სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორია 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა - ცესკო-ს ინფორმაცია
როგორია 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა - ცესკო-ს ინფორმაცია

წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 20:00 სა­ა­თის­თვის, ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბამ 37.5% შე­ად­გი­ნა. რო­გორც ცეს­კო-ს სპი­კერ­მა ანა მი­ქე­ლა­ძემ მომ­დევ­ნო სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, 20:00 სა­ა­თის­თვის, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 929 265-მა ამომ­რჩე­ველ­მა.

ცეს­კო-ს სპი­კე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოლ­ქე­ბის მი­ხედ­ვით, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი აქ­ტი­ვო­ბა 37-ე მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქის მცხე­თის სა­ოლ­ქო-სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ფიქ­სირ­და, სა­დაც უბ­ნებ­ზე ამომ­რჩე­ველ­თა 62.53% გა­მო­ცხად­და. ასე­ვე, 50 ოლქს შო­რის, მა­ღა­ლი აქ­ტი­ვო­ბა არის ახალ­ცი­ხე/ადი­გე­ნის სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 56.27% და ლან­ჩხუ­თი/ჩო­ხა­ტა­უ­რის სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბის სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 52.27% .

ცეს­კო-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20:00 სა­ა­თის მდგო­მა­რე­ო­ბით, ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი აქ­ტი­ვო­ბა წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით 41-ე ოლ­ქში, გო­რის სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ფიქ­სირ­და, სა­დაც უბ­ნებ­ზე ამომ­რჩევ­ლე­ბის 21.84% მი­ვი­და. ასე­ვე, და­ბა­ლი აქ­ტი­ვო­ბა იყო 65-ე ოლ­ქში, ზუგ­დი­დის სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ამომ­რჩე­ველ­თა 25.64%-მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორია 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა - ცესკო-ს ინფორმაცია

როგორია 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა - ცესკო-ს ინფორმაცია

წინასწარი მონაცემებით, 20:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ 37.5% შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, 20:00 საათისთვის, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 929 265-მა ამომრჩეველმა.

ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, ოლქების მიხედვით, წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა 37-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მცხეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც უბნებზე ამომრჩეველთა 62.53% გამოცხადდა. ასევე, 50 ოლქს შორის, მაღალი აქტივობა არის ახალციხე/ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე 56.27% და ლანჩხუთი/ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე 52.27% .

ცესკო-ს ინფორმაციით, 20:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე დაბალი აქტივობა წინასწარი მონაცემებით 41-ე ოლქში, გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც უბნებზე ამომრჩევლების 21.84% მივიდა. ასევე, დაბალი აქტივობა იყო 65-ე ოლქში, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 25.64%-მა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."