პარტნიორები:

    iTechnic-მა ერთგულ მომხმარებელს ტექნოპარკში გამართულ საღამოზე უმასპინძლა

    iTechnic-მა ერთგულ მომხმარებელს ტექნოპარკში გამართულ საღამოზე უმასპინძლა

    კომპანია iTechnic-ი 6 წელია, რაც ქართულ ბაზარზეა და მთელი ამ ხნის განმავლობაში მომხმარებლის ინტერესებზეა ორიენტირებული. მეგობრული, ერთგული, ლოიალური, კრეატიული, - ასე ახასიათებენ iTechnic-ს მომხმარებლები. ორმხრივი დადებითი დამოკიდებულება და მუხტი ნამდვილად შესამჩნევი იყო კომპანიის საზეიმო ღონისძიებაზე.

    როგორც ჩვენთან საუბარში iTechnic-ის აღმასრულებელმა მენეჯერმა, სალომე გუგეშაშვილმა აღნიშნა, მათ ბევრი შიდა თუ გარე წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდათ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პირობებში.

    "უამრავი არასამართლიანი ბრძოლა გადავიტანეთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, iTechnic-მა შეძლო შეენარჩუნებინა ღირსეული სახელი", - განაცხადა სალომე გუგეშაშვილმა.

    ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი სახეებიც.

    "მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპანია თუ ფირმაა, რომელსაც "აიფონი" შემოაქვს, მე მაინც მხოლოდ iTechnic-ში დავდივარ პროდუქციის შესაძენად, ეჭვი არ მეპარება ხარისხში და ვენდობი მათ, ყოველთვის ისეთი ივენთები აქვთ, რომ კიდევ უფრო მეტ სიყვარულსა და მოტივაციას გვიჩენენ მათ მიმართ", - ამბობს ტელეწამყვანი, ეკო ფანგანი.

    საღამოზე მიწვეულ სტუმრებს, გარდა პრეზენტაციისა, გემრიელი ღვინისა და ფურშეტისა, უამრავი სიურპრიზი ელოდათ - გამარჯვებულის ვინაობას დოლურაში ჩაყრილი ნომრები გამოავლენდა. გათამაშდა ყველასათვის სასურველი პრიზიც, Iphone 7, ფერი კი თავად გამარჯვებულმა აირჩია.

    "iTechnic-ი ჩემთვის ყველაფერია, მოკლე დროში ის უკვე ბრენდად ჩამოყალიბდა და ქართულ ბაზარზე ღირსეული ნიშა დაიკავა, მინდა წარმატებები ვუსურვო მას," - განაცხადა iTechnic-ის დამფუძნებელმა ბექა მიქუჭაძემ.

    იხილეთ ფოტოგალერეა

    იხილეთ ვიდეო

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

    8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი