ-სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო მხა­რე­თა შეს­წავ­ლა და მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის შემ­დეგ ზღვა­ში კა­ტარ­ღე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად მარ­თვა­ზე გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა. მო­მა­ვა­ლი წლის ზა­ფხულ­ში კი ორი­ვე კა­ტარ­ღას სატ­რან­სპორ­ტო გემი სა­ქარ­თვე­ლოს­კენ წა­მო­იყ­ვანს.

ამე­რი­კა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ნა­პი­რო დაც­ვის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან დახ­მა­რე­ბას უწევს. ეს შე­ე­ხე­ბა სა­ნა­პი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სრულ­ყო­ფას, სპე­ცი­ა­ლის­ტთა მომ­ზა­დე­ბას, მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით შევ­სე­ბა­სა და არ­სე­ბუ­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ას.

ამე­რი­კუ­ლი დახ­მა­რე­ბე­ბი

2014 წელს ამე­რი­კის დახ­მა­რე­ბით აშენ­და და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შე­ვი­და 10 ახა­ლი სა­სა­ზღვრო სექ­ტო­რის შე­ნო­ბა _ 2 სა­ქარ­თვე­ლო-თურ­ქე­თის, 2 სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, 3 სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თი­სა და 3 სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე. კე­თილ­მო­ე­წყო სექ­ტო­რე­ბამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი, ხოლო სექ­ტო­რე­ბი­სა და ბლოკ-პოს­ტე­ბის­თვის შე­ძე­ნი­ლი იქნა 24 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კონ­ტე­ი­ნე­რი.

2014 წელს დას­რულ­და ერ­თობ­ლი­ვი სა­ზღვაო მარ­თვის ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბა, დამ­ტკიც­და ცენ­ტრის დე­ბუ­ლე­ბა, მიმ­დი­ნა­რე­ობს ცენ­ტრის ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვა და ერ­თობ­ლი­ვი მარ­თვის ცენ­ტრში მო­ნა­წი­ლე უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინ­გი.

მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რა­ღის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით 2015 წლამ­დე სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ას ამე­რი­კულ­მა მხა­რემ გა­დას­ცა - 83 რა­დი­ა­ცი­უ­ლი პე­ი­ჯე­რი, 1 რა­დი­ა­ცი­უ­ლი დე­ტექ­ტო­რი, 12 რა­დი­ა­ცი­უ­ლი დო­ზი­მეტ­რი, 10 რა­დი­ა­ცი­უ­ლი მრი­ცხვე­ლი.

ამე­რი­კის მთავ­რო­ბის და­ფი­ნან­სე­ბით აშენ­და და შსს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სა­ნა­პი­რო დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის #2 სამ­მარ­თვე­ლოს (ბა­თუ­მი) 2015 წლის 3 სექ­ტემ­ბერს გა­და­ე­ცა მცუ­რავ სა­შუ­ა­ლე­ბა­თა ბა­ზი­რე­ბის პუნ­ქტი, მო­დერ­ნი­ზა­ცია ჩა­უ­ტარ­და სა­პატ­რუ­ლო კა­ტარ­ღა P-103-ს, კა­პი­ტა­ლუ­რად გა­რე­მონტდა მცი­რე სა­პატ­რუ­ლო კა­ტარ­ღა შეაAრკ-ის მთა­ვა­რი ძრა­ვე­ბი.

ივ­ნის­ში და­ი­წყო #-3 სამ­მარ­თვე­ლოს (წი­თე­ლი ხიდი) სექ­ტო­რი "კა­სუმ­ლოს" შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც წლის ბო­ლოს­თვის სრუ­ლად აღი­ჭურ­ვე­ბა.

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლი "არ­სე­ნა­ლი"

თე­მურ ჩა­ჩა­ნი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს - რა პროექტები განახორციელა უწყებამ ბოლო წლებში

სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს - რა პროექტები განახორციელა უწყებამ ბოლო წლებში

სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი - დათო ნიკოლეიშვილი წარუდგინა.

ამასთან ერთად სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დავალებები მისცა. მისივე თქმით, უწყებას საზღვრის დაცვის მიმართულებით, საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს.

"ჩვენ ვქმნით 21-ე საუკუნის პოლიციას. საზღვრის დაცვის მიმართულებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. ამასთანავე, გვაქვს ამ მიზნების მიღწევის კონკრეტული ხედვა. ვაპირებთ, დასავლური სტანდარტების შესაბამისად განვახორციელოთ სასაზღვრო პოლიციის ყველა სფეროს მოდერნიზაცია და თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვა, იქნება ეს სახმელეთო საზღვრის, სანაპირო დაცვის თუ სასაზღვრო პოლიციის ავიაციის მიმართულება. გარდა ამისა, ჩემს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციის პერსონალის კარიერული განვითარებისა და ოფიცერთა მომზადების ახალი სისტემის შექმნა, რაც საშუალებას მოგვცემს, უზრუნველყოთ სასაზღვრო პოლიციის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება. ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ სასაზღვრო პოლიცია სწრაფად განვითარდება. გქონდეთ ჩემი მხარდაჭერის იმედი", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

სასაზღვრო პოლიციის ახალმა უფროსმა გამოცხადებული ნდობისთვის შს მინისტრს მადლობა გადაუხადა. "სახელმწიფო საზღვრის დაცვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ თანამდებობის დაკავება ჩემთვის უაღრესად საპასუხისმგებლოა. მთელ ჩემს პროფესიულ გამოცდილებას და ენერგიას იმისკენ მივმართავ, რომ განხორციელდეს დაგეგმილი რეფორმები და სასაზღვრო პოლიცია ჩამოყალიბდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, წარმატებულ სტრუქტურად", - აღნიშნა დათო ნიკოლეიშვილმა.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" მკითხველებს რეგულარულად აწვდის ინფორმაციას სასაზღვრო პოლიციის სიახლეთა შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, უცხოელი პარტნიორების ხელშეწყობა-დახმარებით უწყების განვითარებისთვის, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა:

საზღვრის ელექტრონული მონიტორინგის ახალი სისტემა

27 ოქტომბერს საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო სექტორ "სადახლოზე" საზღვრის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრი გაიხსნა. ამიერიდან საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო სექტორი "სადახლოს" მონაკვეთს დაკვირვების ელექტრონული სისტემა გააკონტროლებს და 24 სთ-იან რეჟიმში საზღვარზე არსებული ვითარება სასაზღვრო სექტორის მონიტორზე აისახება. სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი, პოლიციის გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილის თქმით,

მონიტორინგის სისტემას აქვს შორ მანძილზე დღისა და ღამით ხედვის კამერები, რაც დასაცავ მონაკვეთზე გასულ მესაზღვრეთა განწესებს უადვილებს უცხო პირებისა თუ სატრანსპორტო საშუალებათა დაფიქსირებას, შემდგომ გადამოწმების მიზნით. სისტემა განსაკუთრებით ეფექტურია დასაცავ მონაკვეთზე სასაზღვრო ძებნის ოპერაციებში, რადგან ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოებაც შეუძლია.

სასაზღვრო პოლიციის ახალი ტექნიკა

ბოლო ორ წელიწადში სხვადასხვა დონორის ფინანსური მხარდაჭერით მესაზღვრეებმა 10 ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სასაზღვრო სექტორის შენობა ჩაიბარეს. დაგეგმილია კიდევ შვიდი სექტორის შენობის მშენებლობის დასრულება და ერთ-ერთი მათგანი #4 სამმართველოს (დედოფლისწყარო) #2 სექტორი "იორის" ახალი შენობა 16 ნოემბერს გაიხსნა.

საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე აღდგენილია 3 სათვალთვალო კოშკი, 179 ძირითადი და დამატებითი სასაზღვრო ნიშანი.

ევროკავშირის დაფინანსებით პროგრამა "მეტი-მეტისთვის, მიგრაცია და საზღვრის მართვა" დაწყებულია საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დემარკირებული საზღვრის თვალთვალის სისტემებით აღჭურვა, აგრეთვე ინფრასტრუქტურის მოწყობა, რისთვისაც 3 მლნ 200 ათასი ევრო დაიხარჯება.

2017 წლის მარტამდე უნდა დასრულდეს საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის ელექტრონული თვალთვალის სისტემებითა და სათანადო ტექნიკური საშუალებებით - სექტორების კოშკურებით, ღამე ხედვისა და თერმო ხედვის კამერებით აღჭურვა.

ასევე, განახლდა მესაზღვრეთა ავტოპარკი, რომელიც 20 მაღალი გამავლობის ავტომობილი Toyota Hilyx-ითა და 12 ავტომობილი LXToyota LC78  -ით, ამერიკული კომპანია Polaris-ის RZR-SW მოდელის 43 კვადროციკლით, ასევე კომპანია Polaris-ის Widetrack LX მოდელის 6 თოვლმავალითა და კომპანია   Caterpillar-ის 428F მოდელის 4 ექსკავატორ-დამტვირთავით შეივსო.

მესაზღვრეთა აღჭურვილობას ასევე შეემატა - ღამე ხედვის ხელსაწყოები, თერმო ხედვის კამერები, პერსონალური რადიაციული დეტექტორები, რადიაციის იდენტიფიკატორები, რადიოკავშირის საშუალებები, ბინოკლები და სხვა აღჭურვილობა.

სანაპირო დაცვის ახალი კატარღები

2016 წლის 30 სექტემბერს აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, რომელსაც საქართველოს მხიედან სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა, პოლიციის გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა და ამერიკის მხირდან კი, - სანაპირო დაცვის კომენდანტის მოადგილემ მისიების მხარდაჭერაში ვიცე-ადმირალმა სანდრა ლი სტორცმა მოაწერეს ხელი, - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს მომავალი წლის ზაფხულში ორი კატარღა შეემატება.

ამერიკული კატარღები მნიშვნელოვნად შეამცირებს რეაგირების დროს, რომელიც საჭიროა სანაპირო დაცვისთვის, რათა დროულად აღკვეთოს კონტრაბანდა, იარაღისა და მასობრივი განადგურების საშუალებათა კომპონენტების უკანონო ტრანსპორტირება, ზღვის დაბინძურება და ა.შ.

ასევე, დაწყებულია ქართველ მეზღვაურთა და ოფიცერთა ჯგუფის შერჩევა, რომელიც ბალტიმორში მდებარე სასწავლო ცენტრში ათკვირიან მოსამზადებელ კურსს გაივლიან. ეკიპაჟებს მოუწევთ კატარღების ტექნიკურ-საექსპლუატაციო მხარეთა შესწავლა და მიღებული ცოდნის შემდეგ ზღვაში კატარღების დამოუკიდებლად მართვაზე გამოცდის ჩაბარება. მომავალი წლის ზაფხულში კი ორივე კატარღას სატრანსპორტო გემი საქართველოსკენ წამოიყვანს.

ამერიკა საქართველოს სანაპირო დაცვის განვითარებისთვის მნიშვნელოვან დახმარებას უწევს. ეს შეეხება სანაპირო ინფრასტრუქტურის სრულყოფას, სპეციალისტთა მომზადებას, მცურავი საშუალებებით შევსებასა და არსებულების მოდერნიზაციას.

ამერიკული დახმარებები

2014 წელს ამერიკის დახმარებით აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 10 ახალი სასაზღვრო სექტორის შენობა _ 2 საქართველო-თურქეთის, 2 საქართველო-აზერბაიჯანის, 3 საქართველო-სომხეთისა და 3 საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე. კეთილმოეწყო სექტორებამდე მისასვლელი გზები, ხოლო სექტორებისა და ბლოკ-პოსტებისთვის შეძენილი იქნა 24 საცხოვრებელი კონტეინერი.

2014 წელს დასრულდა ერთობლივი საზღვაო მართვის ცენტრის მშენებლობა, დამტკიცდა ცენტრის დებულება, მიმდინარეობს ცენტრის ტექნიკური აღჭურვა და ერთობლივი მართვის ცენტრში მონაწილე უწყებების წარმომადგენელთა შესაბამისი ტრენინგი.

მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების პრევენციის მიზნით 2015 წლამდე სასაზღვრო პოლიციას ამერიკულმა მხარემ გადასცა - 83 რადიაციული პეიჯერი, 1 რადიაციული დეტექტორი, 12 რადიაციული დოზიმეტრი, 10 რადიაციული მრიცხველი.

ამერიკის მთავრობის დაფინანსებით აშენდა და შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის #2 სამმართველოს (ბათუმი) 2015 წლის 3 სექტემბერს გადაეცა მცურავ საშუალებათა ბაზირების პუნქტი, მოდერნიზაცია ჩაუტარდა საპატრულო კატარღა P-103-ს, კაპიტალურად გარემონტდა მცირე საპატრულო კატარღა შეაAრკ-ის მთავარი ძრავები.

ივნისში დაიწყო #-3 სამმართველოს (წითელი ხიდი) სექტორი "კასუმლოს" შენობის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლოსთვის სრულად აღიჭურვება.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

თემურ ჩაჩანიძე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე