როგორი ნაძვის ხეებია წელს მოდაში - გაფორმების თანამედროვე ხერხები

როგორი ნაძვის ხეებია წელს მოდაში - გაფორმების თანამედროვე ხერხები

ნაძვის ხის მორთვაზე ზრუნვა წინასწარ უნდა დაიწყოთ. თუ ადრევე არ განსაზღვრეთ, როგორ სტილში გსურთ საახალწლო განწყობის გამოხატვა, ნაძვის აწყობისას შესაძლოა სწორი გადაწყვეტილებები უცებ ვერ მიიღოთ. როგორი ნაძვის ხეებია წელს აქტუალური და გაფორმების რა ხერხებს გვირჩევენ დიზაინერები?

ფერები

ცეცხლოვანი მამლის წლისთვის ყველაზე შესაფერისია წითელი, ყვითელი, ოქროსფერი, ხისფერი და თეთრი ტონები. არ არის აუცილებელი, ეს ფერები მაინცდამაინც ნაძვის ხის ბურთებში დომინირებდეს. შეგიძლიათ ისინი ფერად ბაფთებში, წვიმებში, ნათურებსა და მძივებში გამოიყენოთ. წითელი მამლის "ხათრით" წელს ფერად-ფერადი ნაძვის ხეებიც აქტუალურია

სათამაშოები შეგიძლიათ განალაგოთ სპირალისებურად, ისევე როგორც მძივები და წვიმები. სწორედ ამ მოსართავების მიმართულებას გაჰყვება სათამაშოების წყობაც. სპირალი შეიძლება იყოს ერთი ფერის, ან ცისარტყელასებრი. თუ უფრო კლასიკური დიზაინის მომხრე ხართ, მოსართვებს შეგიძლიათ ვერტიკალური მიმართულებაც მისცეთ. ასეთ მორთულობას ბაფთები და ბურთულები უხდება.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს