საბურთალოს რაიონში, ხვალ აბონენტთა ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება

საბურთალოს რაიონში, ხვალ აბონენტთა ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება

საბურთალოს რაიონში, ხვალ, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" აბონენტთა ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 10 ნოემბერს, 21:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება: - საირმის გორის, დოლიძისა და ლიხაურის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ლიხაურის ქუჩა №35, №45ა, იყალთოს ქუჩა №4, ბახტრიონის ქუჩა №30, ფანასკერტელის ქუჩა №12, №17, №18, №19, №20, №22, №23 კორპუსების მოსახლეობას, ფანასკერტელის №12 კორპუსის მიმდებარედ, ნაკვეთი №4/22-ში (პეკინის 6/2) არსებული კორპუსის მოსახლეობას, №162 საჯარო სკოლას და მიმდებარედ არსებულ კომერციულ ობიექტებს.

გაზის მიწოდება აღდგება 11 ნოემბერს, 11:00 საათიდან, ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი