სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვინ არის და რას საქმიანობს თეა წულუკიანის მეუღლე - მინისტრის რჩეულის ფოტოები
ვინ არის და რას საქმიანობს თეა წულუკიანის მეუღლე - მინისტრის რჩეულის ფოტოები

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი და­ქორ­წინ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თა­ვად მი­ნის­ტრმა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გა­ავ­რცე­ლა. თეა წუ­ლუ­კი­ან­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბის და მე­უღ­ლის ფო­ტოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარ­წე­რით - Voilà!

მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ნუგ­ზარ კა­კუ­ლი­აა. იგი სას­წავ­ლო ცენ­ტრს 2014 წლის 3 ნო­ემ­ბრი­დან 2016 წლის 12 სექ­ტემ­ბრამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

მი­ნის­ტრის რჩე­უ­ლი მას­ზე 9 წლით უმ­ცრო­სია - კა­კუ­ლია 32 წლი­საა, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი კი 41-ის.

იხი­ლეთ ვი­დეო

რო­გორც ამ­ბო­ბენ, წუ­ლუ­კი­ა­ნი და კა­კუ­ლია უკვე სამი წე­ლია ერ­თად ცხოვ­რო­ბენ, ურ­თი­ერ­თო­ბა დღემ­დე არ გა­უ­სა­ჯა­რო­ვე­ბი­ათ, თუმ­ცა მათ შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი პრე­სა­ში რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­წე­რა.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რა ქო­ნე­ბას ფლობს თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი - სახ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და საფ­რან­გეთ­ში და მი­ნის­ტრის საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი

ნუგ­ზარ კა­კუ­ლია იუს­ტი­ცი­ის სას­წავ­ლო ცენ­ტრში თით­ქმის ოთხი წლის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­და, ჯერ დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ, შემ­დეგ კი, ორი წლის მან­ძილ­ზე დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

მას აქვს მე­ნე­ჯე­რად მუ­შა­ო­ბის რვაწ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა. არის მარ­კე­ტინ­გის ანა­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი. მი­ღე­ბუ­ლი აქვს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა თბი­ლი­სის აზი­ი­სა და აფ­რი­კის ინ­სტი­ტუ­ტში.

იხი­ლეთ: თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის და მისი მე­უღ­ლის ერ­თა­დერ­თი ერ­თობ­ლი­ვი ფოტო, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­ში იძებ­ნე­ბა

ნუგ­ზარ კა­კუ­ლია კა­რა­ტის­ტია და სა­ქარ­თვე­ლო­ში ოკი­ნა­ვუ­რი გოჯუ რიუ კა­რა­ტე დოს ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რია.

სხვა­დას­ხვა წლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი აქვს მსოფ­ლიო, ევ­რო­პი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლე­ბი კა­რა­ტე­ში, არის შავი ქამ­რის მფლო­ბე­ლი. ფლობს ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენებს.

"Voilà" - Georgia’s Justice Minister gets married

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვინ არის და რას საქმიანობს თეა წულუკიანის მეუღლე - მინისტრის რჩეულის ფოტოები

ვინ არის და რას საქმიანობს თეა წულუკიანის მეუღლე - მინისტრის რჩეულის ფოტოები

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაქორწინდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მინისტრმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. თეა წულუკიანმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქორწინების მოწმობის და მეუღლის ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით - Voilà!

მინისტრის მეუღლე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილი დირექტორი ნუგზარ კაკულიაა. იგი სასწავლო ცენტრს 2014 წლის 3 ნოემბრიდან 2016 წლის 12 სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა.

მინისტრის რჩეული მასზე 9 წლით უმცროსია - კაკულია 32 წლისაა, თეა წულუკიანი კი 41-ის.

იხილეთ ვიდეო

როგორც ამბობენ, წულუკიანი და კაკულია უკვე სამი წელია ერთად ცხოვრობენ, ურთიერთობა დღემდე არ გაუსაჯაროვებიათ, თუმცა მათ შესახებ ჭორები პრესაში რამდენჯერმე დაიწერა.

ასევე წაიკითხეთ: რა ქონებას ფლობს თეა წულუკიანი - სახლები საქართველოსა და საფრანგეთში და მინისტრის საყვარელი ავტომობილი

ნუგზარ კაკულია იუსტიციის სასწავლო ცენტრში თითქმის ოთხი წლის მანძილზე მუშაობდა, ჯერ დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი, ორი წლის მანძილზე დირექტორის თანამდებობაზე.

მას აქვს მენეჯერად მუშაობის რვაწლიანი გამოცდილება. არის მარკეტინგის ანალიტიკური მიმართულების სპეციალისტი. მიღებული აქვს უმაღლესი განათლება თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში.

იხილეთ: თეა წულუკიანის და მისი მეუღლის ერთადერთი ერთობლივი ფოტო, რომელიც ინტერნეტში იძებნება

ნუგზარ კაკულია კარატისტია და საქართველოში ოკინავური გოჯუ რიუ კარატე დოს ფედერაციის წევრია.

სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს მსოფლიო, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულები კარატეში, არის შავი ქამრის მფლობელი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

“Voilà” - Georgia’s Justice Minister gets married

სტიქია კახეთში - განადგურებულია ვენახების ნაწილი

"ვეუბნებოდი, ძმებო, თუ გინდათ ჩხუბი, მოდით ჩემთან... ვარ ძიუდოისტი" - რას ამბობს ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებზე ეპარქიის ყოფილი მმართველი

"ქართული თეატრი კახი კავსაძის გარეშე დაობლდა - ის საუკუნის ადამიანი იყო" - ნინო სუხიშვილი