სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლევან ბერძენიშვილი - ქვეყნის მართვა ვანდეთ იმ გუნდს, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა
ლევან ბერძენიშვილი - ქვეყნის მართვა ვანდეთ იმ გუნდს, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა

ქვეყ­ნის მარ­თვა იმ გუნდს ვან­დეთ, რო­მელ­საც მარ­თვის მოწ­მო­ბა არ ჰქონ­და, - ამის შე­სა­ხებ დე­პუ­ტატ­მა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "ჩემი კი­თხვის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

ბერ­ძე­ნიშ­ვილს მა­ყუ­რე­ბელ­მა და­უს­ვა კი­თხვა, თუ რა­ტომ და­ა­მარ­ცხა ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა, გი­ორ­გი ვოლ­სკიმ, გი­ორ­გი კა­ხი­ან­მა, ეკა ბე­სე­ლი­ამ და მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძემ "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია". მა­ყუ­რე­ბელ­მა ისი­ნი "ბარ­სე­ლო­ნას" გუნდს შე­ა­და­რა.

"ჩვენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა დაგ­ვა­მარ­ცხა და ჩვენ კი არ დაგ­ვა­მარ­ცხა, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია და­ა­მარ­ცხა. წა­გე­ბუ­ლებ­ში მარ­ტო "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" არ არის, აქ წა­ა­გო ყვე­ლა პარ­ტი­ამ, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, გარ­და სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ი­სა. კვა­ჭან­ტი­რა­ძეს არ მო­უ­გია ჩვენ­თვის და იმ ხალ­ხს, თუ იმას გუ­ლის­ხმობთ, რომ უსუ­ფაშ­ვი­ლი მარ­თლა ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა და­ა­მარ­ცხა, ეგ არ არის გულ­წრფე­ლი ლა­პა­რა­კი. უსუ­ფაშ­ვი­ლი და­ა­მარ­ცხა იმ გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა, რომ­ლის უკან იგუ­ლის­ხმე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ის ხალ­ხი, ვინც თქვენ და­ა­სა­ხე­ლეთ, ცალ­სა­ხად აღი­ა­რე­ბუ­ლი დიდი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ არი­ან. უსუ­ფაშ­ვი­ლი ნე­ბის­მი­ერ დე­ბა­ტებს მო­უ­გებს ყვე­ლას, გნე­ბავთ ცალ-ცალ­კე, გნე­ბავთ ერ­თად. აქ ამა­ში არ ყო­ფი­ლა საქ­მე, რომ ეკა ბე­სე­ლია ინ­ტე­ლექ­ტით აღე­მა­ტე­ბა კორ­ძა­ი­ას. ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, არ­ჩევ­ნებ­ში "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" და­მარ­ცხე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა არა პერ­სო­ნა­ლურ­მა უპი­რა­ტე­სო­ბამ, არა­მედ პარ­ტი­ულ­მა კუთ­ვნი­ლე­ბამ.

"დიახ, იმ პარ­ტი­ა­ში ყოფ­ნა ად­ვი­ლია, სა­დაც ხალ­ხი იმარ­ჯვებს. თქვენ მიერ ჩა­მოთ­ვლილ ხალ­ხს ბევრ სა­კი­თხზე პო­ზი­ცი­აც კი არ გა­აჩ­ნდა, ეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვი­საც ძლივს მი­ვა­ღე­ბი­ნეთ ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნი. მათ შო­რის გი­ორ­გი კა­ხი­ანს, რო­მელ­საც ეში­ნო­და ჩემს შვილ­თან ვინ­მე მა­მათ­მა­ვა­ლი არ შე­ვი­დეს მას­წავ­ლებ­ლა­დო. ამას ლა­პა­რა­კობ­და პო­ლი­ტი­კო­სი კაცი, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში. აქ ლა­პა­რა­კი არ არის იმა­ზე, რომ ეს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გუნ­დია. ეს ძა­ლი­ან სუს­ტი გუნ­დია. გარ­და ამი­სა, თქვენ და­ა­სა­ხე­ლეთ ხალ­ხი, ვი­საც იც­ნობთ და მათ გარ­და 120 ადა­მი­ა­ნია პარ­ლა­მენ­ტში შეყ­ვა­ნი­ლი, რო­მელ­თაც არ იც­ნობთ. არც თქვენ იც­ნობთ, არც ჩვენ ვიც­ნობთ და დიდი ეჭვი მაქვს არც კვი­რი­კაშ­ვი­ლი იც­ნობს. ვან­დეთ ქვეყ­ნის მარ­თვა იმ გუნდს, რო­მელ­საც მარ­თვის მოწ­მო­ბა არ ჰქონ­და", - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ლევან ბერძენიშვილი - ქვეყნის მართვა ვანდეთ იმ გუნდს, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა

ლევან ბერძენიშვილი - ქვეყნის მართვა ვანდეთ იმ გუნდს, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა

ქვეყნის მართვა იმ გუნდს ვანდეთ, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ჩემი კითხვის" ეთერში განაცხადა.

ბერძენიშვილს მაყურებელმა დაუსვა კითხვა, თუ რატომ დაამარცხა ლევან გოგიჩაიშვილმა, გიორგი ვოლსკიმ, გიორგი კახიანმა, ეკა ბესელიამ და მანანა კობახიძემ "რესპუბლიკური პარტია". მაყურებელმა ისინი "ბარსელონას" გუნდს შეადარა.

"ჩვენ ბიძინა ივანიშვილმა დაგვამარცხა და ჩვენ კი არ დაგვამარცხა, არამედ საქართველოში, ყველა პოლიტიკური პარტია დაამარცხა. წაგებულებში მარტო "რესპუბლიკური პარტია" არ არის, აქ წააგო ყველა პარტიამ, რომელიც მონაწილეობდა, გარდა სახელისუფლებო პარტიისა. კვაჭანტირაძეს არ მოუგია ჩვენთვის და იმ ხალხს, თუ იმას გულისხმობთ, რომ უსუფაშვილი მართლა ლევან გოგიჩაიშვილმა დაამარცხა, ეგ არ არის გულწრფელი ლაპარაკი. უსუფაშვილი დაამარცხა იმ გოგიჩაიშვილმა, რომლის უკან იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი. ის ხალხი, ვინც თქვენ დაასახელეთ, ცალსახად აღიარებული დიდი პოლიტიკოსები არ არიან. უსუფაშვილი ნებისმიერ დებატებს მოუგებს ყველას, გნებავთ ცალ-ცალკე, გნებავთ ერთად. აქ ამაში არ ყოფილა საქმე, რომ ეკა ბესელია ინტელექტით აღემატება კორძაიას. ამაზე საუბარი არ ყოფილა", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნებში "რესპუბლიკური პარტიის" დამარცხება განაპირობა არა პერსონალურმა უპირატესობამ, არამედ პარტიულმა კუთვნილებამ.

"დიახ, იმ პარტიაში ყოფნა ადვილია, სადაც ხალხი იმარჯვებს. თქვენ მიერ ჩამოთვლილ ხალხს ბევრ საკითხზე პოზიციაც კი არ გააჩნდა, ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ძლივს მივაღებინეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი. მათ შორის გიორგი კახიანს, რომელსაც ეშინოდა ჩემს შვილთან ვინმე მამათმავალი არ შევიდეს მასწავლებლადო. ამას ლაპარაკობდა პოლიტიკოსი კაცი, 21-ე საუკუნეში. აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ეს ძალიან ძლიერი გუნდია. ეს ძალიან სუსტი გუნდია. გარდა ამისა, თქვენ დაასახელეთ ხალხი, ვისაც იცნობთ და მათ გარდა 120 ადამიანია პარლამენტში შეყვანილი, რომელთაც არ იცნობთ. არც თქვენ იცნობთ, არც ჩვენ ვიცნობთ და დიდი ეჭვი მაქვს არც კვირიკაშვილი იცნობს. ვანდეთ ქვეყნის მართვა იმ გუნდს, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა", - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."