1959 წლიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ძალიან ბევრი 5-სართულიანი, ე.წ."ხრუშოვკის" ტიპის სახლი აშენდა. მაშინ ეს სახლები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული, თუმცა დღევანდელ პირობებში ამ სახლების კომფორტულობაზე საუბარი, განსაკუთრებით კი ერთოთახაიანი ბინების შემთხვევაში, აშკარად ზედმეტია, ის არანაირად არ აკმაყოფილებს თანამედროვე დიზაინის ტენდენციებს და საცხოვრებლადაც ძალიან მოუხერხებელია.
რა შეიძლება მოვუხერხოთ ერთოთახიან ხრუშჩოვკის ტიპის ბინებს, როგორ შეიძლება მათი გახალისება?
როგორც ვიცით, ყველანაირი მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი, მთავარია, ადამიანმა მოინდომოს, ჰოდა, ჩვენც შევეცდებით ამ პრობლემის მოგვარების ოპტიმალური და საკმაოდ საინტერესო ხერხი შემოგთავაზოთ.
რეკონსტრუქციის მთავარი არსი სახლის სტუდიოს ტიპად გადაკეთებაში მდგომარეობს. როგორც ფოტოზე ხედავთ, 30 კვადრატული მეტრის ფართობი სრულიად გადასხვაფერდა. სამზარეულო, სამუშაო ზონა, სასადილო, მისაღები, საძინებელი და პლუს ამას აბაზანა. ნაცრისფერი კედლების ფონზე ყველა ეს ზონა ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს. იხილეთ ფოტო იდეები