დოლარში სესხის გაცემა აიკრძალება?!

დოლარში სესხის გაცემა აიკრძალება?!

მთავრობის მიერ ლარის დევალვაციის შესაჩერებლად გაკეთებულმა განცხადებამ ექსპერტებს თავგზა აუბნია. ისინი ეჭვობენ, რომ შესაძლოა, დოლარში სესხების გაცემა აიკრძალოს ან უკიდურესად შეიზღუდოს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტები მთავრობას აკრიტიკებენ, ხოლო ბანკების ასოციაციას და საქართველოს ეროვნულ ბანკს ახლა ის დრო უდგათ, როცა ლაპარაკს დუმილს ამჯობინებენ.

ბანკების ასოციაციაში ამბობენ, რომ საკუთარი მოსაზრების დასაფიქსირებლად, მინიმუმ, 2-3 დღე დასჭირდებათ. რაც შეეხება სებ-ს, გვენეტაძის უწყებაში ამბობენ, რომ დედოლარიზაცია მთავრობის პოზიციაა და ამასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ფაქტია, რომ ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნული ბანკის მიერ აქამდე განხორციელებულმა ღონისძიებამ შედეგი ვერ გამოიღო. როგორც ჩანს, ახლა საქმე რადიკალური ზომების გამოყენებამდე მივიდა. დიდი ალბათობით, ეს იქნება ის უკიდურესი ნაბიჯი, რომელიც დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით გადაიდგმება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის ეფექტის შერბილების მიზნით, უახლოეს მომავალში დაწესდება გარკვეული საბაზრო რეგულაციები, რომლებიც დედოლარიზაციას, ანუ სესხებსა და დეპოზიტებში უცხოური ვალუტის წილის შემცირებას ისახავს მიზნად.

საბანკო რეგულაციის გარდა, მთავრობა ლარის გასამყარებლად მომავალი წლისთვის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასაც გეგმავს:

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი