რას ამბობს დალაი-ლამა დონალდ ტრამპის შესახებ

რას ამბობს დალაი-ლამა დონალდ ტრამპის შესახებ

ტიბეტელი ხალხის პოლიტიკურმა და ტიბეტური ბუდიზმის მიმდევრების სულიერმა ლიდერმა დალაი-ლამამ განაცხადა, რომ ის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტით დონალდ ტრამპით "შეშფოთებული არ არის", - იუწყება CNN.

მონღოლეთში ოთხდღიანი ვიზიტის ბოლო დღეს პრესკონფერენციისას დალაი-ლამამ განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრას.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ არის შეშფოთებული ტრამპის ხისტი რიტორიკით, რომელსაც ის წინასაარჩევნო კამპანიისას იყენებდა.

"ზოგჯერ არჩევნების დროს კანდიდატს უფრო მეტი თავისუფლება აქვს აზრის გამოსახატად, მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში მოდიხარ, ყველა პრეზიდენტს უწევს რეალობასთან მუშაობა", - განაცხადა დალაი-ლამამ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"