სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა გრიპის ვირუსი ვრცელდება საქართველოში და როგორ დავიცვათ თავი - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
რა გრიპის ვირუსი ვრცელდება საქართველოში და როგორ დავიცვათ თავი - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

ზამ­თა­რი ძა­ლა­ში შე­დის და ვირუ­სე­ბის მა­ტე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის რის­კიც იზ­რდე­ბა. რა მდგო­მა­რე­ო­ბაა დღე­ი­სათ­ვის და რა ვირუ­სებს უნდა ვე­ლო­დოთ ამ სე­ზონ­ზე - AMBEBI.GE-ს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა:

- სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე გა­მოჩ­ნდა გრი­პის ვირუ­სი და ეს ჯერ­ჯე­რო­ბით არის H3. ვირუ­სის უმ­თავ­რე­სი ცირ­კუ­ლა­ცია მა­ინც დე­და­ქა­ლაქ­შია, თუმ­ცა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში რე­გი­ო­ნებ­შიც გა­და­ი­ნაც­ვლებს, იქაც მო­ი­მა­ტებს და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ან­თა რი­ცხვი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ზო­მი­ე­რი მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცი­აა.

- რე­გი­ო­ნებ­ში რა მას­შტა­ბის შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს ვირუ­სი და რამ­დენ ხან­შია იქ მისი გავ­რცე­ლე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ყველ­გან გავ­რცელ­დე­ბა, უბ­რა­ლოდ, რო­გორც გი­თხა­რით, გრი­პის მხო­ლოდ ერთი ქვე­ტი­პი ცირ­კუ­ლი­რებს. გა­მოჩ­ნდე­ბა თუ არა სხვა და­ნარ­ჩე­ნი ქვე­ტი­პე­ბი, ამის წი­ნას­წა­რი პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუ მხო­ლოდ ამ ერ­თმა ტიპ­მა გა­ნაგ­რძო ცირ­კუ­ლა­ცია, მა­შინ ზო­მი­ე­რი ავა­დო­ბის ფონი იქ­ნე­ბა. თუ სხვაც გა­მოჩ­ნდა, მერე უკვე რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბა უნდა გა­კეთ­დეს.

- ეს H3 ტიპი რო­გორ არის გა­მო­ხა­ტუ­ლი?

- ეს ტი­პუ­რი გრი­პის კლი­ნი­კაა, რო­მელ­საც ახა­სი­ა­თებს სა­ერ­თო ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ფონ­ზე, ტემ­პე­რა­ტუ­რის უე­ცა­რი მა­ტე­ბა, ხვე­ლა, ნაკ­ლე­ბად ყე­ლის ტკი­ვი­ლი და სურ­დო, თუმ­ცა ცხვი­რის გა­ჭედ­ვის შეგ­რძნე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. რო­გორც წესი, ყო­ველ­გვა­რი სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­კა­მენ­ტის გა­რე­შე ერთი კვი­რის თავ­ზე სრუ­ლი გა­ჯან­სა­ღე­ბით დამ­თარ­დე­ბა. იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა გრი­პით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გიც (ასე­თი თვი­სე­ბაც ახა­სი­ა­თებს და მისი ვე­რა­გო­ბაც ამა­ში მდგო­მა­რე­ობს).

- პრე­ვენ­ცი­ის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე რას გვე­ტყვით?

- გრი­პის ერ­თა­დერ­თი პრე­ვენ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­აა და ის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ყო­ველ­თვის და ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე. თუმ­ცა მა­შინ, რო­დე­საც გრი­პის ვირუ­სი ცირ­კუ­ლი­რებს, შე­იძ­ლე­ბა ვირუ­სი მა­ნამ შეგ­ხვდეს, სა­ნამ ორ­გა­ნიზ­მი მო­ას­წრებს იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, თუმ­ცა გრი­პის ვაქ­ცი­ნა ვირუ­სე­ბის სამ ტიპს შე­ი­ცავს, ახლა მათ­გან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ერთი ტი­პია, არა­ნა­ი­რი გა­რან­ტია არ არის, რომ მო­მა­ვალ­ში სხვა ორი ტი­პიც არ გა­მოვ­ლინ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ვაქ­ცი­ნა­ცი­ას აზრი აქვს.

თუ ვინ­მე ავად გახ­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შე­ა­ჩე­როს და­ა­ვა­დე­ბა და სხვას არ გა­დას­დოს. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი სახ­ლში დარ­ჩეს და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბას მო­ე­რი­დოს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხში­რად გა­ნი­ავ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი სივ­რცე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, არის ავად­მყო­ფი იქ, თუ არა. სივ­რცე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სვე­ლი წე­სით უნდა და­ლაგ­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი. იმა­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ, რომ და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენ­ტმა ექიმს უნდა მი­მარ­თოს.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა გრიპის ვირუსი ვრცელდება საქართველოში და როგორ დავიცვათ თავი - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

რა გრიპის ვირუსი ვრცელდება საქართველოში და როგორ დავიცვათ თავი - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

ზამთარი ძალაში შედის და ვირუსების მატებისა და გავრცელების რისკიც იზრდება. რა მდგომარეობაა დღეისათვის და რა ვირუსებს უნდა ველოდოთ ამ სეზონზე - AMBEBI.GE-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი ესაუბრება:

- საქართველოში უკვე გამოჩნდა გრიპის ვირუსი და ეს ჯერჯერობით არის H3. ვირუსის უმთავრესი ცირკულაცია მაინც დედაქალაქშია, თუმცა უახლოეს მომავალში რეგიონებშიც გადაინაცვლებს, იქაც მოიმატებს დაავადებულ ადამიანთა რიცხვი, მაგრამ ჯერჯერობით ზომიერი მატების ტენდენციაა.

- რეგიონებში რა მასშტაბის შეიძლება იყოს ეს ვირუსი და რამდენ ხანშია იქ მისი გავრცელება მოსალოდნელი?

- საქართველოში ყველგან გავრცელდება, უბრალოდ, როგორც გითხარით, გრიპის მხოლოდ ერთი ქვეტიპი ცირკულირებს. გამოჩნდება თუ არა სხვა დანარჩენი ქვეტიპები, ამის წინასწარი პროგნოზირება შეუძლებელია. თუ მხოლოდ ამ ერთმა ტიპმა განაგრძო ცირკულაცია, მაშინ ზომიერი ავადობის ფონი იქნება. თუ სხვაც გამოჩნდა, მერე უკვე რისკების შეფასება უნდა გაკეთდეს.

- ეს H3 ტიპი როგორ არის გამოხატული?

- ეს ტიპური გრიპის კლინიკაა, რომელსაც ახასიათებს საერთო ინტოქსიკაციის ფონზე, ტემპერატურის უეცარი მატება, ხველა, ნაკლებად ყელის ტკივილი და სურდო, თუმცა ცხვირის გაჭედვის შეგრძნებები შეიძლება ჰქონდეს. როგორც წესი, ყოველგვარი სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარებისა და სპეციალური მედიკამენტის გარეშე ერთი კვირის თავზე სრული გაჯანსაღებით დამთარდება. იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება გრიპით დაავადებული ადამიანების ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი გახდეს. სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში, მოსალოდნელია ლეტალური შედეგიც (ასეთი თვისებაც ახასიათებს და მისი ვერაგობაც ამაში მდგომარეობს).

- პრევენციის ღონისძიებებზე რას გვეტყვით?

- გრიპის ერთადერთი პრევენციის საშუალება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა და ის რეკომენდებულია ყოველთვის და ნებისმიერ ეტაპზე. თუმცა მაშინ, როდესაც გრიპის ვირუსი ცირკულირებს, შეიძლება ვირუსი მანამ შეგხვდეს, სანამ ორგანიზმი მოასწრებს იმუნიტეტის გამომუშავებას, თუმცა გრიპის ვაქცინა ვირუსების სამ ტიპს შეიცავს, ახლა მათგან გავრცელებული ერთი ტიპია, არანაირი გარანტია არ არის, რომ მომავალში სხვა ორი ტიპიც არ გამოვლინდება. შესაბამისად, ვაქცინაციას აზრი აქვს.

თუ ვინმე ავად გახდა, მნიშვნელოვანია, შეაჩეროს დაავადება და სხვას არ გადასდოს. ძალიან მნიშვნელოვანია დაავადებული სახლში დარჩეს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას მოერიდოს, აუცილებელია ხშირად განიავდეს ნებისმიერი სივრცე, მიუხედავად იმისა, არის ავადმყოფი იქ, თუ არა. სივრცე ჩვეულებრივი სველი წესით უნდა დალაგდეს, განსაკუთრებით თავშეყრის ადგილები. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

რა შემთხვევაში არ უგებს ეკლესია წესს მიცვალებულს - "ეს არ არის ბილეთი სასუფეველში"

სურსათის სააგენტომ 45 საზოგადოებრივი კვების ობიექტში დარღვევები გამოავლინა

ტოჩინოშინს ნეკნი გაუტყდა და სავარაუდოდ, ბაშოს გამოეთიშება