ჩემი ნავთის სუნით გაჟღენთილი ბავშვობა - 90-იანი წლების ტკბილ-მწარე ეგზოტიკა

ჩემი ნავთის სუნით გაჟღენთილი ბავშვობა - 90-იანი წლების ტკბილ-მწარე ეგზოტიკა

მე გასული საუკუნის 90-იანი წლების ბავშვი ვარ, იმ ეპოქის, როდესაც ქვეყანაში თითქმის ყველას ერთნაირად გვციოდა, გვშიოდა, გვიხაროდა თუ გვწყინდა...

ერთნაირი მოუთმენლობით ველოდებოდით შუქს და მხიარული შეძახილებით ვატყობინებდით ერთმანეთს მის მოსვლას. ყველას გვახსოვს აკუმულატორებზე შეერთებული ტელევიზორები და საყვარელი სერიალების: "კასანდრას", "ველური გულის" და ა.შ. ყურება, რომელიც ახლო და შორეულ მეზობლებს, დიდსა და პატარას ერთ-ერთ ოჯახში გვიყრიდა თავს და უახლოესი ერთი საათის განმავლობაში, მთავარი გმირების სიხარულსა თუ მწუხარებას მთელი სიმძაფრით განგვაცდევინებდა.

სერიალის დასრულების შემდეგ, დამჯდარი აკუმულატორები გვატყობინებდა, რომ გაკვეთილების სწავლის დრო

იყო და მის მბჟუტავ სინათლეს უკვე ნავთის ლამპისა თუ პარაფინის სანთლის შუქი და "სურნელი" ცვლიდა.

ყველაზე საყვარელი გართობა კი ხელის კომპიუტერით "ტეტრისის" თამაში და "ტურბოს" საღეჭ რეზინას მოყოლილი საოცნებო მანქანის ფოტოების შეგროვება იყო. მაშინ, როცა უშუქობაში ბევრს ნუგბარი ენატრებოდა, ყველას უყვარდა წყალში გასახსნელი ფხვნილი "ზუკო", რომელიც ხილის წვენის ილუზიას გვიქმნიდა... განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს