სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
12 უკონტაქტო სტიკერი ქართველი არტისტებისგან
12 უკონტაქტო სტიკერი ქართველი არტისტებისგან

"თი­ბი­სი ბან­კმა" მომ­ხმა­რებ­ლებს ახა­ლი პრო­ექ­ტი "12" წა­რუდ­გი­ნა. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნა ბან­კის ვიზა ბა­რა­თის ფე­ის­ტი­კე­რის 12 ახა­ლი დი­ზა­ი­ნი, რო­მელ­ზეც ახალ­გაზ­რდა მხატ­ვრე­ბის სხვა­დას­ხვა ჟანრ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რო­გორც "თი­ბი­სი ბან­კში" აცხა­დე­ბენ, პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი ახალ­გაზ­რდა მხატ­ვრე­ბის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის პერ­სპექ­ტი­ვის შექ­მნაა.

პრო­ექ­ტი კომ­პა­ნია visa-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე მას­ში 12 არ­ტის­ტი მო­ნა­წი­ლე­ობს, მათ შო­რის არი­ან, რო­გორც დამ­წყე­ბი ისე ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი. რამ­დე­ნი­მე მხატ­ვარ­მა ახა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი სპე­ცი­ა­ლუ­რად "12" -სთვის შექ­მნა.

ბესო უზ­ნა­ძე, თეზი გა­ბუ­ნია, გი­ორ­გი მაღ­რა­ძე, ლადო ლი­მი­ტაშ­ვი­ლი, მი­ში­კო სუ­ლა­კა­უ­რი, ანას­ტა­სია ახვლე­დი­ა­ნი, ანკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, ლუკა ცე­ცხლა­ძე, ნუცა ესე­ბუა, ნა­ნუ­კა ჩი­ჩუა, გი­ორ­გი ჩხე­ი­ძე, გი­ორ­გი გა­გო­ში­ძე, Lamb - ეს ის არ­ტის­ტე­ბი არი­ან, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი­დან "თი­ბი­სი ბან­კის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი მის­თვის სა­სურ­ველს აირ­ჩევს.

რო­გორც თი­ბი­სი ბან­კის მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტო­რი ნინო ეგა­ძე აღ­ნიშ­ნავს, თი­ბი­სი ბან­კის­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა სი­ახ­ლე არ არის.

"ბან­კი უკვე 25 წლის ხდე­ბა და ეს ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია. ვა­მა­ყოფთ ამ ფაქ­ტით და ახლა უკვე ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს წარ­ვუდ­გენთ სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ცეფ­ცი­ას, 12 არ­ტის­ტი, რო­მე­ლიც ვფიქ­რობ, რომ უნი­კა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბაა ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, რაც ამ პრო­ექტს აქვს ეს არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პლატ­ფორ­მა ახალ­გაზ­რდა მხატ­ვრე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის. ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია აქ, თა­ვის­თა­ვად თა­ვის სფე­რო­ში ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლია, მაგ­რამ ჩვე­ნი, რო­გორც კო­მერ­ცი­უ­ლი და ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ზა­ნია, მივ­ცეთ მათ მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი თა­ვი­ან­თი შე­მოქ­მე­დე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის."-აღ­ნიშ­ნა ნინო ეგა­ძემ.

მისი თქმით, პრო­ექტთან ერ­თად გა­ეშ­ვა ვებგ­ვერ­დიც, 12.ge, რო­მელ­ზეც ვრცლად არის ინ­ფორ­მა­ცია უშუ­ა­ლოდ ხე­ლო­ვა­ნე­ბის შე­სა­ხებ და ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლია ყვე­ლა ახა­ლი დი­ზა­ი­ნი.

რო­გორც პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე მხატ­ვა­რი თეზი გა­ბუ­ნია აღ­ნიშ­ნავს, კერ­ძო სექ­ტო­რის­გან მსგავ­სი ინი­ცი­ა­ტი­ვა მი­სა­სალ­მე­ბე­ლია.

"კარ­გია, როცა კერ­ძო სექ­ტო­რის­გან ხდე­ბა და­ფი­ნან­სე­ბა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ხე­ლოვ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია ხმარ­დე­ბა. ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი აირ­ჩა თი­ბი­სის მიერ, ეს არის ჩემი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის ერთ-ერთი პრო­დუქ­ტი. ვფიქ­რობ, პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა და ხელს უწყობს თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვრე­ბის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბას" - აღ­ნიშ­ნა თეზი გა­ბუ­ნი­ამ.

კო­ლექ­ცი­ა­ში თავ­მოყ­რი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის ვა­რი­ა­ცი­ას აერ­თი­ა­ნებს. მათ შო­რის, სახ­ვით ხე­ლოვ­ნე­ბას, ინ­სტა­ლა­ცი­ას, შუ­ქის ხე­ლოვ­ნე­ბას, ფო­ტოგ­რა­ფი­ას, გრა­ფი­ტის, სტრი­ტარტს და გრა­ფი­კას. პრო­ექ­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­დე­ნა უკვე შედ­გა.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

12 უკონტაქტო სტიკერი ქართველი არტისტებისგან

12 უკონტაქტო სტიკერი ქართველი არტისტებისგან

"თიბისი ბანკმა" მომხმარებლებს ახალი პროექტი "12" წარუდგინა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ბანკის ვიზა ბარათის ფეისტიკერის 12 ახალი დიზაინი, რომელზეც ახალგაზრდა მხატვრების სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნამუშევრებია წარმოდგენილი. როგორც "თიბისი ბანკში" აცხადებენ, პროექტის მიზანი ახალგაზრდა მხატვრების კომერციალიზაციისთვის პერსპექტივის შექმნაა.

პროექტი კომპანია visa-ს ოფიციალური მხარდაჭერით ხორციელდება. პირველ ეტაპზე მასში 12 არტისტი მონაწილეობს, მათ შორის არიან, როგორც დამწყები ისე ცნობილი ხელოვანები. რამდენიმე მხატვარმა ახალი ნამუშევარი სპეციალურად "12" -სთვის შექმნა.

ბესო უზნაძე, თეზი გაბუნია, გიორგი მაღრაძე, ლადო ლიმიტაშვილი, მიშიკო სულაკაური, ანასტასია ახვლედიანი, ანკა ბოჭორიშვილი, ლუკა ცეცხლაძე, ნუცა ესებუა, ნანუკა ჩიჩუა, გიორგი ჩხეიძე, გიორგი გაგოშიძე, Lamb - ეს ის არტისტები არიან, რომელთა შესრულებული ნამუშევრებიდან "თიბისი ბანკის" მომხმარებელი მისთვის სასურველს აირჩევს.

როგორც თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორი ნინო ეგაძე აღნიშნავს, თიბისი ბანკისთვის თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერა სიახლე არ არის.

"ბანკი უკვე 25 წლის ხდება და ეს ჩვენი ისტორიული მახასიათებელია. ვამაყოფთ ამ ფაქტით და ახლა უკვე ჩვენს მომხმარებელს წარვუდგენთ საინტერესო კონცეფციას, 12 არტისტი, რომელიც ვფიქრობ, რომ უნიკალური შეთავაზებაა ჩვენი მომხმარებლებისთვის. ყველაზე მთავარი, რაც ამ პროექტს აქვს ეს არის არაჩვეულებრივი პლატფორმა ახალგაზრდა მხატვრების პოპულარიზაციისთვის. ყოველი ადამიანი, რომელიც წარმოდგენილია აქ, თავისთავად თავის სფეროში ძალიან წარმატებულია, მაგრამ ჩვენი, როგორც კომერციული და ფინანსური ინსტიტუციის მიზანია, მივცეთ მათ მეტი შესაძლებლობები თავიანთი შემოქმედების პოპულარიზაციისთვის."-აღნიშნა ნინო ეგაძემ.

მისი თქმით, პროექტთან ერთად გაეშვა ვებგვერდიც, 12.ge, რომელზეც ვრცლად არის ინფორმაცია უშუალოდ ხელოვანების შესახებ და ასევე წარმოდგენილია ყველა ახალი დიზაინი.

როგორც პროექტის მონაწილე მხატვარი თეზი გაბუნია აღნიშნავს, კერძო სექტორისგან მსგავსი ინიციატივა მისასალმებელია.

"კარგია, როცა კერძო სექტორისგან ხდება დაფინანსება, რომელიც პირდაპირ ხელოვნების პოპულარიზაცია ხმარდება. ჩემი ნამუშევარი აირჩა თიბისის მიერ, ეს არის ჩემი პერსონალური გამოფენის ერთ-ერთი პროდუქტი. ვფიქრობ, პროექტი ძალიან საინტერესოა და ხელს უწყობს თანამედროვე მხატვრების ცნობადობის ამაღლებას" - აღნიშნა თეზი გაბუნიამ.

კოლექციაში თავმოყრილი ნამუშევრები თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების ვარიაციას აერთიანებს. მათ შორის, სახვით ხელოვნებას, ინსტალაციას, შუქის ხელოვნებას, ფოტოგრაფიას, გრაფიტის, სტრიტარტს და გრაფიკას. პროექტის ოფიციალური წარდენა უკვე შედგა.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი