თაღლითობის ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი დააკავეს

თაღლითობის ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი სიყალბის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება/გასაღების, ასევე თაღლითობის ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი - ვეტერინარი დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, რომლის ფარგლებშიც მას ევალებოდა სააგენტოს მიერ დაკვეთილი სამუშაოს - პირუტყვის იდენტიფიკაცია/ვაქცინაცია, ასევე ხორცის ჯანმრთელობის (ვარგისობის) ნიშანდება და ბეჭდით დამოწმება, გარკვეული თანხის სანაცვლოდ და შემდგომი გრძელვადიანი თანამშრომლობისა და ფინანსური გამორჩენის მიზნით, მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი თითქოსდა ხორცს ჩაუტარა ლაბორატორიული შემოწმება, ხოლო შეუმოწმებელ პირუტყვის ხორცზე, თითქოსდა პროდუქცია აკმაყოფილებდა დაწესებულ სტანდარტს, დაიტანა ვარგისიანობის ნიშანდება.

"გარდა ამისა, მატერიალური გამორჩენის მოტივით ბრალდებულმა არ განახორციელა პირუტყვის ვაქცინაცია ე.წ. "თურქულზე", რომელიც ხორციელდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაამზადა ყალბი დოკუმენტი ვაქცინაციის ჩატარების თაობაზე ფორმა N1ბ, თითქოსდა პირუტყვი იყო აცრილი.

ბრალდებული დაკავებულია მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე, 210 - ე და 180-ე მუხლით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ