დღეს დილით ქუთაისში, პურის საცხობში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიასთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, საცხობში, სადაც მამაკაცი მუშაობდა, გაზმა გაჟონა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. გარდაცვლილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.