ცნობილი ქართველი მუსიკოსი და პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი საათების ცნობილი ბრენდის Jacques Lemans-ის ახალი ელჩი გახდა.
ბრენდის ელჩის წოდებას ქართველი პიანისტის გარდა, ოსკაროსანი მსახიობი კევინ კოსტნერი და ოლიმპიური ჩემპიონი, ავსტრიელი მოთხილამური ანა ფაიტი ფლობენ.
"პირველად ხატია ბუნიათიშვილი ზალცბურგში ვნახეთ და იმდენად მოვიხიბლეთ მისი ტალნატით, მაშინვე მივხვდით, რომ ის ბრენდის შესანიშნავი წარმომადგენელი იქნებოდა", - აღნიშნა კომპანიის მფლობელმა და დირექტორმა ალფრედ რიდლმა განაგრძეთ კითხვა