ერდოღანი - სირიელი მეამბოხეები, თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, "ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაკავებულ ქალაქ დაბიკს უახლოვდებიან

ერდოღანი - სირიელი მეამბოხეები, თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, "ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაკავებულ ქალაქ დაბიკს უახლოვდებიან

სირიელი მეამბოხეები, თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მიერ დაკავებულ ქალაქ დაბიკს უახლოვდებიან. განცხადება ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.

ერდორანის განმარტებით, "სირიის თავისუფალი არმიის" მებრძოლები თურქეთის ავიაციის დახმარებით რამდენიმე კვირის განმავლობაში ქალაქ დაბიკის სიახლოვეს მდებარე სოფლებს ექსტრემისტებისგან ათავისუფლებენ, რომელიც ალეპოს პროვინციაში თურქეთის საზღვრიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.

ქალაქ დაბიკს ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსთვის" განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ისლამურ ესქატოლოგიაში ქალაქი მუსლიმური არმაგედონის ადგილად მიიჩნევა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა