ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდეტი ბარაქ ობამა თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად 1928 წელს აგებულ სახლში გადავა. ობამების ახალ, 761.8049 კვადრატული მეტრი ფართობის სახლში 9 საძინებელია.
აღნიშნული სახლი მაისში 5.3 მილიონ დოლარად იყიდებოდა. სახლი გზის პირას მდებარეობს და მას უამრავი სივრცე აქვს ტრანსპორტისთვის.
ბარაქ ობამა მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად თეთრ სახლში 2008 წლიდან ცხოვრობს.