სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გაიცანით ევროპის საავტომობილო ოსკარის მფლობელები! - წლის საუკეთესო ავტომობილები გამოვლენილია
გაიცანით ევროპის საავტომობილო ოსკარის მფლობელები! - წლის საუკეთესო ავტომობილები გამოვლენილია

8 ნო­ემ­ბერს, ბერ­ლინ­ში ოქ­როს საჭე 2016-ის გალა-და­ჯილ­დო­ვე­ბა გა­ი­მარ­თა. ჟურ­ნალ­მა AUTO BILD-მა ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფი­ნა­ლუ­რი ტეს­ტე­ბის შე­დე­გად , სა­დაც ფი­ნა­ლის­ტი მან­ქა­ნე­ბი 50-კა­ცი­ან­მა ჟი­უ­რიმ გა­ტეს­ტა და შე­ა­ფა­სა, 2016 წლის სა­უ­კე­თე­სო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა. გა­ი­ცა­ნით ევ­რო­პის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ოს­კა­რის მფლო­ბე­ლე­ბი!

წლის უმ­თავ­რე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ჯილ­დო ჯამ­ში შვიდ­მა ახალ­მა ავ­ტო­მო­ბილ­მა მო­ი­პო­ვა. გარ­და ამი­სა, AUTO BILD-მა სა­პა­ტიო ოქ­როს სა­ჭით და­ა­ჯილ­დო­ვა General Motors-ის შეფი მერი ბერა. გალა-და­ჯილ­დო­ვე­ბა­ზე "სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ოს­კა­რე­ბი" ავ­ტომ­წარ­მო­ებ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი რან­გის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა ჩა­ი­ბა­რეს.

სა­ნამ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბას შე­ი­ტყობთ, შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ოქ­როს სა­ჭის" ფი­ნა­ლის­ტი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ჟურ­ნა­ლის მკი­თხვე­ლებს შო­რის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვით გა­მოვ­ლინ­და - გა­მო­კი­თხვა კი ჩა­ტარ­და ევ­რო­პის ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ჟურ­ნა­ლი AUTO BILD ოფი­ცი­ა­ლუ­რი ლი­ცენ­ზი­ით გა­მო­დის (მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც). უშუ­ა­ლოდ ფი­ნალ­ში გა­სუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი კი (კლას­ში 4-4 სა­უ­კე­თე­სო) ჟი­უ­რის წევ­რებ­მა ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში იტა­ლი­ა­ში, "პი­რე­ლის" ტრეკ­ზე გა­ტეს­ტეს და შე­ა­ფა­სეს. 50-კა­ცი­ან ჟი­უ­რი­ში იყ­ვნენ ცნო­ბი­ლი მრბო­ლე­ლე­ბი, მე­ქა­ნი­კო­სე­ბი, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და AUTO BILD-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ცე­მე­ბის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რე­ბი. სწო­რედ ამ 50-კა­ცი­ან­მა ჟი­უ­რიმ გა­მო­ავ­ლი­ნა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ქვე­მოთ გა­იც­ნობთ.

წა­ი­კი­თხეთ დე­ტა­ლე­ბი და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გაიცანით ევროპის საავტომობილო ოსკარის მფლობელები! - წლის საუკეთესო ავტომობილები გამოვლენილია

გაიცანით ევროპის საავტომობილო ოსკარის მფლობელები! - წლის საუკეთესო ავტომობილები გამოვლენილია

8 ნოემბერს, ბერლინში ოქროს საჭე 2016-ის გალა-დაჯილდოვება გაიმართა. ჟურნალმა AUTO BILD-მა ოქტომბრის დასაწყისში ჩატარებული ფინალური ტესტების შედეგად , სადაც ფინალისტი მანქანები 50-კაციანმა ჟიურიმ გატესტა და შეაფასა, 2016 წლის საუკეთესო ავტომობილები გამოავლინა. გაიცანით ევროპის საავტომობილო ოსკარის მფლობელები!

წლის უმთავრესი საავტომობილო ჯილდო ჯამში შვიდმა ახალმა ავტომობილმა მოიპოვა. გარდა ამისა, AUTO BILD-მა საპატიო ოქროს საჭით დააჯილდოვა General Motors-ის შეფი მერი ბერა. გალა-დაჯილდოვებაზე "საავტომობილო ოსკარები" ავტომწარმოებლების უმაღლესი რანგის ხელმძღვანელებმა ჩაიბარეს.

სანამ გამარჯვებულების ვინაობას შეიტყობთ, შეგახსენებთ, რომ "ოქროს საჭის" ფინალისტი ავტომობილები ჟურნალის მკითხველებს შორის ჩატარებული გამოკითხვით გამოვლინდა - გამოკითხვა კი ჩატარდა ევროპის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ჟურნალი AUTO BILD ოფიციალური ლიცენზიით გამოდის (მათ შორის, საქართველოშიც). უშუალოდ ფინალში გასული ავტომობილები კი (კლასში 4-4 საუკეთესო) ჟიურის წევრებმა ოქტომბრის დასაწყისში იტალიაში, "პირელის" ტრეკზე გატესტეს და შეაფასეს. 50-კაციან ჟიურიში იყვნენ ცნობილი მრბოლელები, მექანიკოსები, დიზაინერები, ცნობილი ადამიანები და AUTO BILD-ის საერთაშორისო გამოცემების მთავარი რედაქტორები. სწორედ ამ 50-კაციანმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები, რომლებსაც ქვემოთ გაიცნობთ.

წაიკითხეთ დეტალები და დაათვალიერეთ ფოტოები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი