სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა გავლენას ახდენს სერიალები ტელემაყურებელზე: "ისინი სერიალში ცხოვრობენ და საკუთარ თავს იქ ხედავენ..."
რა გავლენას ახდენს სერიალები ტელემაყურებელზე: "ისინი სერიალში ცხოვრობენ და საკუთარ თავს იქ ხედავენ..."

ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ტე­ლე­სე­რი­ა­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლია. ვე­ნე­სუ­ე­ლუ­რი და ბრა­ზი­ლი­უ­რი პრო­დუქ­ცია ბოლო დროს თურ­ქულ­მა და ინ­დურ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა, თუმ­ცა ამ ჟან­რის მა­ყუ­რებ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, ისი­ნი ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბით და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით აგ­რძე­ლე­ბენ სე­რი­ა­ლე­ბის ყუ­რე­ბას. აღელ­ვებთ მთა­ვა­რი გმი­რე­ბის ბედი, მათ­თან ერ­თად გა­ნიც­დი­ან და უხა­რი­ათ... სე­რი­ა­ლებს არა მხო­ლოდ დი­ა­სახ­ლი­სე­ბი და პენ­სი­ო­ნე­რე­ბი უყუ­რე­ბენ, მათ აქ­ტი­უ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­სა და მსგავს და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­შიც საკ­მა­რი­სად ჰყავთ. ეს რომ ასეა, ამას ტე­ლე­ე­თე­რე­ბის მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გე­ბი ადას­ტუ­რებს.

ალ­ბათ სა­ინ­ტე­რე­სოა, რა კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რებ­ლე­ბი და რა გავ­ლე­ნას ახ­დენს "საპ­ნის ოპე­რე­ბი" მათ­ზე - ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ ფსი­ქო­ლოგს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს, მა­ნა­ნა მე­ლი­ქიშ­ვილს მივ­მარ­თეთ:

- ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სურ­ვი­ლი, რა­საც სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ვერ ახერ­ხებს. ალ­ბათ სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რებ­ლე­ბი სწო­რედ ამ კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ნე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც ნაკ­ლე­ბად არი­ან რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი, არ აქვთ სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, ცხოვ­რე­ბა­ში არ აუს­რულ­დათ ოც­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ღა­რი­ბი ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, ან სტრეს­ში ცხოვ­რო­ბენ, გარ­კვე­უ­ლი ტრავ­მა აქვთ მი­ღე­ბუ­ლი, ცხოვ­რე­ბა არ აე­წყოთ ისე, რო­გორც უნ­დო­დათ და ამ ყვე­ლაფ­რის­გან გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლე­ბი რჩე­ბი­ან. სე­რი­ა­ლებ­ში კი პრი­მი­ტი­უ­ლად, შა­ვი­სა და თეთ­რის პო­ზი­ცი­ით არის გან­ხი­ლუ­ლი კე­თი­ლი­სა და ბო­რო­ტის ურ­თი­ერ­თო­ბა. კე­თილს ყვე­ლა ერ­ჩის, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც სი­კე­თე იმარ­ჯვებს და სწო­რედ ამ დროს, სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რე­ბე­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ას მთა­ვარ გმირ­თან ახ­დენს, რაც გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში ემო­ცი­ურ კმა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს. მოკ­ლედ, სე­რი­ალ­ში ცხოვ­რო­ბენ და სა­კუ­თარ თავს იქ ხე­და­ვენ...

სე­რი­ალს სა­ლო­ნებ­ში, სა­ხე­ლოს­ნო­ებ­სა და მარ­კე­ტებ­შიც უყუ­რე­ბენ და ესეც გა­სა­გე­ბია, ის ადა­მი­ა­ნე­ბი ალ­ბათ სუ­ლაც არ ოც­ნე­ბობ­დნენ სი­ტყვა­ზე, მარ­კეტ­ში ემუ­შა­ვათ, სხვა სურ­ვი­ლე­ბი ჰქონ­დათ, მაგ­რამ რა­ღა­ცით და­ი­ჩაგრნენ და "საპ­ნის ოპე­რით"იღე­ბენ კმა­ყო­ფი­ლე­ბას. ამას­თან, სხვა ბევ­რი ფაქ­ტო­რი­ცაა, ერთ-ერთი კოგ­ნი­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და სიმ­წი­ფეა. რო­დე­საც ადა­მი­ანს მა­ღა­ლი კოგ­ნი­ტუ­რი სიმ­წი­ფე, აზ­როვ­ნე­ბის სტი­ლი, შე­სა­ბა­მი­სი ანა­ლი­ზის უნა­რი აქვს, მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი არ არის შავი, და ყვე­ლა­ფე­რი არ არის თეთ­რი... მაგ­რამ რო­დე­საც ამის დე­ფი­ცი­ტია, ტვი­ნის ძა­ლი­ან ამოქ­მე­დე­ბა არ სჭირ­დე­ბა, გა­შიფ­რუ­ლი თე­მაა და ადა­მი­ა­ნი მას მხო­ლოდ მიჰ­ყვე­ბა...

- გა­სა­გე­ბია, რომ ის ცხოვ­რობს სე­რი­ა­ლით, სა­ინ­ტე­რე­სოა, ასეთ დროს რა ემარ­თე­ბა მის ფსი­ქი­კას, ში­ნა­გან სამ­ყა­როს...

- ამ დროს ხდე­ბა მთლი­ა­ნად გან­ტვირ­თვა. თუ რო­მე­ლი­მე გმი­რი წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს, მა­ყუ­რე­ბე­ლი ამის­გან ისე­ვე იღებს ემო­ცი­ურ კმა­ყო­ფი­ლე­ბას, რო­გორც თა­ვად ის პერ­სო­ნა­ჟი... არ­სე­ბობს ხა­რის­ხი­ა­ნი და მა­ღა­ლი დო­ნის სე­რი­ა­ლე­ბიც, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ დღე­ვან­დელ ტე­ლე­სივ­რცე­ში მდა­რე და უხა­რის­ხო­ე­ბი ჭარ­ბობს. ხან­და­ხან რამ­დე­ნი­მე წა­მით შევ­ხე­დავ ხოლ­მე ამა თუ იმ პრო­დუქტს და არ ვიცი, რა გთხრათ, - მაკ­ვირ­ვებს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამით და­ინ­ტე­რეს­დე?! მაგ­რამ იქ ისე­თი სი­უ­ჟე­ტე­ბია, მა­გა­ლი­თად, ცუდი დე­დამ­თი­ლი­სა და კარ­გი რძლის ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავ­თან პა­რა­ლელს ავ­ლებს და უხა­რია, რომ პო­ზი­ტი­უ­რი გმი­რი იმარ­ჯვებს...

არა­და, ადა­მი­ა­ნის თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია მა­შინ ხდე­ბა, თუ თვი­თონ გა­დაჭ­რის რა­ღაც პრობ­ლე­მას და არა მა­შინ, რო­დე­საც ვი­ღა­ცის პრობ­ლე­მით იცხოვ­რებს. დიახ, სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვი­სას ხდე­ბა მო­რა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა. რო­დე­საც მდა­რე სი­ტუ­ა­ცი­ა­სა და ინ­ტრი­გე­ბის ქსელ­შია პი­როვ­ნე­ბა გახ­ვე­უ­ლი, გან­ვი­თა­რე­ბა არ ხდე­ბა და სი­ტუ­ა­ცია, რა თქმა უნდა, ნე­გა­ტი­უ­რია. ამი­ტომ ჯობს პრობ­ლე­მა უფრო მა­ღა­ლი დო­ნის იყოს...

- სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვის რა რე­კო­მენ­და­ცი­ის გა­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა?

- სა­ჭი­როა პი­როვ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მის კე­თე­ბა, კონ­ტაქ­ტი ადა­მი­ა­ნებ­თან, მე­გობ­რე­ბის წრის შე­ძე­ნა. მო­ხუ­ცებს, რომ­ლე­ბიც ამ სე­რი­ა­ლებს უყუ­რე­ბენ, ესა­ჭი­რო­ე­ბათ თა­ვი­სი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნებ­თან ხში­რი კონ­ტაქ­ტი. მოკ­ლედ, მი­ზა­ნი უნდა იყოს პი­როვ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბა, მა­ღა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა, მათ­ზე ზრუნ­ვა. სე­რი­ა­ლე­ბის ყუ­რე­ბა არის პა­სი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რა გავლენას ახდენს სერიალები ტელემაყურებელზე: "ისინი სერიალში ცხოვრობენ და საკუთარ თავს იქ ხედავენ..."

რა გავლენას ახდენს სერიალები ტელემაყურებელზე: "ისინი სერიალში ცხოვრობენ და საკუთარ თავს იქ ხედავენ..."

ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ტელესერიალების აქტიური მაყურებელია. ვენესუელური და ბრაზილიური პროდუქცია ბოლო დროს თურქულმა და ინდურმა ჩაანაცვლა, თუმცა ამ ჟანრის მაყურებლების ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, ისინი ისეთივე წარმატებით და დიდი სიამოვნებით აგრძელებენ სერიალების ყურებას. აღელვებთ მთავარი გმირების ბედი, მათთან ერთად განიცდიან და უხარიათ... სერიალებს არა მხოლოდ დიასახლისები და პენსიონერები უყურებენ, მათ აქტიური მაყურებელი სუპერმარკეტებში, სილამაზის სალონებსა და მსგავს დაწესებულებებშიც საკმარისად ჰყავთ. ეს რომ ასეა, ამას ტელეეთერების მაღალი რეიტინგები ადასტურებს.

ალბათ საინტერესოა, რა კატეგორიის ადამიანები არიან სერიალის მაყურებლები და რა გავლენას ახდენს "საპნის ოპერები" მათზე - ამ თემაზე სასაუბროდ ფსიქოლოგს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, მანანა მელიქიშვილს მივმართეთ:

- ყველა ადამიანს აქვს თვითრეალიზაციის სურვილი, რასაც სამწუხაროდ, ბევრი ვერ ახერხებს. ალბათ სერიალის მაყურებლები სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთნებიან, რომლებიც ნაკლებად არიან რეალიზებულები, არ აქვთ სოციალური აქტივობა, ცხოვრებაში არ აუსრულდათ ოცნება, შეიძლება ღარიბი ინტიმური ურთიერთობებითაც გამოირჩევიან, ან სტრესში ცხოვრობენ, გარკვეული ტრავმა აქვთ მიღებული, ცხოვრება არ აეწყოთ ისე, როგორც უნდოდათ და ამ ყველაფრისგან განაწყენებულები რჩებიან. სერიალებში კი პრიმიტიულად, შავისა და თეთრის პოზიციით არის განხილული კეთილისა და ბოროტის ურთიერთობა. კეთილს ყველა ერჩის, მაგრამ ბოლოს მაინც სიკეთე იმარჯვებს და სწორედ ამ დროს, სერიალის მაყურებელი საკუთარი თავის იდენტიფიკაციას მთავარ გმირთან ახდენს, რაც გარკვეული პრობლემების მქონე ადამიანებში ემოციურ კმაყოფილებას იწვევს. მოკლედ, სერიალში ცხოვრობენ და საკუთარ თავს იქ ხედავენ...

სერიალს სალონებში, სახელოსნოებსა და მარკეტებშიც უყურებენ და ესეც გასაგებია, ის ადამიანები ალბათ სულაც არ ოცნებობდნენ სიტყვაზე, მარკეტში ემუშავათ, სხვა სურვილები ჰქონდათ, მაგრამ რაღაცით დაიჩაგრნენ და ''საპნის ოპერით''იღებენ კმაყოფილებას. ამასთან, სხვა ბევრი ფაქტორიცაა, ერთ-ერთი კოგნიტური განვითარება და სიმწიფეა. როდესაც ადამიანს მაღალი კოგნიტური სიმწიფე, აზროვნების სტილი, შესაბამისი ანალიზის უნარი აქვს, მისთვის ყველაფერი არ არის შავი, და ყველაფერი არ არის თეთრი... მაგრამ როდესაც ამის დეფიციტია, ტვინის ძალიან ამოქმედება არ სჭირდება, გაშიფრული თემაა და ადამიანი მას მხოლოდ მიჰყვება...

- გასაგებია, რომ ის ცხოვრობს სერიალით, საინტერესოა, ასეთ დროს რა ემართება მის ფსიქიკას, შინაგან სამყაროს...

- ამ დროს ხდება მთლიანად განტვირთვა. თუ რომელიმე გმირი წარმატებას მიაღწევს, მაყურებელი ამისგან ისევე იღებს ემოციურ კმაყოფილებას, როგორც თავად ის პერსონაჟი... არსებობს ხარისხიანი და მაღალი დონის სერიალებიც, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელ ტელესივრცეში მდარე და უხარისხოები ჭარბობს. ხანდახან რამდენიმე წამით შევხედავ ხოლმე ამა თუ იმ პროდუქტს და არ ვიცი, რა გთხრათ, - მაკვირვებს, როგორ შეიძლება ამით დაინტერესდე?! მაგრამ იქ ისეთი სიუჟეტებია, მაგალითად, ცუდი დედამთილისა და კარგი რძლის ურთიერთობა, რომ ადამიანი საკუთარ თავთან პარალელს ავლებს და უხარია, რომ პოზიტიური გმირი იმარჯვებს...

არადა, ადამიანის თვითრეალიზაცია მაშინ ხდება, თუ თვითონ გადაჭრის რაღაც პრობლემას და არა მაშინ, როდესაც ვიღაცის პრობლემით იცხოვრებს. დიახ, საკუთარი პრობლემის დაძლევისას ხდება მორალური განვითარება. როდესაც მდარე სიტუაციასა და ინტრიგების ქსელშია პიროვნება გახვეული, განვითარება არ ხდება და სიტუაცია, რა თქმა უნდა, ნეგატიურია. ამიტომ ჯობს პრობლემა უფრო მაღალი დონის იყოს...

- სერიალის მაყურებლებისთვის რა რეკომენდაციის გაწევა შეიძლება?

- საჭიროა პიროვნული აქტივობა, საინტერესო საქმის კეთება, კონტაქტი ადამიანებთან, მეგობრების წრის შეძენა. მოხუცებს, რომლებიც ამ სერიალებს უყურებენ, ესაჭიროებათ თავისი თაობის ადამიანებთან ხშირი კონტაქტი. მოკლედ, მიზანი უნდა იყოს პიროვნული აქტივობა, ადამიანებთან ურთიერთობა, საყვარელი საქმის კეთება, მაღალი მოქალაქეობრივი ვალდებულებების შესრულება, ადამიანების დახმარება, მათზე ზრუნვა. სერიალების ყურება არის პასიური მდგომარეობა...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ეს გახლდათ ნაწლავური ვირუსული ინფექცია" -  ლოკალური აფეთქება, რომლის ეპიდემიოლოგიური კერაც გორში იყო, დასრულდა

"თბილისში შემთხვევების რაოდენობა იმატებს" - როგორია ინფიცირების რეგიონალური განაწილება და აქტიური პაციენტების მდგომარეობა

"მეც მათთან ერთად დავიმარხე. 5 საათი მიწის ქვეშ ვსუნთქავდი მწარედ..." - მეწყერსჩაყოლილი გოგონას წერილი თიკა თედორაძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ოჯახი დაკარგა