სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ბიზნეს ინკუბატორის" 8 სტარტაპი ტექნოპარკში ქართველი ინვესტორების წინაშე წარდგება
"ბიზნეს ინკუბატორის" 8 სტარტაპი ტექნოპარკში ქართველი ინვესტორების წინაშე წარდგება

3 დე­კემ­ბერს, ტექ­ნო­პარკში სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო პროგ­რა­მა "ბიზ­ნეს ინ­კუ­ბა­ტო­რის" სტარ­ტა­პე­ბი­სა და ინ­ვეს­ტო­რე­ბის შეხ­ვედ­რას მარ­თავს, სა­დაც 8 გუნ­დი სა­კუ­თა­რი სტარ­ტა­პე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ებს წა­რად­გენს. მათ მი­ე­ცე­მათ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ი­პო­ვონ ინ­ვეს­ტი­ცია და გა­ნა­ვი­თა­რონ ბიზ­ნე­სი, რო­გორც ქარ­თულ, ისე გლო­ბა­ლურ ბა­ზარ­ზე. ღო­ნის­ძი­ე­ბას, პო­ტენ­ცი­უ­რი ინ­ვეს­ტო­რე­ბის როლ­ში, ისე­თი მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან, რო­გო­რე­ბი­ცაა: თი-ბი-სი ბან­კი, კომ­პა­ნია ჯი-პი-სი, პე-ეს-პე, ბი­ლა­ი­ნი, ორი­ენტ ლო­ჯი­კი, თე­გე­ტა მო­ტორ­სი, ახა­ლი ნა­თე­ბა და სხვ. პრე­ზენ­ტა­ცი­ის გარ­და ინ­ვეს­ტო­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ ად­გილ­ზე ნა­ხონ და გა­ტეს­ტონ დამ­წყე­ბი კომ­პა­ნი­ე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი, გა­ე­სა­უბ­რონ გუნ­დის წევ­რებს და მი­ი­ღონ ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია წარ­მოდ­გე­ნილ სტარ­ტა­პებ­ზე.

ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს პროგ­რა­მა ბიზ­ნეს ინ­კუ­ბა­ტო­რი 2016 წლის თე­ბერ­ვალ­ში ამოქ­მედ­და დაის მიზ­ნად ისა­ხავს მო­ნა­წი­ლე გუნ­დე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­სა და მათი ინო­ვა­ცი­უ­რი ბიზ­ნეს იდე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნე­სად გან­ვი­თა­რე­ბას. შერ­ჩე­უ­ლი გუნ­დე­ბი 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იღებ­დნენ ტრე­ნინ­გებს პრო­ექ­ტის მარ­თვის, მარ­კე­ტინ­გის, ბიზ­ნეს გეგ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით; კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ი­ა­რეს ფი­ნან­სურ, იუ­რი­დი­ულ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის დაც­ვის და სხვა სა­კი­თხებ­ში; ისი­ნი ასე­ვე იყე­ნებ­დნენ ტექ­ნო­პარ­კის სა­ერ­თო სა­მუ­შაო სივ­რცეს და კი­დევ სხვა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ და მა­ტე­რი­ა­ლურ ხელ­შე­წყო­ბას იღებ­დნენ სა­ა­გენ­ტოს­გან.

გუნ­დებ­მა ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­ა­რეს რამ­დე­ნი ეტა­პი, ახლა კი ისი­ნი იმ სა­ფე­ხურ­ზე არი­ან, რო­დე­საც მათ სჭირ­დე­ბათ ინ­ვეს­ტი­ცია, იმის­თვის რომ გა­ნა­ვი­თა­რონ ბიზ­ნე­სი და მო­ი­პო­ვონ წარ­მა­ტე­ბა, რო­გორც ქარ­თულ, ისე გლო­ბა­ლურ ბა­ზარ­ზე.

"სტარ­ტაპ ბიზ­ნე­სე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და ბა­ზარ­ზე მათი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა ზრდის ქვე­ყა­ნა­ში სტარ­ტაპ ეკო­სის­ტე­მის წინსვლი­სა და ფორ­მი­რე­ბის არე­ალს. მსგავ­სი წა­მო­წყე­ბე­ბი ქვე­ყა­ნა­ში არის მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ უნდა აქ­ცი­ოს დამ­წყებ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა იდეა რე­ა­ლო­ბად. სტარ­ტა­პე­რებს ბიზ­ნეს ინ­კუ­ბა­ტო­რის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში აქვთ შან­სი სრუ­ლი­ად უფა­სოდ მი­ი­ღონ ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა და სერ­ვი­სე­ბი, რაც მათ სწო­რი კურ­სით გან­ვი­თა­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ქვეყ­ნი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სტარ­ტა­პებს მი­ე­ცეთ მეტი სტი­მუ­ლი, რის­თვი­საც სა­ჭი­როა ინ­ვეს­ტო­რე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა. დამ­წყებ ბიზ­ნეს­მე­ნებს ჭირ­დე­ბათ შან­სი, იდეა აქ­ცი­ონ რე­ა­ლურ პრო­დუქ­ტად, გა­ვიდ­ნენ ბა­ზარ­ზე და შექ­მნან კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი ბიზ­ნეს გა­რე­მო" - აცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ავ­თან­დილ კას­რა­ძე.

"ბიზ­ნეს ინ­კუ­ბა­ტორ­ში" მო­ნა­წი­ლე გუნ­დე­ბი ინ­ვეს­ტო­რებ­თან შე­სახ­ვედ­რად ოქ­ტომ­ბრი­დან ემ­ზა­დე­ბი­ან. მათ­თვის შე­ირჩნენ მენ­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­მაც მათ სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რეს, და­ეხ­მარ­ნენ ფი­ჩის მომ­ზა­დე­ბა­ში, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის გა­მარ­თვა­ში, ბიზ­ნეს გეგ­მის დახ­ვე­წა­სა და ინ­ვეს­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რის მომ­ზა­დე­ბა­ში.

სერ­გი სტე­ფა­ნო­ვი - GOTRIP-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი: "ჩვენ გვაქვს სა­ი­ტი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით ადა­მი­ანს შე­უძ­ლია იმოგ­ზა­უ­როს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. ჩემი პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან მა­გა­რია და ვე­ლო­დე­ბი რომ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მი­ვი­ღებ და­ფი­ნან­სე­ბას"

გიგი გვა­ლია - IMMARU CONSEPT-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი: "ჩვენ ვამ­ზა­დებთ ხელ­ნა­კეთ ელექტრო სა­ნა­თებს ნა­ტუ­რა­ლუ­რი მა­სა­ლის­გან, სა­ნა­თე­ბი არის ეკო­მე­გობ­რუ­ლი, ვი­ყე­ნებთ ლედ ტექ­ნო­ლო­გი­ას, ასე რომ სა­ნა­თე­ბი ისი­ნი ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რია. მო­ლო­დი­ნი დიდი გვაქვს იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რომ საკ­მა­ოდ კარ­გი პრო­დუქ­ტი გვაქვს, და ვფიქ­რობთ იმ­სა­ხუ­რებს გან­ვი­თა­რე­ბას."

რო­გორ ემ­ზა­დე­ბი­ან გუნ­დე­ბი, რა მო­ლო­დი­ნე­ბით და ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლე­ბი არი­ან ისი­ნი, ამის შე­სა­ხებ უფრო ვრცლად ვი­დე­ო­დან შე­ი­ტყობთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ბიზნეს ინკუბატორის" 8 სტარტაპი ტექნოპარკში ქართველი ინვესტორების წინაშე წარდგება

"ბიზნეს ინკუბატორის" 8 სტარტაპი ტექნოპარკში ქართველი ინვესტორების წინაშე წარდგება

3 დეკემბერს, ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო პროგრამა "ბიზნეს ინკუბატორის" სტარტაპებისა და ინვესტორების შეხვედრას მართავს, სადაც 8 გუნდი საკუთარი სტარტაპების პრეზენტაციებს წარადგენს. მათ მიეცემათ საშუალება მოიპოვონ ინვესტიცია და განავითარონ ბიზნესი, როგორც ქართულ, ისე გლობალურ ბაზარზე. ღონისძიებას, პოტენციური ინვესტორების როლში, ისეთი მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები დაესწრებიან, როგორებიცაა: თი-ბი-სი ბანკი, კომპანია ჯი-პი-სი, პე-ეს-პე, ბილაინი, ორიენტ ლოჯიკი, თეგეტა მოტორსი, ახალი ნათება და სხვ. პრეზენტაციის გარდა ინვესტორებს საშუალება ექნებათ ადგილზე ნახონ და გატესტონ დამწყები კომპანიების პროდუქტები, გაესაუბრონ გუნდის წევრებს და მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია წარმოდგენილ სტარტაპებზე.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა ბიზნეს ინკუბატორი 2016 წლის თებერვალში ამოქმედდა დაის მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების ხელშეწყობასა და მათი ინოვაციური ბიზნეს იდეების წარმატებულ ბიზნესად განვითარებას. შერჩეული გუნდები 1 წლის განმავლობაში იღებდნენ ტრენინგებს პროექტის მართვის, მარკეტინგის, ბიზნეს გეგმის ჩამოყალიბების და სხვა მიმართულებებით; კონსულტაციები გაიარეს ფინანსურ, იურიდიულ, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის და სხვა საკითხებში; ისინი ასევე იყენებდნენ ტექნოპარკის საერთო სამუშაო სივრცეს და კიდევ სხვა ინტელექტუალურ და მატერიალურ ხელშეწყობას იღებდნენ სააგენტოსგან.

გუნდებმა ამ ერთი წლის განმავლობაში გაიარეს რამდენი ეტაპი, ახლა კი ისინი იმ საფეხურზე არიან, როდესაც მათ სჭირდებათ ინვესტიცია, იმისთვის რომ განავითარონ ბიზნესი და მოიპოვონ წარმატება, როგორც ქართულ, ისე გლობალურ ბაზარზე.

"სტარტაპ ბიზნესების ხელშეწყობა და ბაზარზე მათი პოზიციონირება ზრდის ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის წინსვლისა და ფორმირების არეალს. მსგავსი წამოწყებები ქვეყანაში არის მაგალითი, თუ როგორ უნდა აქციოს დამწყებმა ბიზნესმენმა იდეა რეალობად. სტარტაპერებს ბიზნეს ინკუბატორის პროგრამის ფარგლებში აქვთ შანსი სრულიად უფასოდ მიიღონ ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი მომსახურება და სერვისები, რაც მათ სწორი კურსით განვითარებას უზრუნველყოფს. ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია სტარტაპებს მიეცეთ მეტი სტიმული, რისთვისაც საჭიროა ინვესტორების მაქსიმალური ჩართულობა. დამწყებ ბიზნესმენებს ჭირდებათ შანსი, იდეა აქციონ რეალურ პროდუქტად, გავიდნენ ბაზარზე და შექმნან კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემო" - აცხადებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე.

"ბიზნეს ინკუბატორში" მონაწილე გუნდები ინვესტორებთან შესახვედრად ოქტომბრიდან ემზადებიან. მათთვის შეირჩნენ მენტორები, რომლებმაც მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, დაეხმარნენ ფიჩის მომზადებაში, პრეზენტაციების გამართვაში, ბიზნეს გეგმის დახვეწასა და ინვესტორებთან შეხვედრის მომზადებაში.

სერგი სტეფანოვი - GOTRIP-ის წარმომადგენელი: "ჩვენ გვაქვს საიტი, რომლის მეშვეობით ადამიანს შეუძლია იმოგზაუროს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩემი პროექტი ძალიან მაგარია და ველოდები რომ ძალიან მარტივად მივიღებ დაფინანსებას"

გიგი გვალია - IMMARU CONSEPT-ის წარმომადგენელი: "ჩვენ ვამზადებთ ხელნაკეთ ელექტრო სანათებს ნატურალური მასალისგან, სანათები არის ეკომეგობრული, ვიყენებთ ლედ ტექნოლოგიას, ასე რომ სანათები ისინი ენერგოეფექტურია. მოლოდინი დიდი გვაქვს იქიდან გამომდინარე რომ საკმაოდ კარგი პროდუქტი გვაქვს, და ვფიქრობთ იმსახურებს განვითარებას."

როგორ ემზადებიან გუნდები, რა მოლოდინებით და ემოციებით დატვირთულები არიან ისინი, ამის შესახებ უფრო ვრცლად ვიდეოდან შეიტყობთ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი