მარად ახალგაზრდა და სიმპათიური, მანდილოსნების გულთამპყრობელი მსახიობი, გივი სიხარულიძე თავის მამაკაცურ შეხედულებებზე გვესაუბრა. მისი აზრით, საქართველოში ყველაზე სექსუალური ქალი შორენა ბეგაშვილია. "პოლიტიკოს ქალებს ვერ ვიტან",- განაცხადა მსახიობმა ჩვენთან საუბრის დროს.
- როგორი აღნაგობის ქალები მოგწონთ?
- მომწონს მაღალფეხებიანი, ლამაზი, ხორციანი, გამხდარი ქალები არ მიყვარს. ქალი შეიძლება არ იყოს მაღალი, მაგრამ კარგი ფორმები ჰქონდეს.
- რა იქცევს თქვენს ყურადღებას, პირველ რიგში, როდესაც ქალს ხედავთ?
- სინაზე და ქალურობა.
- როგორ ფიქრობთ, მამაკაცმა უნდა გაანებივროს ქალი?
- რა თქმა უნდა, უნდა გაანებივროს. თუ კაცს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქალს პატივი სცეს საჩუქრებითა და სიურპრიზებით, აუცილებლად უნდა გააკეთოს ეს, მაგრამ, თუ ამის შესაძლებლობა არ აქვს, სხვა გზით უნდა დაანახოს მანდილოსანს თავისი სიყვარული.
- ქალის სხეულის რომელი ნაწილი მიგაჩნიათ ყველაზე მიმზიდველად?
- ვერ გამოვყოფ. ქალი მთლიანობაში უნდა მოგწონდეს და არა მისი სხეულის ცალკეული ნაწილები.
- ქერა ქალები უფრო მოგწონთ, თუ შავგვრემანი?
- მე შავგვრემან ქალებს ვანიჭებ უპირატესობას.
- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქალი?
- უნდა იყოს ქალური, კეთილი, ვნებიანი, უნდა უყვარდეს მთელი სამყარო. ვერ ვიტან, როცა ქალი თამაშობს. მანდილოსანი უნდა იყოს ნაზი და ნაღდი... განაგრძეთ კითხვა