ცესკო არჩევნების მეორე ტურს ხვალ ოფიციალურად დანიშნავს

ცესკო არჩევნების მეორე ტურს ხვალ ოფიციალურად დანიშნავს

ცესკო პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურს ხვალ ოფიციალურად დანიშნავს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია 8 საკითხი, მათ შორის, ასევე თვითმმართველი თემების გამგებლების მეორე ტურისა და პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხები.

გარდა ამისა, ხვალინდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნებში გამართული კენჭისყრის შედეგების შეჯამების თაობაზეც იმსჯელებენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა ხვალ 11:00 საათზე დაიწყება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურების და განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები რამდენიმე დღის წინ განსაზღვრა. 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სავარაუდოდ 30 ოქტომბერს გაიმართება. რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, ის 22 ოქტომბერს იგეგმება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."