სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
თსუ-ში "აუდიტორია 115"-სა და თვითმმართველობის წევრებს შორის უსაფრთხოების სამსახური დგას
 თსუ-ში "აუდიტორია 115"-სა და თვითმმართველობის წევრებს შორის უსაფრთხოების სამსახური დგას

თსუ-ს მე­ო­რე კორ­პუს­ში ერთ-ერთ სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან სი­ტუ­ა­ცია გარ­კვე­ულ­წი­ლად და­ძა­ბუ­ლია. აღ­ნიშ­ნულ უბან­თან "აუ­დი­ტო­რია 115"-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წევ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან.

აუ­დი­ტო­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ უბ­ნის პი­კე­ტი­რე­ბა­საც შე­ე­ცად­ნენ, თუმ­ცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წევ­რებ­მა და დე­ლე­გა­ტო­ბის კან­დი­და­ტებ­მა არ მის­ცეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯგფე­ბი ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ დგა­ნან და მათ შო­რის თსუ-ს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან გან­ლა­გე­ბუ­ლი.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს დე­ლე­გა­ტო­ბის ერთ-ერ­თმა კან­დი­დატ­მა, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წევ­რმა თა­თია წუ­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, "აუ­დი­ტო­რია 115" არის მარ­გი­ნა­ლუ­რი ძალა, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­ის უხე­ში დარ­ღვე­ვით ცდი­ლობს ჩა­შა­ლოს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი და პი­კე­ტი­რე­ბას ახ­დენს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის. თა­ვის მხრივ, "აუ­დი­ტო­რია 115"-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი არა­ლე­გი­ტი­მუ­რია და ისი­ნი თსუ-ს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცე­მენ.

თავ­და­პირ­ვე­ლად "აუ­დი­ტო­რია 115"-ის წარ­მო­მად­გენ­ლებს მე­ო­რე კორ­პუ­სის შე­ნო­ბა და­კე­ტი­ლი დახ­ვდათ. შე­ნო­ბის გახ­სნის შემ­დეგ მათ ამ კორ­პუს­ში მდე­ბა­რე ორი უბ­ნი­დან ერ­თის პი­კე­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს, ერ­თთან კი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი არი­ან შეკ­რე­ბილ­ნი, სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი ამ უბან­ზე არ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

წა­ი­კი­თხეთ: ვი­თა­რე­ბა თსუ-ში - თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი და "აუ­დი­ტო­რია 115"-ის პრო­ტეს­ტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

თსუ-ში "აუდიტორია 115"-სა და თვითმმართველობის წევრებს შორის უსაფრთხოების სამსახური დგას

 თსუ-ში "აუდიტორია 115"-სა და თვითმმართველობის წევრებს შორის უსაფრთხოების სამსახური დგას

თსუ-ს მეორე კორპუსში ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან სიტუაცია გარკვეულწილად დაძაბულია. აღნიშნულ უბანთან "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები და თვითმმართველობის წევრები იმყოფებიან.

აუდიტორიის წარმომადგენლები ამ უბნის პიკეტირებასაც შეეცადნენ, თუმცა ამის საშუალება თვითმმართველობის წევრებმა და დელეგატობის კანდიდატებმა არ მისცეს.

აღნიშნული ჯგფები ერთმანეთის პირისპირ დგანან და მათ შორის თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან განლაგებული.

როგორც ჟურნალისტებს დელეგატობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, თვითმმართველობის წევრმა თათია წულაძემ განუცხადა, "აუდიტორია 115" არის მარგინალური ძალა, რომელიც კონსტიტუციის უხეში დარღვევით ცდილობს ჩაშალოს საარჩევნო პროცესი და პიკეტირებას ახდენს საარჩევნო უბნების. თავის მხრივ, "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნები არალეგიტიმურია და ისინი თსუ-ს ადმინისტრაციას არჩევნების ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

თავდაპირველად "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებს მეორე კორპუსის შენობა დაკეტილი დახვდათ. შენობის გახსნის შემდეგ მათ ამ კორპუსში მდებარე ორი უბნიდან ერთის პიკეტირება მოახდინეს, ერთთან კი დაპირისპირებული მხარეები არიან შეკრებილნი, საარჩევნო პროცესი ამ უბანზე არ მიმდინარეობს.

წაიკითხეთ: ვითარება თსუ-ში - თვითმმართველობის არჩევნები და "აუდიტორია 115"-ის პროტესტი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი