ყვავილებისგან დამზადებულ გვირგვინებს სერიოზული მეტოქე გამოუჩნდათ - ”ქალთევზას გვირგვინი”. 27 წლის შემოქმედი ჩელსი შილსი, რომელიც მელბურნში ცხოვრობს, ზღვის ნიჟარებისგან ულამაზეს გვირგვინებს ამზადებს. ”ყოველთვის მინდოდა არიელი ვყოფილიყავი. ძალიან მიყვარს ზღვა. სწორედ ამ სიყვარულით შთაგონებულმა დავიწყე ნიჟარებისგან დიადემების დამზადება”, - აცხადებს ახალგაზრდა შემოქმედი.
მომზადებულია boredpanda.com-ს მიხედვით.