ხარაგაულის საკრებულოს „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

ხარაგაულის საკრებულოს „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე თანამდებობიდან გადააყენეს. საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს ,,რესპუბლიკელ" თავმჯდომარეს ინგა მაღრაძეს უფლებამოსილება საკრებულოს 22 წევრის მოთხოვნით შეუწყდა. სხდომაზე საკრებულოს 35 წევრიდან მხოლოდ 31 ესწრებოდა. აქედან კენჭისყრის შედეგების მიხედვით ორი ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. საბოოლოდ კი საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს მხარი საკრებულოს 22-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის მოთხოვნით ხარაგაულში საკრებულოს სხდომა 1 აგვისტოსაც ჩატარდა, თუმცა მაშინ ინგა მაღრაძის გადაყენებისათვის საჭირო 18 ხმა ვერ შეგროვდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."