სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ შემოიტანეს საქართველოში კონტრაბანდული გზით ბრილიანტის თვლები - დაკავებულია 2 პირი
როგორ შემოიტანეს საქართველოში კონტრაბანდული გზით ბრილიანტის თვლები - დაკავებულია 2 პირი

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ბა­ჟო დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბა­ჟო სა­ზღვარ­ზე დიდი ოდე­ნო­ბით ბრი­ლი­ან­ტის თვლე­ბის უკა­ნო­ნოდ გად­მო­ტა­ნის ფაქ­ტზე ორი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, 2016 წლის 23 ნო­ემ­ბერს, სა­ბა­ჟო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტის, "წი­თე­ლი ხი­დის" გავ­ლით გად­მოკ­ვე­თეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი, რა დრო­საც, სა­ფუ­ლე­სა და ტან­საც­მელ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ სა­მა­ლავ­ში აღ­მო­აჩ­ნდათ დეკ­ლა­რი­რე­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი, 557 ერ­თე­უ­ლი ბრი­ლი­ან­ტის თვა­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ტრა­ბან­დუ­ლი გზით შე­მო­ტა­ნი­ლი ბრი­ლი­ან­ტის ქვე­ბი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 214-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლის "დ" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 8-დან 11 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ შემოიტანეს საქართველოში კონტრაბანდული გზით ბრილიანტის თვლები - დაკავებულია 2 პირი

როგორ შემოიტანეს საქართველოში კონტრაბანდული გზით ბრილიანტის თვლები - დაკავებულია 2 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით ბრილიანტის თვლების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, 2016 წლის 23 ნოემბერს, საბაჟო-გამშვები პუნქტის, "წითელი ხიდის" გავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საფულესა და ტანსაცმელზე სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩნდათ დეკლარირებას დაქვემდებარებული, 557 ერთეული ბრილიანტის თვალი. საქართველოში კონტრაბანდული გზით შემოტანილი ბრილიანტის ქვები საგამოძიებო სამსახურმა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ