სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"თევზი = ომეგა 3 თქვენი ოჯახისთვის" - "სმარტი" ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის კამპანიას იწყებს
"თევზი = ომეგა 3 თქვენი ოჯახისთვის" - "სმარტი" ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის კამპანიას იწყებს

სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლი "სმარ­ტი" ჯან­სა­ღი ცხო­ვე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და მომ­ხმა­რებ­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით თევ­ზპ­რო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნია "მარ­შეს­თან" ერ­თად კამ­პა­ნი­ას იწყებს. გრძელ­ვა­დი­ა­ნი კამ­პა­ნია - "თევ­ზი = ომე­გა 3 თქვე­ნი ოჯა­ხის­თვის", 17 ნო­ემ­ბრი­დან 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში "მარ­შეს" მიერ წარ­მო­ე­ბულ თევ­ზის პრო­დუქ­ცი­ა­ზე 15%-იან ფას­დაკ­ლე­ბას სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს.

"ვი­სოლ ჯგუ­ფის" პრე­ზი­დენ­ტის, სოსო ფხა­კა­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია, ნა­ტუ­რა­ლუ­რი, ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. "ჯან­სა­ღი კვე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა "სმარ­ტის" სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ჩვენ ვპო­ზი­ცი­ო­ნირ­დე­ბით რო­გორც ყვე­ლა­ზე სო­ცი­ა­ლუ­რად პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი კომ­პა­ნია, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, მომ­ხმა­რე­ბელს შეს­თა­ვა­ზოს ხა­რის­ხი ყვე­ლა დე­ტალ­ში: ნა­ტუ­რა­ლუ­რი, ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბა "სმარ­ტის" მთა­ვარ ფა­სე­უ­ლო­ბას "ხა­რისხს" პა­სუ­ხობს. ამ ფა­სე­უ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად უკვე გან­ხორ­ცი­ელ­და სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტე­ბი.

კამ­პა­ნი­ით "თევ­ზი = ომე­გა 3 თქვე­ნი ოჯა­ხის­თვის" "სმარ­ტი" მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას თევ­ზის აქ­ტი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის­კენ, რად­გან ომე­გა 3 ადა­მი­ა­ნის ოგა­ნიზ­მის­თვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ბა­ზი­სო კომ­პო­ნენ­ტია. ცხი­მი­ა­ნი თევ­ზი მდი­და­რია ომე­გა 3-ის ტი­პის ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბით, რო­მე­ლიც ჯან­მრთელ­მა ადა­მი­ან­მა კვი­რა­ში მი­ნი­მუმ 2-ჯერ მა­ინც უნდა მი­ი­ღოს. იმის­თვის კი რომ ჩვე­ნი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი სრულ­ყო­ფი­ლი და ჯან­სა­ღი იყოს, სა­ჭი­როა ვი­ცო­დეთ სად შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნოთ უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის თევ­ზი და თევ­ზის პრო­დუქ­ტე­ბი. დარ­გის ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი კამ­პა­ნი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით კი­დევ ერთხელ გვსურს ერ­თგვა­რი გზამ­კვლე­ვი შევ­ქმნათ, რო­მე­ლიც და­ა­ფიქ­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჯან­სა­ღი კვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და სოსო ფხა­კა­ძემ.

"მარ­შეს" წარ­მო­ე­ბის დი­რექ­ტო­რის, სი­ნი­სა ლუ­ბი­ჩი­ჩის თქმით, "მარ­შე" ჯან­საღ პრო­დუქტს სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს და მყიდ­ვე­ლებს მათი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა უკვე "სმარ­ტშიც" შე­უძ­ლი­ათ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ეს კამ­პა­ნია 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა, თუმ­ცა "სმარ­ტი" მო­მა­ვალ­შიც გეგ­მავს მსგავს პრო­ექ­ტებს.

"სმარ­ტი" გა­მორ­ჩე­უ­ლია ბა­ზარ­ზე უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი­თა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბით. "ვი­სოლ ჯგუფ­მა" "სმარ­ტის" ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბა 2010 წელს და­ი­წყო და დღეს­დღე­ო­ბით 16 სუ­პერ­მარ­კე­ტით წარ­მა­ტე­ბით ოპე­რი­რებს ბა­ზარ­ზე.

"მარ­შე" ქარ­თუ­ლი სა­წარ­მოა, სა­დაც ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლად იწარ­მო­ე­ბა 300-მდე სა­ხე­ო­ბის პრო­დუქ­ტი.

"მარ­შეს" მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი თევ­ზპ­რო­დუქ­ტე­ბი უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის პა­რა­მეტ­რებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. კომ­პა­ნი­ას ნედ­ლე­უ­ლი ნორ­ვე­გი­ი­დან და ის­ლა­ინ­დი­ი­დან შე­მო­აქვს. წარ­მო­ე­ბის პრო­ცე­სი კი ყვე­ლა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ი­სა და უვ­ნებ­ლო­ბის პა­რა­მეტ­რე­ბის დაც­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. კომ­პა­ნი­ა­ში და­ნერ­გი­ლია მიკ­ვლე­ვა­დო­ბის სის­ტე­მა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ნე­ბის­მი­ე­რი ხარ­ვე­ზი დრო­უ­ლად იყოს აღ­მო­ჩე­ნი­ლი და გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი. სწო­რედ "მარ­შეს" მიერ წარ­მო­ე­ბულ თევ­ზის პრო­დუქ­ტებს სთა­ვა­ზობს "სმარ­ტი" თა­ვის მომ­ხმა­რებ­ლებს.

მეგი ნარ­სა­ვი­ძე

AMBEBI.GE

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"თევზი = ომეგა 3 თქვენი ოჯახისთვის" - "სმარტი" ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის კამპანიას იწყებს

"თევზი = ომეგა 3 თქვენი ოჯახისთვის" - "სმარტი" ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის კამპანიას იწყებს

სუპერმარკეტების ქსელი "სმარტი" ჯანსაღი ცხოვების პოპულარიზაციისა და მომხმარებლის ცნობიერების ამაღლების მიზნით თევზპროდუქტების მწარმოებელ კომპანია "მარშესთან" ერთად კამპანიას იწყებს. გრძელვადიანი კამპანია - "თევზი = ომეგა 3 თქვენი ოჯახისთვის", 17 ნოემბრიდან 1 კვირის განმავლობაში "მარშეს" მიერ წარმოებულ თევზის პროდუქციაზე 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს.

"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის თქმით, აღნიშნული კამპანიის მიზანია, ნატურალური, ჯანსაღი პროდუქტების პოპულარიზაცია. "ჯანსაღი კვების სტიმულირება "სმარტის" სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვპოზიციონირდებით როგორც ყველაზე სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, რომლის მთავარი მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხი ყველა დეტალში: ნატურალური, ჯანსაღი პროდუქტების პოპულარიზება "სმარტის" მთავარ ფასეულობას "ხარისხს" პასუხობს. ამ ფასეულობის შესაბამისად უკვე განხორციელდა სხვადასხვა პროექტები.

კამპანიით "თევზი = ომეგა 3 თქვენი ოჯახისთვის" "სმარტი" მოუწოდებს საზოგადოებას თევზის აქტიური მოხმარებისკენ, რადგან ომეგა 3 ადამიანის ოგანიზმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბაზისო კომპონენტია. ცხიმიანი თევზი მდიდარია ომეგა 3-ის ტიპის ცხიმოვანი მჟავებით, რომელიც ჯანმრთელმა ადამიანმა კვირაში მინიმუმ 2-ჯერ მაინც უნდა მიიღოს. იმისთვის კი რომ ჩვენი კვების რაციონი სრულყოფილი და ჯანსაღი იყოს, საჭიროა ვიცოდეთ სად შეიძლება შევიძინოთ უმაღლესი ხარისხის თევზი და თევზის პროდუქტები. დარგის ექსპერტებთან ერთად შემუშავებული მომხმარებლის ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების საშუალებით კიდევ ერთხელ გვსურს ერთგვარი გზამკვლევი შევქმნათ, რომელიც დააფიქრებს საზოგადოებას ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

"მარშეს" წარმოების დირექტორის, სინისა ლუბიჩიჩის თქმით, "მარშე" ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს და მყიდველებს მათი პროდუქციის შეძენა უკვე "სმარტშიც" შეუძლიათ.

მისივე განცხადებით, ეს კამპანია 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა "სმარტი" მომავალშიც გეგმავს მსგავს პროექტებს.

"სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. "ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო და დღესდღეობით 16 სუპერმარკეტით წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.

"მარშე" ქართული საწარმოა, სადაც ცენტრალიზებულად იწარმოება 300-მდე სახეობის პროდუქტი.

"მარშეს" მიერ წარმოებული თევზპროდუქტები უმაღლესი ხარისხის პარამეტრებს აკმაყოფილებს. კომპანიას ნედლეული ნორვეგიიდან და ისლაინდიიდან შემოაქვს. წარმოების პროცესი კი ყველა თანამედროვე ტექნოლოგიისა და უვნებლობის პარამეტრების დაცვით ხორციელდება. კომპანიაში დანერგილია მიკვლევადობის სისტემა, რაც საშუალებას იძლევა ნებისმიერი ხარვეზი დროულად იყოს აღმოჩენილი და გამოსწორებული. სწორედ "მარშეს" მიერ წარმოებულ თევზის პროდუქტებს სთავაზობს "სმარტი" თავის მომხმარებლებს.

მეგი ნარსავიძე

AMBEBI.GE

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი