სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"კრწანისის" სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილის მამამ პოზიცია შეიცვალა - რომან შენგელია გამოძიებას ენდობა
"კრწანისის" სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილის მამამ პოზიცია შეიცვალა - რომან შენგელია გამოძიებას ენდობა

გა­მო­ძი­ე­ბა ნორ­მა­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და მე ჯერ­ჯე­რო­ბით მას ნდო­ბას ვუ­ცხა­დებ, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს "კრწა­ნი­სის" სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი გიგა შენ­გე­ლი­ას მა­მამ რო­მან შენ­გე­ლი­ამ გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

მისი თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა ძი­რი­თა­დად მისი მე­ო­რე შვი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. შენ­გე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, მან გა­მო­ძი­ე­ბას მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია ორ გაქ­ცე­ულ პირ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, თუმ­ცა, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კონ­კრე­ტი­კის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

"მკი­თხეს, რა ვიცი ჩემს მე­ო­რე შვილ­ზე. მე მათ ვუ­თხა­რი, რომ არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ. ასე­ვე, მი­ვა­წო­დე ინ­ფორ­მა­ცია, რომ ორ გაქ­ცე­ულ პირ­თან მქონ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია. თქვენ­თან სხვა დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სუბ­რებ, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბას ყვე­ლა კი­თხვა­ზე გა­ვე­ცი პა­სუ­ხი. სა­უ­ბა­რი ასე­ვე იყო ბა­ზა­ზე შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით და თუ სად მოკ­ლეს ჩემი შვი­ლი. ახლა ნორ­მა­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით მათ ნდო­ბას ვუ­ცხა­დებ", - გა­ნა­ცხა­და რო­მან შენ­გე­ლი­ამ.

კი­თხვა­ზე - ჩა­ა­ტა­რებს თუ არა ოჯა­ხი და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერ­ტი­ზას, გარ­დაც­ვლი­ლის მამა აცხა­დებს, რომ ის და­ე­ლო­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. მი­სი­ვე თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, მოხ­დე­ბა თუ არა ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის გა­მო­კი­თხვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"კრწანისის" სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილის მამამ პოზიცია შეიცვალა - რომან შენგელია გამოძიებას ენდობა

"კრწანისის" სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილის მამამ პოზიცია შეიცვალა - რომან შენგელია გამოძიებას ენდობა

გამოძიება ნორმალურად მიმდინარეობს და მე ჯერჯერობით მას ნდობას ვუცხადებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "კრწანისის" სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამამ რომან შენგელიამ განუცხადა, რომელიც სამხედრო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, გამოძიება ძირითადად მისი მეორე შვილის ადგილსამყოფელით არის დაინტერესებული. შენგელიას განცხადებით, მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია ორ გაქცეულ პირთან დაკავშირებითაც, თუმცა, ჟურნალისტებთან კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

"მკითხეს, რა ვიცი ჩემს მეორე შვილზე. მე მათ ვუთხარი, რომ არ მაქვს ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ასევე, მივაწოდე ინფორმაცია, რომ ორ გაქცეულ პირთან მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია. თქვენთან სხვა დეტალებზე ვერ ვისუბრებ, თუმცა გამოძიებას ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი. საუბარი ასევე იყო ბაზაზე შესვლასთან დაკავშირებით და თუ სად მოკლეს ჩემი შვილი. ახლა ნორმალურად მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით მათ ნდობას ვუცხადებ", - განაცხადა რომან შენგელიამ.

კითხვაზე - ჩაატარებს თუ არა ოჯახი დამოუკიდებელ ექსპერტიზას, გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ ის დაელოდება გამოძიების მიმდინარეობას. მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა ოჯახის სხვა წევრების გამოკითხვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ