სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რისგან გვიცავს მთქნარება, ცემინება და გაზმორება - ჩვენი ორგანიზმის უცნობი შესაძლებლობები
რისგან გვიცავს მთქნარება, ცემინება და გაზმორება - ჩვენი ორგანიზმის უცნობი შესაძლებლობები

ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი მრა­ვა­ლი, ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სის­ტე­მის­გან შედ­გე­ბა. ერთ-ერთი ასე­თი სის­ტე­მა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, კვი­რა­ში შვი­დი დღე გვი­ცავს სხვა­დას­ხვა საფრ­თხე­ე­ბის­გან და ზოგ­ჯერ ჩვე­ნი თან­ხმო­ბის გა­რე­შე მოქ­მე­დებს კი­დეც.

მთქნა­რე­ბა

მთქნა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი ძა­ლი­ან ცუ­და­დაა შეს­წავ­ლი­ლი. ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნი ამ­თქნა­რებს, არის თა­ვის ტვი­ნის გა­დატ­ვირ­თვა. თუ ცუ­დად გვძი­ნავს, აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და­ძა­ბუ­ლე­ბი ვართ, ორ­გა­ნიზ­მი სპე­ცი­ა­ლურ დაც­ვით მე­ქა­ნიზმს ამუ­შა­ვებს. მთქნა­რე­ბა ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა ორ­გა­ნიზ­მის­თვის, ამი­ტომ ეცა­დეთ ხში­რად ამ­თქნა­როთ.

ცე­მი­ნე­ბა

ცე­მი­ნე­ბის მე­ქა­ნიზ­მი მა­შინ ირ­თვე­ბა, რო­დე­საც ცხვი­რის მი­და­მო­ებ­ში გროვ­დე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი მიკ­რო­ბი, ალერ­გე­ნი ან მტვე­რი. თუ გა­დაბ­მუ­ლად აცე­მი­ნებთ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ორ­გა­ნიზ­მი გე­უბ­ნე­ბათ, თქვენს სი­ახ­ლო­ვეს რა­ღაც ისე­თია, რა­ზეც ალერ­გია გაქვთ და დრო­ზე უნდა გა­შორ­დეთ მას.

გაზ­მო­რე­ბა

გაზ­მო­რე­ბაც ერ­თგვა­რი თავ­დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მია, თუმ­ცა მას სრუ­ლად ვა­კონ­ტრო­ლებთ და სურ­ვი­ლი­სა­მებრ ვიზ­მო­რე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს პრო­ცე­სი ორ­გა­ნიზ­მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გაზ­მო­რე­ბის დროს ორ­გა­ნიზ­მი ემ­ზა­დე­ბა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის­თვის.

მეხ­სი­ე­რე­ბის და­კარ­გვა

მეხ­სი­ე­რე­ბის და­კარ­გვა არის თავ­დაც­ვის ხერ­ხი, და­იც­ვას ფსი­ქი­კა უსი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბე­ბის­გან. ცნო­ბი­ლია უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლს ავი­წყდე­ბა ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი მო­მენ­ტე­ბი. რა სა­ჭი­როა ისე­თი შემ­თხვე­ვის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ჩა­წე­რა, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნის­თვის მხო­ლოდ ზი­ა­ნი მო­აქვს? ასეთ დროს ორ­გა­ნიზ­მი თა­ვად წყვეტს, გა­ა­სუფ­თა­ვოს თუ არა ჩვე­ნი მო­გო­ნე­ბე­ბი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია news.day.az-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რისგან გვიცავს მთქნარება, ცემინება და გაზმორება - ჩვენი ორგანიზმის უცნობი შესაძლებლობები

რისგან გვიცავს მთქნარება, ცემინება და გაზმორება - ჩვენი ორგანიზმის უცნობი შესაძლებლობები

ადამიანის ორგანიზმი მრავალი, ერთმანეთთან დაკავშირებული სისტემისგან შედგება. ერთ-ერთი ასეთი სისტემა 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე გვიცავს სხვადასხვა საფრთხეებისგან და ზოგჯერ ჩვენი თანხმობის გარეშე მოქმედებს კიდეც.

მთქნარება

მთქნარების მექანიზმი ძალიან ცუდადაა შესწავლილი. ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რის გამოც ადამიანი ამთქნარებს, არის თავის ტვინის გადატვირთვა. თუ ცუდად გვძინავს, აქტიურად ვმუშაობთ, ფსიქოლოგიურად დაძაბულები ვართ, ორგანიზმი სპეციალურ დაცვით მექანიზმს ამუშავებს. მთქნარება ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ამიტომ ეცადეთ ხშირად ამთქნაროთ.

ცემინება

ცემინების მექანიზმი მაშინ ირთვება, როდესაც ცხვირის მიდამოებში გროვდება ძალიან ბევრი მიკრობი, ალერგენი ან მტვერი. თუ გადაბმულად აცემინებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი გეუბნებათ, თქვენს სიახლოვეს რაღაც ისეთია, რაზეც ალერგია გაქვთ და დროზე უნდა გაშორდეთ მას.

გაზმორება

გაზმორებაც ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია, თუმცა მას სრულად ვაკონტროლებთ და სურვილისამებრ ვიზმორებით. მიუხედავად ამისა, ეს პროცესი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გაზმორების დროს ორგანიზმი ემზადება დღის განმავლობაში მოსალოდნელი ფიზიკური დატვირთვისთვის.

მეხსიერების დაკარგვა

მეხსიერების დაკარგვა არის თავდაცვის ხერხი, დაიცვას ფსიქიკა უსიამოვნო მოგონებებისგან. ცნობილია უამრავი შემთხვევა, როდესაც ძალადობის მსხვერპლს ავიწყდება ყველაზე საშინელი მომენტები. რა საჭიროა ისეთი შემთხვევის მეხსიერებაში ჩაწერა, რომელსაც ადამიანისთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს? ასეთ დროს ორგანიზმი თავად წყვეტს, გაასუფთავოს თუ არა ჩვენი მოგონებები.

მომზადებულია news.day.az-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს