სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დღეს გახდება ცნობილი, დეპუტატობის რომელმა კანდიდატებმა გაიარეს ნარკოლოგიური შემოწმება
დღეს გახდება ცნობილი, დეპუტატობის რომელმა კანდიდატებმა გაიარეს ნარკოლოგიური შემოწმება

22 ოქ­ტომ­ბერს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, დე­პუ­ტა­ტო­ბის რო­მელ­მა კან­დი­და­ტებ­მა გა­ი­ა­რეს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა.

რო­გორც ცეს­კო-ს სპი­კერ­მა, ანა მი­ქე­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტა, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, კენ­ჭისყ­რის დღი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს მე-7 დღი­სა, კან­დი­და­ტებს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა უნდა გა­ევ­ლოთ. ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბის წარ­დგე­ნის სა­ბო­ლოო ვადა 22 ოქ­ტომ­ბე­რია.

"22 ოქ­ტომ­ბერს იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი შე­სა­ბა­მი­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მელ­მა კან­დი­და­ტებ­მა გა­ი­ა­რეს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა, რო­მელს აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლურ ცნო­ბა­ში, რომ ის არის ჯან­მრთე­ლი, ან რო­მელს უდას­ტურ­დე­ბა, რომ ის ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლია", - აღ­ნიშ­ნა ანა მი­ქე­ლა­ძემ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, პარ­ტი­უ­ლი სიით არ­ჩე­ულ­მა დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტებ­მა ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა უნდა გა­ი­ა­რონ.

პარ­ლა­მენ­ტის წევ­რად არ­ჩე­ულ პირ­თა ნარ­კო­ლო­გი­ურ შე­მოწ­მე­ბას "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი" ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ­ლის მი­ხედ­ვით, კენ­ჭისყ­რის დღი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს მე-7 დღი­სა, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო ზღურ­ბლგა­და­ლა­ხუ­ლი პარ­ტი­ე­ბი­სა და სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კე­ბის პარ­ტი­უ­ლი სი­ი­დან არ­ჩე­ულ­მა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის ყვე­ლა კან­დი­დატ­მა ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა უნდა გა­ი­ა­როს. მათ­ზე უნდა შედ­გეს შე­სა­ბა­მი­სი ცნო­ბა, რო­მელ­შიც აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტი ჯან­მრთე­ლია ან ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლია.

სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუკი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რად არ­ჩე­უ­ლი პირი კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში ნარ­კო­ლო­გი­ურ შე­მოწ­მე­ბას არ გა­ივ­ლის და ნარ­კო­ლო­გი­ურ შე­მოწ­მე­ბა­ზე უარს გა­ნა­ცხა­დებს, პარ­ლა­მენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლია მი­ი­ღოს დად­გე­ნი­ლე­ბა, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის არცნო­ბის შე­სა­ხებ.

"სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში" პირ­და­პირ წე­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რად არ შე­იძ­ლე­ბა აირ­ჩეს ნარ­კო­მა­ნი ან ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ხოლო თუ ეს პირი შე­სა­ბა­მის­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ არ­ჩე­უ­ლად გა­მო­ა­ცხა­და, პარ­ლა­მენტს უფ­ლე­ბა არა აქვს, ცნოს მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა.

ამას­თან, მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტებს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის გავ­ლა და ცეს­კოს­თვის შე­სა­ბა­მი­სი ცნო­ბის წარ­დგე­ნა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მო­ე­თხო­ვე­ბათ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი, რო­მე­ლიც მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში იყ­რის კენ­ჭს, სა­არ­ჩევ­ნო რე­გის­ტრა­ცი­ას ვერ გა­ივ­ლის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დღეს გახდება ცნობილი, დეპუტატობის რომელმა კანდიდატებმა გაიარეს ნარკოლოგიური შემოწმება

დღეს გახდება ცნობილი, დეპუტატობის რომელმა კანდიდატებმა გაიარეს ნარკოლოგიური შემოწმება

22 ოქტომბერს გახდება ცნობილი, დეპუტატობის რომელმა კანდიდატებმა გაიარეს ნარკოლოგიური შემოწმება.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა, კანდიდატებს ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაევლოთ. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობების წარდგენის საბოლოო ვადა 22 ოქტომბერია.

"22 ოქტომბერს იქნება ცნობილი შესაბამისი დაწესებულების მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის საფუძველზე, რომელმა კანდიდატებმა გაიარეს ნარკოლოგიური შემოწმება, რომელს აქვს მითითებული ჯანმრთელობის სპეციალურ ცნობაში, რომ ის არის ჯანმრთელი, ან რომელს უდასტურდება, რომ ის ნარკოტიკების მომხმარებელია", - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

როგორც ცნობილია, პარტიული სიით არჩეულმა დეპუტატობის კანდიდატებმა ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიარონ.

პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა ნარკოლოგიურ შემოწმებას "საარჩევნო კოდექსი" ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა, წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიიდან არჩეულმა პარლამენტის წევრობის ყველა კანდიდატმა ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიაროს. მათზე უნდა შედგეს შესაბამისი ცნობა, რომელშიც აღინიშნება, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატი ჯანმრთელია ან ნარკოტიკების მომხმარებელია.

საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, თუკი პარლამენტის წევრად არჩეული პირი კანონით დადგენილ ვადაში ნარკოლოგიურ შემოწმებას არ გაივლის და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარს განაცხადებს, პარლამენტი ვალდებულია მიიღოს დადგენილება, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არცნობის შესახებ.

"საარჩევნო კოდექსში" პირდაპირ წერია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს ნარკომანი ან ნარკოტიკების მომხმარებელი, ხოლო თუ ეს პირი შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ არჩეულად გამოაცხადა, პარლამენტს უფლება არა აქვს, ცნოს მისი უფლებამოსილება.

ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლა და ცესკოსთვის შესაბამისი ცნობის წარდგენა არჩევნებამდე მოეთხოვებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს, საარჩევნო რეგისტრაციას ვერ გაივლის.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."