სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლიზა ყენია - "სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დახურულ საღამოზე მიმიწვიეს..."
ლიზა ყენია - "სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დახურულ საღამოზე მიმიწვიეს..."

მომ­ღე­რალ მაია ჯა­ბუ­ას ქა­ლიშ­ვილ­მა, ლიზა ყე­ნი­ამ, ბო­ლოს პრო­ექ­ტში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" სცა­და ბედი და სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამით და­უს­ვა წერ­ტი­ლი. სა­მა­გი­ე­როდ ახალ ამ­პლუ­ა­ში გა­მოჩ­ნდა. ფილმ "HERO კრა­ტი­ა­ში" ("ჰე­როკ­რა­ტია") პრე­ზი­დენ­ტის ფა­ვო­რი­ტი მომ­ღე­რა­ლი გო­გოს როლი ითა­მა­შა და დიდი მით­ქმა-მოთ­ქმაც გა­მო­იწ­ვია, ზოგ­მა მისი პერ­სო­ნა­ჟი მომ­ღე­რალ ნინი ბა­დუ­რაშ­ვილ­თან გა­ა­ი­გი­ვა, ზოგ­მა - მომ­ღე­რალ სოფო ნი­ჟა­რა­ძეს­თან. ლი­ზას ამ ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა აქვს, რო­მელ­ზეც "სარ­კეს­თან" სა­უბ­რობს.

- რას გვე­ტყვით თქვენს გმირ­ზე, რო­მელ­საც დიდი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა?

- ჩემს გმირს არ ჰყავს პრო­ტო­ტი­პი. გო­გამ ასე მო­ი­ფიქ­რა, რომ დამ­წყებ მომ­ღე­რალს ვთა­მა­შობ.

- არა­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ი­წე­რა, ლიზა ყე­ნი­ას გმი­რის პრო­ტო­ტი­პი მომ­ღე­რა­ლი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი­აო...

- კი, იყო ასე­თი აზ­რიც. ზოგს ეგო­ნა, რომ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ვი­თა­მა­შე, ზოგს _ სოფო ნი­ჟა­რა­ძე. რე­ა­ლუ­რად არცე რთი მი­თა­მა­შია. ვი­მე­ო­რებ, ჩემს გმირს არ ჰყავს პრო­ტო­ტი­პი.

- კადრმიღ­მა, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მუ­შა­ო­ბა მო­გე­წო­ნათ?

- იმ კონ­კრე­ტუ­ლი სე­რი­ის გა­და­ღე­ბა, რო­მელ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ, 4 დღე გაგ­რძელ­და. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო იყო შე­მოქ­მე­დე­ბით გუნდთან მუ­შა­ო­ბა. მე­გო­ნა, რომ ამე­რი­კა­ში ვი­ყა­ვი ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე და არა - ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ყვე­ლა სა­კი­თხი მა­ღალ დო­ნე­ზე აქვთ გა­წე­რი­ლი და და­ლა­გე­ბუ­ლი. მა­ყუ­რე­ბე­ლი კი­დევ ერთ სე­რი­ა­ში მი­ხი­ლავს, იქაც ვმღე­რი.

- რე­ა­ლო­ბა რო­გო­რია, პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის­თვის მო­წყო­ბილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ხში­რად გიწ­ვე­ვენ?

- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, თუნ­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს, როცა ჩა­მო­სუ­ლი იყო რო­მე­ლი­ღაც ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და და­ხუ­რულ სა­ღა­მო­ზე მი­მიწ­ვი­ეს, რამ­დე­ნი­მე გო­გომ ვიმ­ღე­რეთ. დღე­საც ძი­რი­თა­დად პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის­თვის იმარ­თე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ ხალ­ხის­თვის. აქვე ვი­ტყვი, რომ აპო­ლი­ტი­კუ­რი ვარ. არას­დროს ვა­ფიქ­სი­რებ ჩემს აზრს.

- ანუ ყო­ფილ პრე­ზი­დენტს იც­ნობთ?

- არა, მას მხო­ლოდ შო­რი­დან ვიც­ნობ.

ლანა კიკ­ნა­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ას­რუ­ლებს თუ არა ლიზა ყე­ნია ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის პრო­ტო­ტიპს "ჰე­როკ­რა­ტი­ა­ში" - მომ­ღერ­ლის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი სე­რი­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შემ­დეგ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ლიზა ყენია - "სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დახურულ საღამოზე მიმიწვიეს..."

ლიზა ყენია - "სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დახურულ საღამოზე მიმიწვიეს..."

მომღერალ მაია ჯაბუას ქალიშვილმა, ლიზა ყენიამ, ბოლოს პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" სცადა ბედი და საქართველოში კონკურსებში მონაწილეობას ამით დაუსვა წერტილი. სამაგიეროდ ახალ ამპლუაში გამოჩნდა. ფილმ "HERO კრატიაში" ("ჰეროკრატია") პრეზიდენტის ფავორიტი მომღერალი გოგოს როლი ითამაშა და დიდი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია, ზოგმა მისი პერსონაჟი მომღერალ ნინი ბადურაშვილთან გააიგივა, ზოგმა - მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან. ლიზას ამ ყველაფერზე თავისი მოსაზრება აქვს, რომელზეც "სარკესთან" საუბრობს.

- რას გვეტყვით თქვენს გმირზე, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა?

- ჩემს გმირს არ ჰყავს პროტოტიპი. გოგამ ასე მოიფიქრა, რომ დამწყებ მომღერალს ვთამაშობ.

- არადა სოციალურ ქსელში დაიწერა, ლიზა ყენიას გმირის პროტოტიპი მომღერალი ნინი ბადურაშვილიაო...

- კი, იყო ასეთი აზრიც. ზოგს ეგონა, რომ ნინი ბადურაშვილი ვითამაშე, ზოგს _ სოფო ნიჟარაძე. რეალურად არცე რთი მითამაშია. ვიმეორებ, ჩემს გმირს არ ჰყავს პროტოტიპი.

- კადრმიღმა, გადასაღებ მოედანზე მუშაობა მოგეწონათ?

- იმ კონკრეტული სერიის გადაღება, რომელშიც ვმონაწილეობ, 4 დღე გაგრძელდა. ძალიან სასიამოვნო იყო შემოქმედებით გუნდთან მუშაობა. მეგონა, რომ ამერიკაში ვიყავი ფილმის გადაღებაზე და არა - ჩვენს ქვეყანაში. ყველა საკითხი მაღალ დონეზე აქვთ გაწერილი და დალაგებული. მაყურებელი კიდევ ერთ სერიაში მიხილავს, იქაც ვმღერი.

- რეალობა როგორია, პოლიტიკური სპექტრისთვის მოწყობილ ღონისძიებებში ხშირად გიწვევენ?

- ყოფილა შემთხვევა, თუნდაც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, როცა ჩამოსული იყო რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი და დახურულ საღამოზე მიმიწვიეს, რამდენიმე გოგომ ვიმღერეთ. დღესაც ძირითადად პოლიტიკური სპექტრისთვის იმართება ღონისძიებები, ვიდრე უბრალოდ ხალხისთვის. აქვე ვიტყვი, რომ აპოლიტიკური ვარ. არასდროს ვაფიქსირებ ჩემს აზრს.

- ანუ ყოფილ პრეზიდენტს იცნობთ?

- არა, მას მხოლოდ შორიდან ვიცნობ.

ლანა კიკნაძე

ჟურნალი "სარკე"

ასევე წაიკითხეთ: ასრულებს თუ არა ლიზა ყენია ნინი ბადურაშვილის პროტოტიპს ''ჰეროკრატიაში'' - მომღერლის პირველი კომენტარი სერიალში მონაწილეობის შემდეგ

ხვალ საქართველოში წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

"საია-ში სტუდენტებს ვარჩევდით სტაჟირებაზე და თინიც ასე მოვიდა... მომეწონა, შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა" - კახა კოჟორიძე ოჯახზე, პოლიტიკასა და პროფესიაზე

მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ვახო სანაიას მხარდაჭერას უცხადებენ და ხელისუფლებას მანიფესტით მიმართავენ