სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა გამოგონებები აქვთ ქართველ მოსწავლეებს - "ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებულები Intel ISEF-ის გამოფენაზე მიემგზავრებიან
რა გამოგონებები აქვთ ქართველ მოსწავლეებს - "ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებულები Intel ISEF-ის გამოფენაზე მიემგზავრებიან

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში მსოფ­ლი­ო­ში ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ლე­ბუ­ლია მზის ელე­მენ­ტის მიერ არა­საკ­მა­რი­სი ენერ­გი­ის გა­მო­ყო­ფა. ამ პრობ­ლე­მის გა­და­სა­წყვე­ტად ძა­ლი­ან ბევ­რი მეც­ნი­ე­რი მუ­შა­ობს. მათ რი­გებს ორი ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლე გა­მომ­გო­ნე­ბე­ლიც შე­უ­ერ­თდა. სერ­ვან­ტე­სის სა­ხე­ლო­ბის გიმ­ნა­ზი­ის მოს­წავ­ლე­ე­ბი გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძე და ვახ­ტანგ კონ­ტრი­ძე ორ­წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბენ. კონ­კურ­სის - "ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი" ფარ­გლებ­ში მათ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ და გრან პრის მფლო­ბე­ლე­ბიც გახ­დნენ.

"ჩვე­ნი პრო­ექ­ტი მზის ელე­მენ­ტის მარ­გი ქმე­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის გაზ­რდის ინო­ვა­ცი­ურ ტექ­ნო­ლო­გი­ას ეხე­ბა. მზის ელე­მენ­ტებს ახა­სი­ა­თებს სამი სა­ხის პრობ­ლე­მა: გა­და­ხუ­რე­ბა, არა­საკ­მა­რი­სი ენერ­გი­ის გა­მო­ყო­ფა და არამ­დგა­როდ­ბა წვი­მის ან თოვ­ლის მი­მართ. ამ პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად და­ვი­წყეთ მუ­შა­ობ­და და ჩვე­ნი ცდა წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. ვა­ფორ­მი­რებთ სი­ლი­კო­ნის აპკს, რო­მე­ლიც ამ სა­მი­ვე პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ში გვეხ­მა­რე­ბა. შე­დე­გად მზის ელე­მენ­ტის მარ­გი ქმე­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი ხუთი პრო­ცენ­ტით გავ­ზარ­დეთ. სა­ბო­ლოო შე­დე­გი კი იქ­ნე­ბა ის, რომ უფრო მეტი ოჯა­ხი მო­მა­რაგ­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ით," - გან­მარ­ტავს პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძე.

"ჩვენ­თვის ეს გა­მარ­ჯვე­ბა მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, რად­გან პრო­ექ­ტის უცხო­ეთ­ში წა­ღე­ბას შევ­ძლებთ და იმე­დი გვაქვს, უცხო­ელ ინ­ვეს­ტო­რებ­საც და­ვა­ინ­ტე­რე­სებთ," - და­ა­მა­ტა გრან-პრის მფლო­ბელ­მა. ნი­ო­რა­ძე და კონ­ტრი­ძე ატო­მუ­რი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პულ ორ­გა­ნი­ზა­ცია - ცერნ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან სა­მეც­ნი­ე­რო მივ­ლი­ნე­ბით, რომ ცენ­ტრი და­ათ­ვა­ლი­ე­რონ და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მი­ი­ღონ.

კონ­კურ­სის ჟი­უ­რიმ პირ­ვე­ლი, მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლე­ბიც გა­მო­ავ­ლი­ნა. I ად­გი­ლის მფლო­ბე­ლე­ბი გი­ორ­გი ფხა­კა­ძე და მა­რია ერა­ძე გახ­დნენ პრო­ექ­ტის­თვის - "ახა­ლი თა­ო­ბის "ცო­ცხა­ლი" საკ­ვე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ნედ­ლე­უ­ლო რე­სურ­სე­ბის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბით". ისი­ნი 5 000 ლა­რით და­ჯილ­დოვ­დნენ.

II ად­გი­ლი­სა და 3 000 ლა­რის მფლო­ბე­ლე­ბი გახ­დნენ გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი და ბექა მი­ქა­ძე, რომ­ლებ­მაც პრო­ექ­ტი - "გვი­რი­ლა მზის პა­ნე­ლის პა­რა­ბო­ლო­ი­დუ­რი რეფ­ლექ­ტო­რის განშლა­დი კონ­სტრუქ­ცია" წარ­მო­ად­გი­ნეს.

III ად­გილ­ზე კი ალექ­სან­დრე ხო­ხი­აშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი კორ­კო­ტაშ­ვი­ლი და თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი გა­ვიდ­ნენ პრო­ექ­ტის­თვის "მიკ­რო­კონ­ტრო­ლე­რის გა­მო­ყე­ნე­ბით თვითსწავ­ლე­ბა­დი სის­ტე­მის შექ­მნა". ისი­ნი კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­გან 2 000 ლა­რით და­ჯილ­დოვ­დნენ.

კონ­კურ­სის ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს ინ­ტე­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო-სა­ინ­ჟინ­რო გა­მო­ფე­ნა­ზე - Intel ISEF ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჯე­ჯ­ლა­ვამ და­ა­სა­ხე­ლა და მათ პირ­დად გა­დას­ცა ჯილ­დო­ე­ბი.

"გა­მო­გო­ნე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი არის მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. როცა რა­ღაც ახალს და მნიშ­ვნე­ლო­ვანს ქმნი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ცხოვ­რე­ბა გაქვს და როცა რა­ღაც ერ­თფე­რო­ვანს, სულ - სხვა. მე ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ამ­დე­ნი წე­ლია სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს, ჩვენს სუ­პერ­ნი­ჭი­ერ და სუ­პერ­მო­ტი­ვი­რე­ბულ ახალ­გაზ­რდებს გა­მო­გო­ნე­ბი­სა და მათი პრაქ­ტი­კა­ში გა­და­ტა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას ვა­ძევთ. ერთ-ერთი ამათ­გა­ნიც ბიზ­ნე­სად რომ გა­და­იქ­ცეს, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­რე­მოს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს," - გა­ნა­ცხა­და ჯე­ჯე­ლა­ვამ.

კონ­კურ­სი "ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი" მე­ექსვედ ტარ­დე­ბა "შოთა რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის" ორ­გა­ნი­ზე­ბით. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სკო­ლის მო­სა­წავ­ლე­ე­ბი მე-7დან მე-12 კლა­სის ჩათ­ვლით. 42 სა­კონ­კურ­სო გა­ნა­ცხა­დი­დან 17 რე­ი­ო­ნე­ბი­და­ნაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, 25 - თბი­ლი­სი­დან.

"წარ­დგე­ნი­ლი 42 გა­ნა­ცხა­დი­დან კონ­კურ­სის მე­ო­რე ეტა­პის­თვის 26 ნა­მუ­შა­ვე­რი შე­ირ­ჩა. ეს კონ­კურ­სი წინა წლე­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბო­და იმით, რომ წელს რე­გო­ნე­ბი­დან უფრო მეტი პრო­ექ­ტი იყო შე­მო­სუ­ლი. წელს ბავ­შებს და­ახ­ლო­ე­ბით ოთხჯერ მეტი დრო ჰქონ­დათ პრო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბი­დან მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. კო­მი­სი­აც ამ­ჯე­რად უკი­დუ­რე­სად მკაც­რი იყო," - AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა მა­რი­ნა ჩი­ტაშ­ვილ­მა.

კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის პრო­ექ­ტე­ბის გა­მო­ფე­ნა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბა "თი­ბი­სი ბან­კის" სა­თა­ვო ოფის­ში გა­მარ­თა. ბან­კმა კონ­კურ­სში სა­კუ­თა­რი რჩე­უ­ლი გა­მო­ავ­ლი­ნა და ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის, ზვი­ად ცი­კო­ლი­ას დი­ზა­ი­ნით დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ა­თი რეზო კა­პა­ნა­ძეს გა­დას­ცა პრო­ექ­ტის­თვის "გო­ნი­ე­რი ავზი".

"აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლია უამ­რა­ვი სი­ახ­ლე, რო­მე­ლიც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მიერ არის შექ­მნი­ლი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტერ­სო პრო­ექ­ტე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მე ვფიქ­რობ, სწო­რედ ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი. "თი­ბი­სი ბან­კი" კი ყო­ველ­თვის მზად არის ესეთ პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის­თვის," - თქვა "თი­ბი­სი ბან­კის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ვახ­ტანგ ბუ­ცხრი­კი­ძემ.

კონ­კურ­სი 2010 წლი­დან იმართბა და მისი მი­ზა­ნია მეც­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, სა­მეც­ნი­ე­რო სფე­რო­ში ახალ­გაზ­რდა კად­რე­ბის მო­ზიდ­ვა, სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ზარ­დე­ბის ჯერ კი­დევ სკო­ლის ასა­კი­დან და­ინ­ტე­რე­სე­ბა. 2010 წლი­დან დღემ­დე სულ 326 სა­კონ­კურ­სო გა­ნა­ცხა­დი იყო წარ­დგე­ნი­ლი. მათ­გან 45 პრო­ექ­ტი დჯილ­დოვ­და.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა გამოგონებები აქვთ ქართველ მოსწავლეებს - "ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებულები Intel ISEF-ის გამოფენაზე მიემგზავრებიან

რა გამოგონებები აქვთ ქართველ მოსწავლეებს - "ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებულები Intel ISEF-ის გამოფენაზე მიემგზავრებიან

21-ე საუკუნეში მსოფლიოში ფართოდ გავრცელელებულია მზის ელემენტის მიერ არასაკმარისი ენერგიის გამოყოფა. ამ პრობლემის გადასაწყვეტად ძალიან ბევრი მეცნიერი მუშაობს. მათ რიგებს ორი ქართველი მოსწავლე გამომგონებელიც შეუერთდა. სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები გიორგი ნიორაძე და ვახტანგ კონტრიძე ორწელიწადნახევარია ამ მიმართულებით მუშაობენ. კონკურსის - "ლეონარდო და ვინჩი" ფარგლებში მათ პროექტის განხორციელების საშუალება მიეცათ და გრან პრის მფლობელებიც გახდნენ.

"ჩვენი პროექტი მზის ელემენტის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციურ ტექნოლოგიას ეხება. მზის ელემენტებს ახასიათებს სამი სახის პრობლემა: გადახურება, არასაკმარისი ენერგიის გამოყოფა და არამდგაროდბა წვიმის ან თოვლის მიმართ. ამ პრობლემის გადასაჭრელად დავიწყეთ მუშაობდა და ჩვენი ცდა წარმატებით დასრულდა. ვაფორმირებთ სილიკონის აპკს, რომელიც ამ სამივე პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება. შედეგად მზის ელემენტის მარგი ქმედების კოეფიციენტი ხუთი პროცენტით გავზარდეთ. საბოლოო შედეგი კი იქნება ის, რომ უფრო მეტი ოჯახი მომარაგდება ელექტროენერგიით," - განმარტავს პროექტის გამარჯვებული გიორგი ნიორაძე.

"ჩვენთვის ეს გამარჯვება მნიშნელოვანი იყო, რადგან პროექტის უცხოეთში წაღებას შევძლებთ და იმედი გვაქვს, უცხოელ ინვესტორებსაც დავაინტერესებთ," - დაამატა გრან-პრის მფლობელმა. ნიორაძე და კონტრიძე ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაცია - ცერნში გაემგზავრებიან სამეცნიერო მივლინებით, რომ ცენტრი დაათვალიერონ და კონსულტაციები მიიღონ.

კონკურსის ჟიურიმ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებიც გამოავლინა. I ადგილის მფლობელები გიორგი ფხაკაძე და მარია ერაძე გახდნენ პროექტისთვის - "ახალი თაობის "ცოცხალი" საკვების შემუშავება საქართველოს სანედლეულო რესურსების რაციონალური გამოყენებით". ისინი 5 000 ლარით დაჯილდოვდნენ.

II ადგილისა და 3 000 ლარის მფლობელები გახდნენ გიორგი მარგიანი და ბექა მიქაძე, რომლებმაც პროექტი - "გვირილა მზის პანელის პარაბოლოიდური რეფლექტორის განშლადი კონსტრუქცია" წარმოადგინეს.

III ადგილზე კი ალექსანდრე ხოხიაშვილი, დიმიტრი კორკოტაშვილი და თამარ კორკოტაშვილი გავიდნენ პროექტისთვის "მიკროკონტროლერის გამოყენებით თვითსწავლებადი სისტემის შექმნა". ისინი კონკურსის ორგანიზატორებისგან 2 000 ლარით დაჯილდოვდნენ.

კონკურსის ყველა გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე - Intel ISEF ამერიკის შეერთებულ შტატებში.

გამარჯვებულები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯლავამ დაასახელა და მათ პირდად გადასცა ჯილდოები.

"გამოგონების პოტენციალი არის მთავარი ადამიანის განვითარებაში. როცა რაღაც ახალს და მნიშვნელოვანს ქმნი, აბსოლუტურად სხვა ცხოვრება გაქვს და როცა რაღაც ერთფეროვანს, სულ - სხვა. მე ძალიან მიხარია, რომ ამდენი წელია საშუალება გვაქვს, ჩვენს სუპერნიჭიერ და სუპერმოტივირებულ ახალგაზრდებს გამოგონებისა და მათი პრაქტიკაში გადატანის საშუალებას ვაძევთ. ერთ-ერთი ამათგანიც ბიზნესად რომ გადაიქცეს, მთელი საქართველოს ეკონომიკური გარემოს გააუმჯობესებს," - განაცხადა ჯეჯელავამ.

კონკურსი "ლეონარდო და ვინჩი" მეექსვედ ტარდება "შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის" ორგანიზებით. კონკურსში მონაწილეობენ სკოლის მოსაწავლეები მე-7დან მე-12 კლასის ჩათვლით. 42 საკონკურსო განაცხადიდან 17 რეიონებიდანაა წარმოდგენილი, 25 - თბილისიდან.

"წარდგენილი 42 განაცხადიდან კონკურსის მეორე ეტაპისთვის 26 ნამუშავერი შეირჩა. ეს კონკურსი წინა წლებისგან განსხვავდებოდა იმით, რომ წელს რეგონებიდან უფრო მეტი პროექტი იყო შემოსული. წელს ბავშებს დაახლოებით ოთხჯერ მეტი დრო ჰქონდათ პროექტის დამტკიცებიდან მის განსახორციელებლად. კომისიაც ამჯერად უკიდურესად მკაცრი იყო," - AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინა ჩიტაშვილმა.

კონკურსის მონაწილეების პროექტების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება "თიბისი ბანკის" სათავო ოფისში გამართა. ბანკმა კონკურსში საკუთარი რჩეული გამოავლინა და ქართველი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას დიზაინით დამზადებული საათი რეზო კაპანაძეს გადასცა პროექტისთვის "გონიერი ავზი".

"აქ წარმოდგენილია უამრავი სიახლე, რომელიც სკოლის მოსწავლეების მიერ არის შექმნილი. ძალიან საინტერსო პროექტებია წარმოდგენილი. მე ვფიქრობ, სწორედ ეს არის საქართველოს მომავალი. "თიბისი ბანკი" კი ყოველთვის მზად არის ესეთ პროექტებში მონაწილეობისა და საინტერესო პროექტების დაფინანსებისთვის," - თქვა "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

კონკურსი 2010 წლიდან იმართბა და მისი მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, სამეცნიერო მიმართულებით მოზარდების ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესება. 2010 წლიდან დღემდე სულ 326 საკონკურსო განაცხადი იყო წარდგენილი. მათგან 45 პროექტი დჯილდოვდა.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი