ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 21 ადამიანს გადასცა თავისუფლების საპრეზიდენტო ორდენები, რაც ქვეყნის უმაღლესი ჯილდოა. დაჯილდოვების ცერემონია თეთრ სახლში 22 ნოემბერს გაიმართა. ჯილდო გადაეცათ მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო "ამერიკის ნაციონალური ინტერესების უსაფრთხოებაში, მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლაში ან კულტურული თუ სხვა, კერძო თუ საჯარო სიკეთის გავრცელებაში".
პრეზიდენტმა ობამამ პირადად შეარჩია ის ადამიანები, ვისაც მედალი გადასცა.
"მეცნიერები, ფილანტროპები, საჯარო პირები თუ აქტივისტები, ათლეტები და არტისტები - ამ 21-მა ადამიანმა ამერიკა წინ წასწია და მილიონობით ადამიანი შთააგონა მსოფლიოს მასშტაბით", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ბრიუს სპრინგსტინისთვის მედალის გადაცემისას ობამამ აღნიშნა - "მართალია, მე პრეზიდენტი ვარ, მაგრამ ის ბოსია".
მომზადებულია rollingstone.com-ს მიხედვით