ზურაბ ტყემალაძე აქტიური პოლიტიკიდან მიდის

ზურაბ ტყემალაძე აქტიური პოლიტიკიდან მიდის

"მრეწველების" ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აქტიური პოლიტიკიდან მიდის. როგორც ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში, პარტიის ყრილობისთვის მიიღებს, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.

"ცხოვრებიდან და პოლიტიკიდან მთლიანად გაქრობას არ ვაპირებ, მაგრამ აქტიური პოლიტიკის გადაბარება მოხდება ახალგაზრდებზე. მე ვფიქრობ, თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომაზეც. "მრეწველები" არ გაქრებიან, "მრეწველები" იქნებიან. ვიმედოვნებ, რომ ახალგაზრდები წამყვან პოზიციებს დაიკავებენ ", - განაცხადა ტყემალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."