სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ორი განსხვავებული ძმის ცხოვრება ზღვისპირეთში - "უღიმღამოდ ჩაცმული, სანაპიროზე დადის და ცდილობს, ძვირფასეულობა იპოვოს"
ორი განსხვავებული ძმის ცხოვრება ზღვისპირეთში - "უღიმღამოდ ჩაცმული, სანაპიროზე დადის და ცდილობს, ძვირფასეულობა იპოვოს"

მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი "გა­ბა­ნა" სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­მა­ტოგ­რა­ფი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. გა­და­ღე­ბა უკვე დას­რულ­და და ახლა მისი მონ­ტა­ჟი მიმ­დი­ნა­რე­ობს. რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის ავ­ტო­რი გიგა ბა­ინ­დუ­რაშ­ვი­ლია. ფილ­მის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ათ­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის ძმე­ბი არი­ან: ერთი სი­ტყვა­ძუნ­წი, თა­ვის თავ­ში ჩა­კე­ტი­ლი, უღიმ­ღა­მოდ ჩაც­მუ­ლი, ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე მე­ტა­ლო­დე­ტექ­ტო­რით და­დის და ცდი­ლობს, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა იპო­ვოს, გა­ყი­დოს და ასე ირ­ჩი­ნოს თავი, მე­ო­რე კი ენერ­გი­უ­ლია. 14 წელი სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობ­და, ახლა მშობ­ლი­ურ კუ­თხე­ში ბრუნ­დე­ბა და უმ­ცრო­სი ძმის ცხოვ­რე­ბას რა­დი­კა­ლუ­რად ცვლის. ძმე­ბის რო­ლებს ჯანო იზო­რია და დათო რო­ი­ნიშ­ვი­ლი ას­რუ­ლე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა ფილ­მის სა­ხელ­წო­დე­ბას - "გა­ბა­ნა", ის მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი იტა­ლი­უ­რი მო­დის სახ­ლს, "დოლ­ჩე და გა­ბა­ნას" უკავ­შირ­დე­ბა.

დათო რო­ი­ნიშ­ვი­ლი:

- მსა­ხი­ო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სცე­ნა­რი, ისე­ვე, რო­გორც რე­ჟი­სო­რი და გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი, ვის­თა­ნაც მუ­შა­ო­ბა მო­გი­წევს. სცე­ნა­რი თა­ვი­დან­ვე მო­მე­წო­ნა. გა­მი­ხარ­და, რომ ისე­თი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით მო­მი­წევ­და თა­მა­ში, რო­გო­რიც ჯანო იზო­რი­აა. აქამ­დე ერ­თად ფილმზე არ გვი­მუ­შა­ვია. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ატ­მოს­ფე­რო სუ­ფევ­და და ვფიქ­რობ, ჩვე­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბიც არ გა­მო­ვი­და ცუდი. მათ­ში ბევ­რი მტკივ­ნე­უ­ლი დე­ტა­ლია, რო­მე­ლიც არა მგო­ნია, მა­ყუ­რე­ბელს გა­მორ­ჩეს. ფილმში სო­ცი­ა­ლუ­რი თე­მა­ტი­კის ფონ­ზე, ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თის ძმის ცხოვ­რე­ბაა ასა­ხუ­ლი. ორი­ვე შე­უმ­დგა­რი ტი­პია, მაგ­რამ მა­ინც აქვთ იმე­დი, რომ ერთ დღე­საც ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. მათ უყ­ვართ თა­ვი­ან­თი ქვე­ყა­ნა, ოჯა­ხი, ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ ერთ-ერთი ძმა ანუ ჩემი პერ­სო­ნა­ჟი ისევ ევ­რო­პის­კენ გარ­ბის, რად­გან ამ გზით ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლა სურს. სამ­წუ­ხა­როდ, გარ­შე­მო ბევ­რი ასე­თი ადა­მი­ა­ნია.

- სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა­ზე თუ გი­ფიქ­რია?

- ამა­ზე რამ­დენ­ჯერ­მე მი­ფიქ­რია. ჩემი რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი მსა­ხი­ო­ბი წა­ვი­და და ახ­ლაც სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს. ნა­წილ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად მო­იგ­ვა­რა, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად მა­ინც დათ­რგუნ­ვი­ლე­ბი არი­ან. რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ალ­ბათ მეც და­ვით­რგუ­ნე­ბო­დი. ძნე­ლია, როცა აც­ნო­ბი­ე­რებ, რომ სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი და­კარ­გე ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სამ­შობ­ლოს­გან შორს.

- ნო­ემ­ბერ­ში ზა­ფხუ­ლის სცე­ნის თა­მაშ­მა მო­გი­წი­ათ...

- დიახ, ასეა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ზა­ფხუ­ლის პრო­ექტს, წე­ლი­წა­დის ამა­ვე სე­ზონ­ზე და­ა­ფი­ნან­სე­ბენ და ზამ­თრი­სას - ზამ­თარ­ში. ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა მქონ­და და ისე ვთა­მა­შობ­დი. მთე­ლი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი ნემ­სე­ბი­თა და წამ­ლე­ბით დამ­დევ­და. მათი მად­ლი­ე­რი ვარ. რას ვი­ზამთ, კინო, თე­ატ­რი მსხვერ­პლს ითხოვს (იღი­მის). ახლა შე­და­რე­ბით უკეთ ვარ და ვე­ლო­დე­ბი პრე­მი­ე­რას, რო­მე­ლიც მალე გა­ი­მარ­თე­ბა.

ჯანო იზო­რია:

- ფო­თის თე­ატ­რი­დან გას­ტრო­ლი გვქონ­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე ვი­ყა­ვი, როცა მომ­წე­რეს ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბის შე­სა­ხებ და მი­თხრეს, რომ ერთ-ერთ მთა­ვა­რი გმი­რის შემ­სრუ­ლებ­ლად მო­ვი­აზ­რე­ბო­დი. თბი­ლის­ში გიგა ბა­ინ­დუ­რაშ­ვილს შევ­ხვდი. მას და გი­ორ­გი ქო­ბა­ლი­ას რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ვიც­ნობ და მომ­წონს მათი ხედ­ვა. სულ ვფიქ­რობ­დი, რომ სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მუ­შა­ვებ­დი ამ ჯგუფ­თან. გა­მი­ხარ­და, როცა გა­ვი­გე, რომ ჩემი ძმის როლს ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, დათო რო­ი­ნიშ­ვი­ლი შე­ას­რუ­ლებ­და. რვა დღით გა­ვემ­გზავ­რეთ ქო­ბუ­ლეთ­ში. ეს იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დღე­ე­ბი, თა­ვი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­თა და ადა­მი­ა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით. სა­ოც­რად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფია, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ორი განსხვავებული ძმის ცხოვრება ზღვისპირეთში - "უღიმღამოდ ჩაცმული, სანაპიროზე დადის და ცდილობს, ძვირფასეულობა იპოვოს"

ორი განსხვავებული ძმის ცხოვრება ზღვისპირეთში - "უღიმღამოდ ჩაცმული, სანაპიროზე დადის და ცდილობს, ძვირფასეულობა იპოვოს"

მოკლემეტრაჟიანი ფილმი "გაბანა" საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის გამარჯვებული პროექტია. გადაღება უკვე დასრულდა და ახლა მისი მონტაჟი მიმდინარეობს. რეჟისორი და სცენარის ავტორი გიგა ბაინდურაშვილია. ფილმის მთავარი პერსონაჟები განსხვავებული ხასიათსა და ინტერესების ძმები არიან: ერთი სიტყვაძუნწი, თავის თავში ჩაკეტილი, უღიმღამოდ ჩაცმული, ზღვის სანაპიროზე მეტალოდეტექტორით დადის და ცდილობს, ძვირფასეულობა იპოვოს, გაყიდოს და ასე ირჩინოს თავი, მეორე კი ენერგიულია. 14 წელი საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ახლა მშობლიურ კუთხეში ბრუნდება და უმცროსი ძმის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. ძმების როლებს ჯანო იზორია და დათო როინიშვილი ასრულებენ. რაც შეეხება ფილმის სახელწოდებას - "გაბანა", ის მსოფლიოში ცნობილი იტალიური მოდის სახლს, "დოლჩე და გაბანას" უკავშირდება.

დათო როინიშვილი:

- მსახიობისთვის მნიშვნელოვანია სცენარი, ისევე, როგორც რეჟისორი და გადამღები ჯგუფი, ვისთანაც მუშაობა მოგიწევს. სცენარი თავიდანვე მომეწონა. გამიხარდა, რომ ისეთი ნიჭიერი ადამიანის გვერდით მომიწევდა თამაში, როგორიც ჯანო იზორიაა. აქამდე ერთად ფილმზე არ გვიმუშავია. გადასაღებ მოედანზე შემოქმედებითი ატმოსფერო სუფევდა და ვფიქრობ, ჩვენი პერსონაჟებიც არ გამოვიდა ცუდი. მათში ბევრი მტკივნეული დეტალია, რომელიც არა მგონია, მაყურებელს გამორჩეს. ფილმში სოციალური თემატიკის ფონზე, ორი განსხვავებული ხასიათის ძმის ცხოვრებაა ასახული. ორივე შეუმდგარი ტიპია, მაგრამ მაინც აქვთ იმედი, რომ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვლება. მათ უყვართ თავიანთი ქვეყანა, ოჯახი, ერთმანეთი, მაგრამ ერთ-ერთი ძმა ანუ ჩემი პერსონაჟი ისევ ევროპისკენ გარბის, რადგან ამ გზით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა სურს. სამწუხაროდ, გარშემო ბევრი ასეთი ადამიანია.

- საზღვარგარეთ გამგზავრებაზე თუ გიფიქრია?

- ამაზე რამდენჯერმე მიფიქრია. ჩემი რამდენიმე მეგობარი მსახიობი წავიდა და ახლაც საზღვარგარეთ ცხოვრობს. ნაწილმა სოციალური პრობლემები მეტ-ნაკლებად მოიგვარა, მაგრამ შინაგანად მაინც დათრგუნვილები არიან. რომ წავსულიყავი, ალბათ მეც დავითრგუნებოდი. ძნელია, როცა აცნობიერებ, რომ საუკეთესო წლები დაკარგე ოჯახის წევრებისა და სამშობლოსგან შორს.

- ნოემბერში ზაფხულის სცენის თამაშმა მოგიწიათ...

- დიახ, ასეა. კარგი იქნება, თუ ზაფხულის პროექტს, წელიწადის ამავე სეზონზე დააფინანსებენ და ზამთრისას - ზამთარში. ფილტვების ანთება მქონდა და ისე ვთამაშობდი. მთელი გადამღები ჯგუფი ნემსებითა და წამლებით დამდევდა. მათი მადლიერი ვარ. რას ვიზამთ, კინო, თეატრი მსხვერპლს ითხოვს (იღიმის). ახლა შედარებით უკეთ ვარ და ველოდები პრემიერას, რომელიც მალე გაიმართება.

ჯანო იზორია:

- ფოთის თეატრიდან გასტროლი გვქონდა, საერთაშორისო ფესტივალზე ვიყავი, როცა მომწერეს ამ ფილმის გადაღებების შესახებ და მითხრეს, რომ ერთ-ერთ მთავარი გმირის შემსრულებლად მოვიაზრებოდი. თბილისში გიგა ბაინდურაშვილს შევხვდი. მას და გიორგი ქობალიას რამდენიმე წელია, ვიცნობ და მომწონს მათი ხედვა. სულ ვფიქრობდი, რომ სიამოვნებით ვიმუშავებდი ამ ჯგუფთან. გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ჩემი ძმის როლს ქუთაისის თეატრის მსახიობი, დათო როინიშვილი შეასრულებდა. რვა დღით გავემგზავრეთ ქობულეთში. ეს იყო არაჩვეულებრივი დღეები, თავისი ურთიერთობებითა და ადამიანური დამოკიდებულებით. საოცრად მობილიზებული ჯგუფია, პროფესიონალებით დაკომპლექტებული... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი