ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მცხოვრები დოლიძეების ოჯახი ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ "მედალფას" მორიგე ექიმის დასჯას ითხოვს. მათი განცხადებით, ოჯახის რძალი არასწორად ამშობიარეს, რის შედეგადაც ახალშობილი გარდაიცვალა.
ოჯახი რეაგირებისთვის სამართალდამცავებს მიმართავს.