სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქორწინო კონტრაქტები საქართველოში - რაზე თანხმდებიან წყვილები და რამდენი ხელშეკრულებაა გაფორმებული
საქორწინო კონტრაქტები საქართველოში - რაზე თანხმდებიან წყვილები და რამდენი ხელშეკრულებაა გაფორმებული

ბოლო 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში 177 სა­ქორ­წი­ნო კონ­ტრაქ­ტი გა­ფორმ­და. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, თან­და­თან სულ უფრო და უფრო იზ­რდე­ბა კონ­ტრაქ­ტე­ბის მი­მართ ქარ­თვე­ლი წყვი­ლე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბაც. თუმ­ცა, ნო­ტა­რი­უს­თა პა­ლა­ტის ცნო­ბით, სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს ძი­რი­თა­დად შე­რე­უ­ლი წყვი­ლე­ბი აფორ­მე­ბენ, რო­მელ­თა­გან ერთ-ერთი მე­უღ­ლე უცხო­ე­ლია.

რო­გორც პა­ლა­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნანა ქა­და­გიშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა იმ ქარ­თველ წყვილ­თა რი­ცხვიც, რომ­ლე­ბიც სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას აფორ­მე­ბენ, თუმ­ცა ცალ­კე სტა­ტის­ტი­კა თუ რამ­დე­ნი შე­რე­უ­ლი და რამ­დე­ნი ქარ­თვე­ლი წყვი­ლი დებს ქორ­წი­ნე­ბი­სას კონ­ტრაქტს, არ არ­სე­ბობს.

"ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას უმე­ტე­სად შუ­ახ­ნის ასა­კის, 30-40 წლის ზე­მოთ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი აფორ­მე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა პი­რო­ბებს, ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, კონ­ტრაქ­ტში მხო­ლოდ ქო­ნე­ბას­თან და მის გა­ნა­წი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი იწე­რე­ბა, ამი­ტომ ნაკ­ლე­ბად აი­სა­ხე­ბა პი­რა­დი სა­ხის ისე­თი სა­კი­თხე­ბი რო­გო­რი­ცაა - ვინ უნდა და­ა­ლა­გოს სახ­ლი, ბავ­შვს ვინ მო­უ­ა­როს, ვინ უნდა მო­ამ­ზა­დოს საჭ­მე­ლი და ა.შ.," - ამ­ბობს ქა­და­გიშ­ვი­ლი.

სტა­ტის­ტი­კას რაც შე­ე­ხე­ბა, 2010 წელს 7 სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­ი­დო, 2011 წელს - 13; 2012 წელს - 21 კონ­ტრაქ­ტი გა­ფორმ­და; 2013 წელს სულ 32 წყვილ­მა გა­ა­ფორ­მა სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, 2014-ში - 38-მა წყვილ­მა, 2015 წელს 33 კონ­ტრაქ­ტი გა­ფორმ­და, 2016 წელს კი დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ასე­ვე 33 კონ­ტრაქ­ტია გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

სა­ქორ­წი­ნო კონ­ტრაქ­ტე­ბის მი­მართ და­ინ­ტე­რე­სე­ბის გაზ­რდა­ზე სა­უბ­რობს ად­ვო­კა­ტი კოტე გე­ლაშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ადრე ამ სა­კი­თხი­სად­მი სკეპ­ტი­კუ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი, თუმ­ცა თან­და­თან სა­ქორ­წი­ნო კონ­ტრაქ­ტე­ბის მი­მართ და­ინ­ტე­რე­სე­ბა იზ­რდე­ბა.

"ძი­რი­თა­დად ის ადა­მი­ა­ნე­ბი დე­ბენ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მელ­თაც ქო­ნე­ბა აქვთ დაგ­რო­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ასა­კობ­რივ ზღვარს, ინ­ტე­რე­სი და­ბა­ლი ასა­კის, და­ახ­ლო­ე­ბით 20-25 წლის ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­და­ნაც არის. და­ზუს­ტე­ბით იმის თქმა, თუ წყვი­ლი­დან რო­მე­ლია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი, რთუ­ლია, რად­გან უკვე შე­თან­ხმე­ბუ­ლი და გა­დაწ­ვე­ტი­ლი აქვთ, როცა კონ­ტრაქ­ტის გა­სა­ფორ­მებ­ლად მო­დი­ან, მაგ­რამ უმე­ტეს­წი­ლად ინი­ცი­ა­ტი­ვას მა­ინც ქა­ლე­ბი იჩე­ნენ" - აღ­ნიშ­ნავს გე­ლაშ­ვი­ლი.

ად­ვო­კა­ტი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა პრაქ­ტი­კა­ში არ აქვს.

სა­ქორ­წი­ნო კონ­ტრაქ­ტის ცნე­ბა ქარ­თულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში 1997 წელს გაჩ­ნდა, როცა ახა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სი ამოქ­მედ­და. თუმ­ცა, რო­გორც იუ­რის­ტი კოტე გე­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­უ­ცხო­ე­ბუ­ლი იყო ამ სა­კი­თხის მი­მართ.

ნო­ტა­რი­უს­თა პა­ლა­ტა­ში ვერ აკონ­კრე­ტე­ბენ, თუ რო­დის გა­ფორმ­და პირ­ვე­ლი სა­ქორ­წი­ლო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუმ­ცა, პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი წყვი­ლი, ვინც სა­ქორ­წი­ლო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა - გივი ყი­რი­მე­ლი და მა­რი­ამ გინ­ტუ­რი იყ­ვნენ, რომ­ლებ­მაც 2013 წელს იქორ­წი­ნეს. მა­რი­ამ გინ­ტუ­რი იუ­რის­ტია, ხოლო გივი ყი­რი­მე­ლი ნო­ტა­რი­უს­თა პა­ლა­ტა­ში მუ­შა­ობს. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს და ერ­თად ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რო­ბენ.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი წყვილი, რო­მელ­მაც სა­ქორ­წი­ნო კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა

თაია არ­დო­ტე­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საქორწინო კონტრაქტები საქართველოში - რაზე თანხმდებიან წყვილები და რამდენი ხელშეკრულებაა გაფორმებული

საქორწინო კონტრაქტები საქართველოში - რაზე თანხმდებიან წყვილები და რამდენი ხელშეკრულებაა გაფორმებული

ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში 177 საქორწინო კონტრაქტი გაფორმდა. სპეციალისტების შეფასებით, თანდათან სულ უფრო და უფრო იზრდება კონტრაქტების მიმართ ქართველი წყვილების დაინტერესებაც. თუმცა, ნოტარიუსთა პალატის ცნობით, საქორწინო ხელშეკრულებებს ძირითადად შერეული წყვილები აფორმებენ, რომელთაგან ერთ-ერთი მეუღლე უცხოელია.

როგორც პალატის წარმომადგენელმა ნანა ქადაგიშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, ყოველწლიურად იზრდება იმ ქართველ წყვილთა რიცხვიც, რომლებიც საქორწინო ხელშეკრულებას აფორმებენ, თუმცა ცალკე სტატისტიკა თუ რამდენი შერეული და რამდენი ქართველი წყვილი დებს ქორწინებისას კონტრაქტს, არ არსებობს.

"ხელშეკრულებას უმეტესად შუახნის ასაკის, 30-40 წლის ზემოთ მყოფი ადამიანები აფორმებენ. რაც შეეხება პირობებს, ქართული კანონმდებლობის თანახმად, კონტრაქტში მხოლოდ ქონებასთან და მის განაწილებასთან დაკავშირებული პირობები იწერება, ამიტომ ნაკლებად აისახება პირადი სახის ისეთი საკითხები როგორიცაა - ვინ უნდა დაალაგოს სახლი, ბავშვს ვინ მოუაროს, ვინ უნდა მოამზადოს საჭმელი და ა.შ.," - ამბობს ქადაგიშვილი.

სტატისტიკას რაც შეეხება, 2010 წელს 7 საქორწინო ხელშეკრულება დაიდო, 2011 წელს - 13; 2012 წელს - 21 კონტრაქტი გაფორმდა; 2013 წელს სულ 32 წყვილმა გააფორმა საქორწინო ხელშეკრულება, 2014-ში - 38-მა წყვილმა, 2015 წელს 33 კონტრაქტი გაფორმდა, 2016 წელს კი დღეის მდგომარეობით, ასევე 33 კონტრაქტია გაფორმებული.

საქორწინო კონტრაქტების მიმართ დაინტერესების გაზრდაზე საუბრობს ადვოკატი კოტე გელაშვილიც, რომელიც AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საზოგადოება ადრე ამ საკითხისადმი სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუმცა თანდათან საქორწინო კონტრაქტების მიმართ დაინტერესება იზრდება.

"ძირითადად ის ადამიანები დებენ ხელშეკრულებას, რომელთაც ქონება აქვთ დაგროვილი. რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს, ინტერესი დაბალი ასაკის, დაახლოებით 20-25 წლის ადამიანების მხრიდანაც არის. დაზუსტებით იმის თქმა, თუ წყვილიდან რომელია ხელშეკრულების გაფორმების ინიციატორი, რთულია, რადგან უკვე შეთანხმებული და გადაწვეტილი აქვთ, როცა კონტრაქტის გასაფორმებლად მოდიან, მაგრამ უმეტესწილად ინიციატივას მაინც ქალები იჩენენ" - აღნიშნავს გელაშვილი.

ადვოკატი AMBEBI.GE-სთან საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ საქორწინო ხელშეკრულებით დაქორწინებული წყვილის განქორწინების შემთხვევა პრაქტიკაში არ აქვს.

საქორწინო კონტრაქტის ცნება ქართულ კანონმდებლობაში 1997 წელს გაჩნდა, როცა ახალი სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა. თუმცა, როგორც იურისტი კოტე გელაშვილი ამბობს, დაახლოებით 10 წლის განმავლობაში საზოგადოება გაუცხოებული იყო ამ საკითხის მიმართ.

ნოტარიუსთა პალატაში ვერ აკონკრეტებენ, თუ როდის გაფორმდა პირველი საქორწილო ხელშეკრულება საქართველოში. თუმცა, პირველი ქართველი წყვილი, ვინც საქორწილო ხელშეკრულება გააფორმა - გივი ყირიმელი და მარიამ გინტური იყვნენ, რომლებმაც 2013 წელს იქორწინეს. მარიამ გინტური იურისტია, ხოლო გივი ყირიმელი ნოტარიუსთა პალატაში მუშაობს. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს და ერთად ბედნიერად ცხოვრობენ.

ასევე წაიკითხეთ: პირველი ქართველი წყვილი, რომელმაც საქორწინო კონტრაქტი გააფორმა

თაია არდოტელი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი