სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვის რამდენი დაუჯდა წინასაარჩევნო კამპანია - პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების ხარჯები
ვის რამდენი დაუჯდა წინასაარჩევნო კამპანია - პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების ხარჯები

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, კონ­კრე­ტუ­ლად კი 8 ივ­ნი­სი­დან 20 სექ­ტემ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა და და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა კან­დი­და­ტებ­მა ჯამ­ში 25 449 079 ლა­რის ხარ­ჯი გას­წი­ეს.

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქე­დან ყვე­ლა­ზე მეტი - 13 498 020 ლარი მმარ­თველ­მა პარ­ტია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" და­ხარ­ჯა.

3 219 058 ლა­რის ოდე­ნო­ბის ხარ­ჯი გას­წია პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის მოძ­რა­ო­ბამ "სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის", რო­მელ­საც 2 134 515 ლა­რით მოს­დევს "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" და 1 921 091 ლა­რით "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა".

1 026,954 ლარს შე­ად­გენს "ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" მიერ გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის ოდე­ნო­ბა, 882 592 ლარს კი - "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ხარ­ჯე­ბი.

იხი­ლეთ ვი­დეო: მი­ლი­ო­ნე­ბი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კო­სებ­მა პარ­ლა­მენ­ტში მო­სახ­ვედ­რად და­ხარ­ჯეს

რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ გა­წე­ულ ხარ­ჯებს, შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია" – 127 730 ლარი, "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტია" – 117 406 ლარი, "ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მი" – 445 250 ლარი, "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" – 428 564 ლარი, "მრეწ­ვე­ლო­ბა გა­და­არ­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს" – 307 388 ლარი, "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია" – 285 163 ლარი, "ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია" – 944 ლარი, "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო" – 137 ლარი, "ახა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი" – 3 012 ლარი, "სა­ქარ­თვე­ლოს მშვი­დო­ბის­თვის" – 12 499 ლარი, "სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნი კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტია" – 423 ლარი, "მე­მარ­ცხე­ნე ალი­ან­სი" – 1 534 ლარი, "ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი" – 224 956 ლარი, სა­მო­ქა­ლა­ქო პლატ­ფორ­მა "ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო" – 324 005 ლარი, "ქარ­თუ­ლი იდეა" – 11 168 ლარი, "ენა, მა­მუ­ლი, სარ­წმუ­ნო­ე­ბა" – 4 033 ლარი, ხოლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტე­ბი­დან: ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლი - 73 636 ლარი, ზუ­რაბ ჩი­ქო­ვა­ნი - 16 338 ლარი, ილია კო­კა­ია - 166 427 ლარი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი - 4 388 ლარი, ირაკ­ლი პეტ­რი­აშ­ვი­ლი - 28 332 ლარი, ცე­ზარ ჩო­ჩე­ლი - 65 067 ლარი, არ­მაზ ახვლე­დი­ა­ნი - 25 464 ლარი, და­ვით ჭან­ტუ­რია - 92 979 ლარი.

20 სექ­ტემ­ბრი­დან 8 ოქ­ტომ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ა­სა­ჯა­რო­ებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვის რამდენი დაუჯდა წინასაარჩევნო კამპანია - პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების ხარჯები

ვის რამდენი დაუჯდა წინასაარჩევნო კამპანია - პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების ხარჯები

წინასაარჩევნოდ, კონკრეტულად კი 8 ივნისიდან 20 სექტემბრამდე პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ჯამში 25 449 079 ლარის ხარჯი გასწიეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, აქედან ყველაზე მეტი - 13 498 020 ლარი მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" დახარჯა.

3 219 058 ლარის ოდენობის ხარჯი გასწია პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ "სახელმწიფო ხალხისთვის", რომელსაც 2 134 515 ლარით მოსდევს "პატრიოტთა ალიანსი" და 1 921 091 ლარით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

1 026,954 ლარს შეადგენს "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, 882 592 ლარს კი - "თავისუფალი დემოკრატების" ხარჯები.

იხილეთ ვიდეო: მილიონები, რომელიც პოლიტიკოსებმა პარლამენტში მოსახვედრად დახარჯეს

რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტების მიერ გაწეულ ხარჯებს, შემდეგნაირად გამოიყურება: "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია" – 127 730 ლარი, "კონსერვატიული პარტია" – 117 406 ლარი, "ეროვნული ფორუმი" – 445 250 ლარი, "რესპუბლიკური პარტია" – 428 564 ლარი, "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" – 307 388 ლარი, "ლეიბორისტული პარტია" – 285 163 ლარი, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" – 944 ლარი, "თავისუფალი საქართველო" – 137 ლარი, "ახალი მემარჯვენეები" – 3 012 ლარი, "საქართველოს მშვიდობისთვის" – 12 499 ლარი, "საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია" – 423 ლარი, "მემარცხენე ალიანსი" – 1 534 ლარი, "ახალი პოლიტიკური ცენტრი" – 224 956 ლარი, სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველო" – 324 005 ლარი, "ქართული იდეა" – 11 168 ლარი, "ენა, მამული, სარწმუნოება" – 4 033 ლარი, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატებიდან: ირაკლი შიხიაშვილი - 73 636 ლარი, ზურაბ ჩიქოვანი - 16 338 ლარი, ილია კოკაია - 166 427 ლარი, სალომე ზურაბიშვილი - 4 388 ლარი, ირაკლი პეტრიაშვილი - 28 332 ლარი, ცეზარ ჩოჩელი - 65 067 ლარი, არმაზ ახვლედიანი - 25 464 ლარი, დავით ჭანტურია - 92 979 ლარი.

20 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოგვიანებით გაასაჯაროებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."