სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"გივი თარგამაძე და გოკა გაბაშვილი აქტივისტებს საარჩევნო უბნების ჩაშლის მიზნით მითითებებს აძლევენ" - ირაკლი კობახიძე
 "გივი თარგამაძე და გოკა გაბაშვილი აქტივისტებს საარჩევნო უბნების ჩაშლის მიზნით მითითებებს აძლევენ" - ირაკლი კობახიძე

"მო­ვუ­წო­დებთ "ნაც­მოძ­რა­ო­ბას", თავი შე­ი­კა­ვონ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის ჩაშ­ლის მო­წო­დე­ბის­გან" - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­ცი­ხე-ად­გი­გე­ნის ოლ­ქში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი გივი თარ­გა­მა­ძე და გოკა გა­ბაშ­ვი­ლი აქ­ტი­ვის­ტებს სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის ჩაშ­ლის მიზ­ნით მი­თი­თე­ბებს აძ­ლე­ვენ.

"ახალ­ცი­ხე-ადი­გე­ნის ოლ­ქში, ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი, გივი თარ­გა­მა­ძე და გოკა გა­ბაშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც მი­თი­თე­ბებს აძ­ლე­ვენ თა­ვი­ანთ აქ­ტი­ვის­ტებს უბ­ნე­ბის ჩაშ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მო­ვუ­წო­დებთ "ნაც­მოძ­რა­ო­ბას", თავი შე­ი­კა­ვონ ასე­თი ქმე­დე­ბე­ბის­გან. ასე­თი რამ კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა და არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ დარ­ჩე­ბა და­უს­ჯე­ლი. ასე­ვე მო­ვუ­წო­დებთ ჩვენს აქ­ტი­ვის­ტებს, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნონ ასე­თი ტი­პის პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის მი­მართ", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა რუს­თა­ვის მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში, 67-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ აქაც არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ისი­ნი გეგ­მა­ვენ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის მო­წყო­ბას. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტებ­სა და მხარ­დამ­ჭე­რებს, არ აჰ­ყვნენ პრო­ვო­კა­ცი­ებს და რა­ი­მე ფაქ­ტის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­მარ­თონ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს.

რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა აღ­ნიშ­ნა, სხვა მხრივ არ­ჩევ­ნე­ბი არ­სე­ბი­თად მშვიდ გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე არ ფიქ­სირ­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­ღვე­ვე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"გივი თარგამაძე და გოკა გაბაშვილი აქტივისტებს საარჩევნო უბნების ჩაშლის მიზნით მითითებებს აძლევენ" - ირაკლი კობახიძე

 "გივი თარგამაძე და გოკა გაბაშვილი აქტივისტებს საარჩევნო უბნების ჩაშლის მიზნით მითითებებს აძლევენ" - ირაკლი კობახიძე

"მოვუწოდებთ "ნაცმოძრაობას", თავი შეიკავონ საარჩევნო უბნების ჩაშლის მოწოდებისგან" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათი ინფორმაციით, ახალციხე-ადგიგენის ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები გივი თარგამაძე და გოკა გაბაშვილი აქტივისტებს საარჩევნო უბნების ჩაშლის მიზნით მითითებებს აძლევენ.

"ახალციხე-ადიგენის ოლქში, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მანქანით გადაადგილდებიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, გივი თარგამაძე და გოკა გაბაშვილი, რომლებიც მითითებებს აძლევენ თავიანთ აქტივისტებს უბნების ჩაშლასთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ "ნაცმოძრაობას", თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან. ასეთი რამ კანონდარღვევაა და არც ერთ შემთხვევაში არ დარჩება დაუსჯელი. ასევე მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ასეთი ტიპის პროვოკაციების მიმართ", - განაცხადა კობახიძემ.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა რუსთავის მაჟორიტარულ ოლქში, 67-ე საარჩევნო უბანთან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მობილიზების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქაც არსებობს ეჭვი, რომ ისინი გეგმავენ პროვოკაციების მოწყობას. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა "ქართული ოცნების" აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და რაიმე ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს.

როგორც "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, სხვა მხრივ არჩევნები არსებითად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და საარჩევნო უბნებზე არ ფიქსირდება მნიშვნელოვანი დარღვევები.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."