კომფორტი არასდროს ყოფილა ისეთი ხელმისაწვდომი, როგორიც დღესაა...

კომფორტი არასდროს ყოფილა ისეთი ხელმისაწვდომი, როგორიც დღესაა...

მხოლოდ ერთი თვეა, რაც ქართულ ბაზარზე, ავეჯის წარმოების ლიდერი, თურქული „Dogtas Exclusive” & Kelebek” შემოვიდა. მიუხედავად ამ მოკლე პერიოდისა, დიღომში, აღმაშენებლის ხეივანის მე-11 კილომეტრზე მდებარე ავეჯის სალონმა „დოგტასი და კელებეკ“, უკვე მოიპოვა პოპულარობა. თვალში საცემია და ვიზიტორებს გულგრილს არ ტოვებს სალონის გამორჩეული ექსტერიერი და ინტერიერი. მომხმარებლებში გამოწვეული ინტერესის გამო, „ამბები“ ესტუმრა ”დოგტას ჯორჯია”-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს და კომპანიის მმართველ პარტნიორს, მათ ხედვებსა და მიზნებზე სასაუბროდ.

-ვხედავთ ძალიან დახვეწილი დიზაინის შოურუმი გაქვთ და მომხიბლავად არის წარმოდგენილი ავეჯი. გაქვთ თუ არა ამ ბიზნესში გამოცდილება და რამ გადაგაწყვეტინათ ისეთი მასშტაბის ბრენდის როგორიც „Dogtas & Kelebek”-ია ქართულ ბაზარზე შემოყვანა?

- გმადლობთ შოურუმის ობიექტური შეფასებისთვის. დიახ, ავეჯის სალონი „დოგტასი და კელებეკი“ ერთი თვის ვადაში უკვე იქცა ერთ-ერთ პოპულარულ დანიშნულებად ავეჯის შეძენის მსურველთათვის - დახვეწილი შოურუმით, მაღალი ხარისხის ავეჯითა და ხელმისაწვდომი ფასებით.

ჩვენს გამოცდილებას რაც შეეხება, ამ მაღალკონკურენტულ სეგმენტში, გეტყვით რომ ჩვენი ბიზნესჯგუფის ნაწილია ავეჯის სახლი „ვერონა”, რომლელიც ქართულ ბაზარზე ოთხი წლის წინ გამოჩნდა და სრულიად შეცვალა ბაზარზე არსებული ტრენდი. “ვერონა” არის ლიდერი კომპანია პრემიუმ კლასის ავეჯში, სადაც, ავეჯთან ერთად, ერთ შოურუმში წარმოდგენილია სახლის სრული გადაწყვეტა - სამზარეულოები, გარე ავეჯი, განათებები, ხალიჩები, მატრასები და საბნები, დეკორაციები, ყველაფერი რაც სახლის მოწყობისთვისაა საჭირო და რაც მთავარია საბოლოო სახით - თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს თქვენი სახლი. “ვერონას” ქართულ ბაზარზე შემოსვლით ჩვენი მიზანი შემდგომში მდომარეობდა, რომ დაგვენგრია მითი, თითქოს იტალიური ავეჯი არის ხელმისაწვდომი მხოლოდ ერთეულებისთვის და რომ ავეჯი, შესაძლოა, იყოს საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის მიუწვდომელ ფასებში. „ვერონა”-ს ბიზნეს მოდელი წარმატებულია სწორედ იმიტომ, რომ იტალიაში წარმოებული გემოვნებიანი, დახვეწილი და ხარისხიანი ავეჯი, ხელმისაწვდომია საშუალო შემოსავლიანი ოჯახებისთვის.

- ისმის კითხვა წარმატებული კომპანიის ოპერირების ვითარებაში, რატომ გადაწყვიტეთ ახალი ბრენდის დამკვიდრება და რატომ არ გააფართოვეთ არსებული ბრენდი?

- „ვერონას“-ს პოპულარობამ და წარმატებამ, ოთხი წლის განმავლობაში განაპირობა დამატებით რვა ახალი იტალიური ბრენდის ავეჯის შემოტანა, სამზარეულოებისა და გარე ავეჯის ხაზის განვითარება, რაც შოურუმზეც აისახა და საწყისი 800 კვადრატული მეტრიდან დღევანდელ 3000 კვადრატულამდე გაიზარდა. თუმცა, არსებობს იტალიური მწარმოებლების მინიმალური ფასები - რომელიც ევროს გაცვლითი კურსის პირობებში, სამწუხაროდ, მაინც მხოლოდ საშუალო და მაღალი სეგმენტისთვისაა ხელმისაწვდომი.

საყოველთაო ავეჯის მწარმოებელი თურქული კომპანიის შემოყვანის იდეა და პროექტი, “დოგტასი და კელებეკი”-ს განვითარების გეგმა, გაზაფხულზე ჩამოვაყალიბეთ. გვინდოდა მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა ავეჯი, რომელიც იქნებოდა მოდური, ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა, ხოლო ეს ყველაფერი ოპტიმალურ ფასად. მოგეხსენებათ თურქული ლირა მნიშვნელოვნად გაუფასურდა დოლართან და სხვა ვალუტებთან მიმართებაში, იმ დროს როდესაც ქართული ლარი გამყარდა ლირასთან მიმართებაში. ყოველივე ამან მოგვცა საშუალება, მართლაც რომ ხელმისაწვდომ ფასად შეგვეთავაზებინა ქართული მომხმარებლისთვის ევროპული ხარისხის ავეჯი. კომპანია „Dogtas & Kelebek”-ს თავისი ბრენდული მაღაზიები აქვს ევროპის მრავალ ქალაქში - ლონდონი, ბერლინი, ვენა და ა.შ. სადაც ევროპული სტანდარტის იაფი ავეჯი, დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამჯერად მათ რიცხვს თბილისიც შეემატა და ქართველმა მომხმარებელმა, მარტივად დაინახა ეს შესაძლებლობა.

- რატომ შეაჩერეთ არჩევანი „Dogtas & Kelebek”-ზე და როგორ ფიქრობთ რამდენად გაუმკლავდება კონკურენციას ახალი ბრენდი ?

- პასუხი მარტივია (იღიმის)

„Dogtas & Kelebek”-მა, პირველობა ევროპის 44 ქალაქში უკვე დაამტკიცა. ჩვენ ევროპის სხვა ქალაქების გამოცდილებას გამოვუცხადეთ ნდობა, სწორედ იმიტომ, რომ „Dogtas & Kelebek” ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და წარმატებულ ბრენდად ითვლება. აქ დაცულია პროდუქციის მაქსიმალური ხარისხი, დიზაინის ელეგანტური, დახვეწილი მხარე და ფასის ხელმისაწვდომობა.

-თქვენი არჩევანი გასაგებია და მყარად არგუმენტირებული,მაგრამ მომხმარებელს რა პრიორიტეტების გამო ურჩევთ თქვენს ავეჯს?

- ეკოლოგიურად სუფთა მასალა, მაღალი ხარისხის ქსოვილები და ხაზი მინდა გავუსვა, რომ გამოყენებულია ცნობილი გერმანული ბრენდის „HETICH”-ის მექანიზმები, რომელიც მსოფლიო დონეზე საუკეთესოა, ასევე დიზაინი რომელსაც აპროექტებს ცნობილი იტალიელი ავეჯის არქიტექტორი, FEDERICCO DELROSO, ხარისხი რომელზეც მუშაობს კომპანია და ფასები რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს, ვფიქრობ, რომ ავეჯის შეძენის მსურველებს მარტივად შეაძლებინებს სწორი არჩვანის გაკეთებას.

- რა ფასებს სთავაზობთ ქართველ მომხმარებელს?

- ფასების ოპტიმიზაციამ, კონკურენტების გაჩენამ და განვადების სისტემამ, შეცვალა ძველი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ახლით, ყველა სახლშია ახალი მაცივარი, სარეცხი მანქანა და ასე შემდეგ. რატომ უნდა იყოს ავეჯი ოცნება ფუფუნებაზე? მინიმალური ფასების მიუხედავად, ავეჯის შეძენის შესაძლებლობა კიდევ უფრო გავამარტივეთ განვადების მოქნილი სისტემის გამო.

6-დან 12 თვემდე გვაქვს 0%-იანი განვადების პირობა, ასევე 24 თვიანი განვადების შეთავაზება. ჩვენთან შესაძლებელია შეიძინოთ სასადილო მაგიდები თვეში 41 ლარიდან, დივნები 100 ლარიდან, ტელევიზორის კედლები 73 ლარიდან და ა.შ.

- და ბოლოს, რას ფიქრობთ, რას ეტყოდით საზოგადოებას, რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი?

- მე ვისურვებდი, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოინდომოს საკუთარი კომფორტის შექმნა, მსურს გამოვხატო უდიდესი პატივისცემა ჩვენი მოსახლეობისადმი, რომლებიც წლების განმავლობაში, ბაზარზე არსებული სიტუაციის გამო, თვლიდნენ, რომ ახალი, მაღალი ხარისხისა და ეკოლოგიურად სუფთა ავეჯი, ფუფუნება იყო, მაგრამ ვაძლევ თითოეულ მათგანს გარანტიას, რომ როგორც ვერონამ შეძლო და დაანგრია მითი იტალიური ავეჯის ხელმიუწვდომლობაზე, ისევე დავანგრევთ მითს კომფორტისა და ფუფუნების ურთიერთდამოკიდებულებაზე.

- დოგტასისა და კელებეკის მიზანი მხოლოდ ერთია, გახადოს თითოეული მოქალაქის ცხოვრება უფრო კომფორტული, სასიამოვნო და მაღალი ხარისხის - მინიმალური დანახარჯით. ამისთვის კი უბრალოდ უნდა მოვიდნენ ჩვენს სალონში და ჩვენ ყველა ერთად, ვიზრუნებთ მათი ყოველდღიურობის გალამაზებაზე.

იხილეთ ფოტოგალერეა

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი