სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კახეთის გამგეობებში 2015-2016 წლებში 3 მილიონამდე პრემია-დანამატები გაიცა
კახეთის გამგეობებში 2015-2016 წლებში 3 მილიონამდე პრემია-დანამატები გაიცა

2015-2016 წლებ­ში კა­ხე­თის გამ­გე­ო­ბებ­ში პრე­მია-და­ნა­მა­ტე­ბის სა­ხით 3 მი­ლი­ო­ნამ­დე ლარი გა­ი­ცა. კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად გა­მო­ირ­კვა, რომ ყვე­ლა­ზე მეტ პრე­მია-და­ნა­მა­ტებს თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ქა­ლაქ თე­ლა­ვის მე­რი­ა­სა და ახ­მე­ტის გამ­გე­ო­ბა­ში იღე­ბენ.

სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბის ქსელ­მა 1-ელ სექ­ტემ­ბერს კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში შე­მა­ვა­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი­დან გა­მო­ი­თხო­ვა სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია გამ­გე­ო­ბე­ბის (მე­რი­ის) ცალ­კე­ულ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე და სხვა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­ზე 2015 წლის 1 იან­ვრის შემ­დეგ გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბის და და­ნა­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ.

მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, პრე­მია ფუ­ლად წა­ხა­ლი­სე­ბას გუ­ლის­ხმობს და მხო­ლოდ კა­ნო­ნით ზუს­ტად გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ფუძ­ვლე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ცეს (სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბა­თა სა­ნი­მუ­შო შეს­რუ­ლე­ბა; ხან­გრძლი­ვი და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი სამ­სა­ხუ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლის ან მნიშ­ვნე­ლო­ბის და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა), ხოლო და­ნა­მა­ტი მო­ი­ცავს არა­სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში, სა­დღე­სას­წა­უ­ლო და დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რი მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნილ და­მა­ტე­ბით სა­ზღა­ურს.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის გამ­გე­ო­ბე­ბი­დან (მე­რი­ი­დან) ინ­ფორ­მა­ცია მო­თხოვ­ნილ იქნა შემ­დეგ სა­კი­თხებ­ზე:

1) 2015 წლის 1 იან­ვრი­დან დღემ­დე რა ოდე­ნო­ბის თან­ხა იქნა გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ის და და­ნა­მა­ტის სა­ხით მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე; გთხოვთ თი­თო­ე­ულ შემ­თხვე­ვა­ში პერ­სო­ნა­ლუ­რად მი­უ­თი­თოთ: თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის ვი­ნა­ო­ბა და და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­სა­ხე­ლე­ბა; პრე­მი­ის (და­ნა­მა­ტის) ოდე­ნო­ბა და გა­ცე­მის თა­რი­ღი; პრე­მი­ის (და­ნა­მა­ტის) გა­ცე­მის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი;

2) 2015 წლის 1 იან­ვრი­დან დღემ­დე რა ოდე­ნო­ბის თან­ხა იქნა გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ის და და­ნა­მა­ტის სა­ხით მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის სხვა სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­ზე; გთხოვთ, მი­უ­თი­თოთ გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ი­სა და და­ნა­მა­ტის ჯა­მუ­რი ოდე­ნო­ბა (ცალ-ცალ­კე) გამ­გე­ო­ბის/მე­რი­ის ცალ­კე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით, პრე­მი­ის და და­ნა­მა­ტის გა­ცე­მის თა­რი­ღი; პრე­მი­ის (და­ნა­მა­ტის) გა­ცე­მის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი.

ინ­ფორ­მა­ცია კა­ნო­ნით დად­გე­ნილ მაქ­სი­მა­ლურ, 10-დღი­ან ვა­და­ში მოგ­ვა­წო­დეს გურ­ჯა­ა­ნის, თე­ლა­ვის, ლა­გო­დე­ხის, სა­გა­რე­ჯოს, სიღ­ნა­ღი­სა და ყვარ­ლის გამ­გე­ო­ბებ­მა.

გან­ცხა­დე­ბის კი­თხვა­რის შე­სა­ბა­მი­სად ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღეთ მხო­ლოდ გურ­ჯა­ა­ნი­სა და სა­გა­რე­ჯოს გამ­გე­ო­ბე­ბი­დან. და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­ზე გა­ცე­მუ­ლი პრე­მია-და­ნა­მა­ტე­ბის ოდე­ნო­ბა მი­თი­თე­ბუ­ლია მხო­ლოდ ჯა­მუ­რი თან­ხით. ამას­თან, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ნა­წილ­მა ცალ-ცალ­კე არ მი­უ­თი­თა გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბი­სა და და­ნა­მა­ტე­ბის ოდე­ნო­ბა, ასე­ვე მათი გა­ცე­მის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი (ახ­მე­ტის გამ­გე­ო­ბა, ქა­ლაქ თე­ლა­ვის მე­რია). გარ­და ამი­სა, ქა­ლაქ თე­ლა­ვის მე­რი­ამ წე­რი­ლო­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში პერ­სო­ნა­ლუ­რად არ ასა­ხა კონ­კრე­ტუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი­სა და ცალ­კე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბის მო­ხე­ლე­თა მიერ მი­ღე­ბუ­ლი თან­ხის ჯა­მუ­რი ოდე­ნო­ბე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ჩივ­რის წარ­დგე­ნის შემ­დეგ გას­ცა ახ­მე­ტის გამ­გე­ო­ბამ. პა­სუ­ხი ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან მი­ვი­ღეთ 2016 წლის 11 ნო­ემ­ბერს. თუმ­ცა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ გამ­გე­ო­ბი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 14 სექ­ტემ­ბრით და რე­გის­ტრა­ცი­ა­შიც იმა­ვე დღეს არის გა­ტა­რე­ბუ­ლი.

პრე­მი­ე­ბი­სა და და­ნა­მა­ტე­ბის ჯა­მუ­რი ოდე­ნო­ბა 2015-2016 წლებ­ში

კა­ხე­თის რე­გი­ო­ნის ცალ­კე­უ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში (გამ­გე­ო­ბა/მე­რია) 2015 წლის 1 იან­ვრის შემ­დეგ გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბი­სა და და­ნა­მა­ტე­ბის ჯა­მუ­რი ოდე­ნო­ბა ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

თე­ლა­ვის (თემი) გამ­გე­ო­ბა - 624 707 ლარი;

გურ­ჯა­ა­ნის გამ­გე­ო­ბა - 368 937 ლარი;

სიღ­ნა­ღის გამ­გე­ო­ბა - 344 204 ლარი;

ყვარ­ლის გამ­გე­ო­ბა - 342 150 ლარი;

ქ. თე­ლა­ვის მე­რია - 329 400 ლარი;

ახ­მე­ტის გამ­გე­ო­ბა - 297 690 ლარი;

სა­გა­რე­ჯოს გამ­გე­ო­ბა - 297 330 ლარი;

დე­დოფ­ლის­წყა­როს გამ­გე­ო­ბა - 280 413 ლარი;

ლა­გო­დე­ხის გამ­გე­ო­ბა - 267 510 ლარი.

სა­ერ­თო ჯამ­ში კა­ხე­თის რე­გი­ო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის გამ­გე­ო­ბებ­სა და ქა­ლაქ თე­ლა­ვის მე­რი­ა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­სა და სხვა მო­ხე­ლე­ებ­ზე 2015 წლის 1 იან­ვრის შემ­დეგ პრე­მია-და­ნა­მა­ტე­ბის სა­ხით გა­ცე­მუ­ლია 2 822 941 ლარი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კახეთის გამგეობებში 2015-2016 წლებში 3 მილიონამდე პრემია-დანამატები გაიცა

კახეთის გამგეობებში 2015-2016 წლებში 3 მილიონამდე პრემია-დანამატები გაიცა

2015-2016 წლებში კახეთის გამგეობებში პრემია-დანამატების სახით 3 მილიონამდე ლარი გაიცა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მოკვლევის შედეგად გამოირკვა, რომ ყველაზე მეტ პრემია-დანამატებს თანამდებობის პირები ქალაქ თელავის მერიასა და ახმეტის გამგეობაში იღებენ.

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა 1-ელ სექტემბერს კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია გამგეობების (მერიის) ცალკეულ თანამდებობის პირებზე და სხვა საჯარო მოხელეებზე 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ გაცემული პრემიების და დანამატების შესახებ.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პრემია ფულად წახალისებას გულისხმობს და მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შეიძლება გაიცეს (სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულება; ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახური, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულება), ხოლო დანამატი მოიცავს არასამუშაო საათებში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში ზეგანაკვეთური მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს.

მუნიციპალიტეტების გამგეობებიდან (მერიიდან) ინფორმაცია მოთხოვნილ იქნა შემდეგ საკითხებზე:

1) 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე რა ოდენობის თანხა იქნა გაცემული პრემიის და დანამატის სახით მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებზე; გთხოვთ თითოეულ შემთხვევაში პერსონალურად მიუთითოთ: თანამდებობის პირის ვინაობა და დაკავებული თანამდებობის დასახელება; პრემიის (დანამატის) ოდენობა და გაცემის თარიღი; პრემიის (დანამატის) გაცემის სამართლებრივი საფუძველი;

2) 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე რა ოდენობის თანხა იქნა გაცემული პრემიის და დანამატის სახით მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეებზე; გთხოვთ, მიუთითოთ გაცემული პრემიისა და დანამატის ჯამური ოდენობა (ცალ-ცალკე) გამგეობის/მერიის ცალკეული სამსახურების მიხედვით, პრემიის და დანამატის გაცემის თარიღი; პრემიის (დანამატის) გაცემის სამართლებრივი საფუძველი.

ინფორმაცია კანონით დადგენილ მაქსიმალურ, 10-დღიან ვადაში მოგვაწოდეს გურჯაანის, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის გამგეობებმა.

განცხადების კითხვარის შესაბამისად ზუსტი ინფორმაცია მივიღეთ მხოლოდ გურჯაანისა და საგარეჯოს გამგეობებიდან. დანარჩენ შემთხვევაში საჯარო მოხელეებზე გაცემული პრემია-დანამატების ოდენობა მითითებულია მხოლოდ ჯამური თანხით. ამასთან, მუნიციპალიტეტების ნაწილმა ცალ-ცალკე არ მიუთითა გაცემული პრემიებისა და დანამატების ოდენობა, ასევე მათი გაცემის სამართლებრივი საფუძვლები (ახმეტის გამგეობა, ქალაქ თელავის მერია). გარდა ამისა, ქალაქ თელავის მერიამ წერილობით ინფორმაციაში პერსონალურად არ ასახა კონკრეტული თანამდებობის პირებისა და ცალკეული სამსახურების მოხელეთა მიერ მიღებული თანხის ჯამური ოდენობები.

აღსანიშნავია, რომ საჯარო ინფორმაცია მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ გასცა ახმეტის გამგეობამ. პასუხი ამ დაწესებულებიდან მივიღეთ 2016 წლის 11 ნოემბერს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გამგეობიდან გამოგზავნილი წერილი დათარიღებულია 14 სექტემბრით და რეგისტრაციაშიც იმავე დღეს არის გატარებული.

პრემიებისა და დანამატების ჯამური ოდენობა 2015-2016 წლებში

კახეთის რეგიონის ცალკეული მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ დაწესებულებებში (გამგეობა/მერია) 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ გაცემული პრემიებისა და დანამატების ჯამური ოდენობა ასე გამოიყურება:

თელავის (თემი) გამგეობა - 624 707 ლარი;

გურჯაანის გამგეობა - 368 937 ლარი;

სიღნაღის გამგეობა - 344 204 ლარი;

ყვარლის გამგეობა - 342 150 ლარი;

ქ. თელავის მერია - 329 400 ლარი;

ახმეტის გამგეობა - 297 690 ლარი;

საგარეჯოს გამგეობა - 297 330 ლარი;

დედოფლისწყაროს გამგეობა - 280 413 ლარი;

ლაგოდეხის გამგეობა - 267 510 ლარი.

საერთო ჯამში კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგეობებსა და ქალაქ თელავის მერიაში თანამდებობის პირებსა და სხვა მოხელეებზე 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ პრემია-დანამატების სახით გაცემულია 2 822 941 ლარი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა