სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Wall Street Journal - დონალდ ტრამპი დევიდ პეტრეუსის კანდიდატურას აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილავს
Wall Street Journal - დონალდ ტრამპი დევიდ პეტრეუსის კანდიდატურას აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილავს

აშშ-ის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი გა­დამ­დგა­რი გე­ნე­რა­ლის დე­ვიდ პეტ­რე­უ­სის კან­დი­და­ტუ­რას აშშ-ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე გა­ნი­ხი­ლავს, - იუ­წყე­ბა Wall Street Journal დო­ნალდ ტრამ­პის გა­რე­მოც­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით.

2012 წელს აშშ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს დი­რექ­ტო­რი, დე­ვიდ პეტ­რე­უ­სი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე კავ­ში­რის გამო გა­დად­გა.

რო­გორც თა­ვის დროს ამე­რი­კუ­ლი მე­დია აღ­ნიშ­ნავ­და, პეტ­რე­უს­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით, არა­მედ მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც მისი ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე კავ­ში­რი გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი. მას შემ­დეგ რაც შე­ი­ტყვეს იმის შე­სა­ხებ, რომ პეტ­რე­უსს საყ­ვა­რე­ლი ჰყავ­და, მოხ­და მისი ელექტრო­ნუ­ლი მი­მო­წე­რის მო­ნი­ტო­რინ­გი. მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ელ­ფოს­ტა, მისი უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მოწ­მდე­ბო­და. ამის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტმა ობა­მამ გე­ნერ­ლის გა­და­ყე­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

Wall Street Journal-ის ინ­ფორ­მა­ცით, აშშ-ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე ასე­ვე გა­დამ­დგა­რი სა­ზღვაო ქვე­ი­თი გე­ნერ­ლის ჯე­იმს მე­ტი­სის, არ­მი­ის გა­დამ­დგა­რი გე­ნერ­ლის ჯეკ კი­ნის, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლის სტე­ფენ ჰედ­ლის და ყო­ფი­ლი სე­ნა­ტო­რის ჯიმ ტე­ლენ­ტის კან­დი­და­ტუ­რე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ­მი­ის გა­დამ­დგარ­მა გე­ნე­რალ­მა ჯეკ კინ­მა პა­რას­კევს ტვი­ტე­რის მეშ­ვე­ო­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ ის არ შე­უ­ერ­თდე­ბა აშშ-ის ახალ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

Wall Street Journal - დონალდ ტრამპი დევიდ პეტრეუსის კანდიდატურას აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილავს

Wall Street Journal - დონალდ ტრამპი დევიდ პეტრეუსის კანდიდატურას აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილავს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადამდგარი გენერალის დევიდ პეტრეუსის კანდიდატურას აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილავს, - იუწყება Wall Street Journal დონალდ ტრამპის გარემოცვაზე დაყრდნობით.

2012 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, დევიდ პეტრეუსი თანამდებობიდან ქორწინების გარეშე კავშირის გამო გადადგა.

როგორც თავის დროს ამერიკული მედია აღნიშნავდა, პეტრეუსმა ეს გადაწყვეტილება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ქორწინების გარეშე კავშირი გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის გახდა ცნობილი. მას შემდეგ რაც შეიტყვეს იმის შესახებ, რომ პეტრეუსს საყვარელი ჰყავდა, მოხდა მისი ელექტრონული მიმოწერის მონიტორინგი. მაღალჩინოსნის ელ­ფოსტა, მისი უსაფრთხოების მიზნით, რამდენიმე თვის განმავლობაში მოწმდებოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ გენერლის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

Wall Street Journal-ის ინფორმაცით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ასევე გადამდგარი საზღვაო ქვეითი გენერლის ჯეიმს მეტისის, არმიის გადამდგარი გენერლის ჯეკ კინის, ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველის სტეფენ ჰედლის და ყოფილი სენატორის ჯიმ ტელენტის კანდიდატურები განიხილება.

აღსანიშნავია, რომ არმიის გადამდგარმა გენერალმა ჯეკ კინმა პარასკევს ტვიტერის მეშვეობით განაცხადა, რომ ის არ შეუერთდება აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"