სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

წინა წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით, ოქ­ტომ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სუ­ლი ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის მო­ცუ­ლო­ბა 14.0 %-ით გა­ი­ზარ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, 2016 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სუ­ლი ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის ნა­კა­დე­ბის მო­ცუ­ლო­ბამ 102.5 მლნ აშშ დო­ლა­რი, ანუ 241.9 მლნ ლარი შე­ად­გი­ნა, რაც 14.0 პრო­ცენ­ტით (12.6 მლნ აშშ დო­ლა­რით) მე­ტია 2015 წლის ოქ­ტომ­ბრის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე.

სებ-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უცხო­ე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის 91.9 პრო­ცენ­ტი იმ 13 უმ­სხვი­ლეს დო­ნორ ქვე­ყა­ნა­ზე მო­დის, სა­ი­და­ნაც ასე­თი გზავ­ნი­ლე­ბის მო­ცუ­ლო­ბამ ოქ­ტომ­ბერ­ში 1 მლნ აშშ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა. იმა­ვე 13 ქვე­ყა­ნა­ზე გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მთე­ლი ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბის 91.2 პრო­ცენ­ტი მო­დი­ო­და.

იმ ქვეყ­ნე­ბის ხუ­თე­უ­ლი, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში 2016 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ყვე­ლა­ზე მეტი ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლი შე­მო­ვი­და, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: რუ­სე­თი (34.6 მლნ აშშ დო­ლა­რი), აშშ (11.6 მლნ აშშ დო­ლა­რი), სა­ბერ­ძნე­თი (11.3 მლნ აშშ დო­ლა­რი), იტა­ლია (10.2 მლნ აშშ დო­ლა­რი), თურ­ქე­თი (8.7 მლნ აშშ დო­ლა­რი).

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2016 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­ზღვარ­გა­რეთ 17.8 მლნ აშშ დო­ლა­რი (42.0 მლნ ლარი) გა­და­იგ­ზავ­ნა, ნაც­ვლად 15.1 მლნ აშშ დო­ლა­რი­სა (36.1 მლნ ლა­რი­სა) გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ოქტომბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 14.0 %-ით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2016 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 102.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 241.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14.0 პროცენტით (12.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2015 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.9 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 91.2 პროცენტი მოდიოდა.

იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2016 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (34.6 მლნ აშშ დოლარი), აშშ (11.6 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (11.3 მლნ აშშ დოლარი), იტალია (10.2 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (8.7 მლნ აშშ დოლარი).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.8 მლნ აშშ დოლარი (42.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.1 მლნ აშშ დოლარისა (36.1 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი